საპროტესტო აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველზე შეხვდებიან.

აქციის მონაწილეები 22:00 საათზე დაიწყებენ შეკრებას, საახალწლო აქციის პროგრამა კი 23:00 საათზე პირველ სკოლასთან დაიწყება, სადაც ოპოზიციურად განწყობილი ხელოვანების კონცერტი გაიმართება და დაკავებული აქტივისტების ციხიდან გამოგზავნილ წერილებს წაიკითხავენ.

მოქალაქეები 400 დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ამ დღეების განმავლობაში დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველზე იკრიბებიან ხოლმე.

გასული წლის ახალ წელს აქტივისტები წლევანდელის მსგავსად აქციაზე - რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ.