მთავრობის ახალი დადგენილებით, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 3 წლით შეეძლებათ.

დადგენილების პირვანდელი ვერსიის თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და 1 წლით გაჩერება შეეძლოთ. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ ეს ვადა 2 წლამდე გაზარდა.