შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მამა გარდაიცვალა. ინფორმაციას 2020News-ს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

გომელაურმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ მამა თურქეთში, საავადმყოფოში ჰყავდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

"გუშინ ჩამოვფრინდი, თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად, თავზე ვადექი, ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედაა. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი – სხვაგან. ვითომ ვისვენებდი და არ ჩამოვედი, ასე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა", - განაცხადა გომელაურმა.