მეუფე გიორგი ჯამდელიანმა საკვირაო ქადაგებისას აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

"თქვენ ბატონ-პატრონები ჩვენი ნუ გგონიათ თავი და ხალხს ასე ზევიდან კი ნუ უყურებთ. თქვენ ხართ როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქეები, ამ ქვეყნის შვილები, ჩვენი დედაეკლესიის შვილები, მაგრამ ასე ნუ გაუუცხოვდებით ხალხს. ჩვენი მოწოდება რა არის? რომ მოვძებნოთ გამოსავალი. რა თქმა უნდა, ისიც აღნიშნა მეუფემ, რომ ბევრი კარგიც კეთდება, განა ვინმეა დაუნახავი, რაც გაკეთებულა, მაგრამ ახლა რა გამოწვევების წინაშეც ვართ, ამაზე დუმილი პირიქით უფრო არ არის ღალატი ქვეყნისა?", - განაცხადა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა.