თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნიკო ლეკიშვილი სხვადასხვა წლებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.  1993-1995 წლებში იყო თბილისის მერი. 1995-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი) და 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი.