საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით 22 კილომეტრში, სოფელ საღამოსთან იყო.

ბიძგები თბილისის დროით 03:43 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა.