ვაკეში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის N2 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის განახლება დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სკვერში ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა გამოიცვლება.

"პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე დამონტაჟდება საპარკო ავეჯი, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი, ფიტნესზონა, სავალი ბილიკები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.