პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთიდან  საქართველოს 15 მოქალაქე დაადეპორტეს.

ქართველების ქვეყანაში დაბრუნებისთვის სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა.

მედიის  ცნობით, ე.წ დაბრუნების ოპერაცია, ფრონტექსის სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელდა და საქართველოს მოქალაქეების გარდა, გერმანიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთიდან გადაყვანილ უცხოელებსაც შეეხო.