სალომე ზურაბიშვილს ძაღლი დაეკარგა. ამის შესახებ თავად პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
"დამეკარგა გომბორა. მზიური/ჭავჭავაძის მიდამოებში. ნაცრისფერი ყელსაბამი უკეთია. შეგვეხმიანეთ, თუ ნახავთ. ტელ 599046707“, - წერს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილს ძაღლი დაეკარგა. ამის შესახებ თავად პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
"დამეკარგა გომბორა. მზიური/ჭავჭავაძის მიდამოებში. ნაცრისფერი ყელსაბამი უკეთია. შეგვეხმიანეთ, თუ ნახავთ. ტელ 599046707“, - წერს პრეზიდენტი.
1791212415
"მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ.პატიმარმა ვენები გადაიჭრა.გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა.პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას!ასევე სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან!ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი", - წერს სხვიტარიძე.
1791212026
მისი თქმით, ყველა გზაა გამოსაყენებელი იმისთვის, რომ ციხეს თავი დააღწიონ.“ნებისმიერი ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა რას იზამს და რა შესაძლებლობას გამოიყენებს. ეს საპროცესო შეთანხმება არის ტაქტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მე ყველას მოვუწოდებ, თუ აქვთ საშუალება და სურვილი რომ გამოიყენონ საპროცესო შეთანხმება, აუცილებლად უნდა ისარგებლონ ამით. ისინი ამ შეთანხმების შედეგად გარეთ იქნებიან და ჩვენ ამ ბრძოლაში გარეთ უფრო გვჭირდება ადამიანები ვიდრე ციხეში. ამიტომაც ვერანაირად ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ეს ისრები იმ მიმართულებით გადაისროლოთ რა მიმართულებითაც გადაისროლეთ.ნებისმიერი რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული ტაქტიკური სვლა, იქნება ეს საპროცესო შეთანხმება თუ სხვა რამ, იმისათვის რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც უსამართლოდ ტყვედ ჰყავს რეჟიმს აყვანილი, ციხეს თავი დააღწიონ და იყვნენ გარეთ, იბრძოლონ, არის გამოსაყენებელი და მისასალმებელი“, - განაცხადა ანა წითლიძემ. პროკურატურის განცხადებით, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს.
1791211261
"სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირი N67-ში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საქმიანობა შეუჩერეს.ბიზნესოპერატორი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ახდენდა.აღსანიშნავია, რომ სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და შესაბამისი მოთხოვნების დაცვის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალა.სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად, მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
1791207997
"ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას.გვსურს შეგახსენოთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 7-7 წლით აღკვეთა განესაზღვრათ", - აცხადებენ პროკურატურაში.
1791207753
როგორც მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა და მეუღლემ მაია მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მოცემულ ვითარებაში."პოზიცია აბსოლუტურად იგივეა ჩემი შეფასებით და გადასახედით. დიახ, მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა მიღწეული შეთანხმების შესახებ, ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით. როდესაც იქნება საბოლოო შეთანხმება მიღწეული, შემდეგ შევძლებ, რომ კონკრეტული განცხადება გავაკეთო. მურთაზ ზოდელავა თვითონ გააკეთებს კომენტარს, მისი მოტივაცია რა არის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო, მაგრამ ახლა თავს ნორმალურად გრძნობს და იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. ჩემი შეფასებით, ეს არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება დღეს, მოცემულ ვითარებაში”, - განაცხადა მაია მუმლაძემ.4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ადვოკატის თქმით, ის საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა. პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე 2025 წლის 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს.
