თბილისსა და ბათუმში დღეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქციები გაიმართება.

აქციები 17:00 საათზე დაიწყება.

თბილისში აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან, ბათუმში კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება.

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან მედიკამენტების შემოტანას, კვლევებისა და მკურნალობის ჩატარებას მოითხოვენ. 

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და საბოლოოდ, ფატალურ შედეგს.