ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ცოლ-ქმარი და მათი არასრულწლოვანი შვილიშვილი. მძიმედ დაშავდა ავტომობილში მყოფი მეორე ბავშვიც.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.