სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, მარნეულში არასრულწლოვანმა - 13 წლის გოგომ ტყუპები გააჩინა.

მისივე ინფორმაციით, ახალშობილი ტყუპებიდან ერთი გარდაიცვალა.

"მითხრეს, რომ მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა… წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა, გუშინ გვიან ღამე, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა“, - წერს ბაირამოვა.