1791207212
ეს განსაკუთრებული აქსესუარი „სუხიშვილების“ სცენაზე დაბადებულ 80-წლიან ისტორიას გვიამბობს - ისტორიას, რომელშიც ქართული ცეკვა, ხელოვნება, კოსტიუმი და მუდმივი სიახლის ძიება ერთ მთლიანობად იქცა.სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებას „სუხიშვილების“ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მხატვარი და სცენოგრაფი ანსამბლის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემქმნელი იყო. მისმა კოსტიუმებმა ქართული ცეკვის სცენური ესთეტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა და დღემდე „სუხიშვილების“ მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად რჩება. ვირსალაძე ტრადიციულ ფორმებს საკუთარ მხატვრულ ხედვასა და ფერთა განსაკუთრებულ ენას უკავშირებდა, რის შედეგადაც მისი ნამუშევრები უნიკალურ ხელწერად იქცა.„სუხიშვილების“ ისტორია 1945 წელს, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიერ ანსამბლის დაარსებით დაიწყო. 80 წლის განმავლობაში დასმა ქართული კულტურისა და ცეკვის ტრადიციები არაერთხელ გარდაქმნა და ახალი თაობებისთვის გააცოცხლა. სწორედ ტრადიციისა და ინოვაციის შერწყმა იქცა იმ სულისკვეთებად, რომელიც „სუხიშვილების“ ისტორიას დღემდე თან სდევს.საქართველოს ბანკი „სუხიშვილების“ მთავარი მხარდამჭერია და წლების განმავლობაში ანსამბლის სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი პროექტის განვითარებას უწყობს ხელს. მათ შორისაა „თაკარა“ - ექსპერიმენტული ღია სცენა, რომელიც საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შეიქმნა და ტრადიციასა და თანამედროვე შემოქმედებით ძიებას აერთიანებს.ახალი კოლექციით კი სუხიშვილების სცენური მემკვიდრეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოდის - ხელოვნების ნიმუშები აქსესუარად იქცევა, რომელიც არა მხოლოდ სტილის ნაწილია, არამედ ქართული კულტურისა და ისტორიის მატარებელიც.სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი აბრეშუმისა და შალის თავშლები 5 ოქტომბრიდან ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის SOLO Boutique-ში იქნება ხელმისაწვდომი.
1791207048
მასში მონაწილეობა 40-მდე ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო.მეწარმე ქალები გაეცნენ ბიზნესის განვითარების ხუთ კრიტიკულ საფეხურს და თითოეულ მათგანზე არსებულ ძირითად გამოწვევებს. განიხილეს, თუ რა არის ლიდერის მთავარი დანიშნულება ბიზნესის ზრდის სხვადასხვა ფაზაში, როგორ იცვლება თავად ლიდერი და, შედეგად, როგორ ცვლის ის ბიზნესს. ვორკშოპზე ისაუბრეს იმაზეც, როგორ აღმოაჩინონ საკუთარი ლიდერობის მოდელი, მისი გამოწვევები და შესაძლებლობები.შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც თანამშრომელთა ლოიალობისა და ჩართულობისა ასამაღლებლად გამოიყენება.საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, მეწარმეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს ქმნის. ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერია სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მონაწილეებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.ბიზნეს 360˚-ის პლატფორმის ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
1791201575
მისი თქმით, კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას.“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კომპლექსური გამოძიებაა და არაერთი საპროცესო მოქმედება ტარდება. იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა მოხდა იმ ეპიზოდში, მნიშვნელოვანია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. იყო გარკვეული ვითარება შექმნილი, რა დროსაც პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ მას სჭირდებოდა დეესკალაციის ოთახში დამშვიდება. არის პრეტენზიები, რომ მოხდა მის წინააღმდეგ ბევრი ადამიანის მიერ ძალის გამოყენება, კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას. თქვენ ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურის განხორციელებას, შესაბამისად სახელმწიფომ გამოიყენა იძულება.გამოძიება დაადგენს იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, იყო თუ არა ნაკლები ადამიანი საჭირო. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა პატიმრის უფლების დარღვევას მოცემულ შემთხვევაში. ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს”, - განაცხადა პაატა სალიამ.მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ინფორმაციით, ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს. მან პროტესტის ნიშნად, 4 ოქტომბერს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლის თვალწინ, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი, კლინიკაში გადაყვანაზე კი უარი განაცხადა.
ძმები ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებული
1790071500
ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა
1790072405
80 000-მდე აბონენტს წყლის მიწოდება 36 საათით შეეზღუდება
1790162531
ბელგოროდის ყოფილი მერი უკრაინაში ფრონტზე მოკლეს
1790070740
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს თამაზ შუბითიძე უხელმძღვანელებს
1790071705