ვაზისუბანში, ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა და ავტომანქანას დაეცა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაციას “ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
ვაზისუბანში, ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა და ავტომანქანას დაეცა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაციას “ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
1773516286
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სამართლიანობის აღდგენის ეშინია."მახსენდება, როგორი ბედნიერი იყო „ქართული ოცნება“, როდესაც ევროპარლამენტი წინა მთავრობას ჩადენილი უსამართლობების გამო სამართლიანად აკრიტიკებდა. მაშინ ამ ხალხს საერთოდ არ ახსენდებოდა რაიმე ეთქვათ, რომ აი, ვიღაც ერევა საქართველოს საქმეებში. პირიქით, იყვნენ მადლიერები და ბედნიერები. ამიტომ, ჩვეულებრივი პირფერობაა, რომ ახლა ვიღაც ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა. რაც შეეხება „მოსკოვის მექანიზმსა“ და მის დასკვნას, ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამ დასკვნას ჩალის ფასი აქვს. როგორც კი ეს დასკვნა გამოქვეყნდა, თქვეს, რომ „ჩალის ფასი კი აქვს, მაგრამ ვუპასუხებთ“, რამდენიმე დღის მერე თქვეს, რომ სიცრუეები წერია, მაგრამ ასევე სიმართლეც წერია. დღეს კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ იქო მართლა არის ისეთი რამეები ნათქვამი, რასაც ჩვენი ყურადღება სჭირდებაო, მათ შორის ძალადობასა და დანაშაულებზეო, ხვალ კიდევ რაღაცებს იტყვის და საბოლოოდ ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა.მინდა ვუთხრა საჯარო მოხელეებს, ნუ გაჰყვებიან „ოცნებას“ ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალ გზაზე. „ქართულ ოცნებას“ ეშინია სიმართლის და იმის, რაც აუცილებლად მოხდება, ანუ სამართლიანობის აღდგენის. მტყუანი ადამიანი ვერ გამართლდება, შეიძლება, სიმართლეს დრო დასჭირდეს, რათა თავის საწადელს მიაღწიოს, მაგრამ სიმართლე აუცილებლად გაირკვევა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
1773516251
კუროდღე ხელსაყრელია ფინანსური და პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად. შესაძლოა მიიღოთ სასარგებლო რჩევა ახლობლისგან. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება დაგჭირდებათ.ტყუპებიკომუნიკაციის დღეა. შეხვედრები, საუბრები და ახალი კონტაქტები წარმატებას მოგიტანთ. კარგი დროა გეგმების გაზიარებისთვის და ახალი იდეების დასაწყებად.კირჩხიბიდღეს მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებს. შესაძლოა ცოტა დაღლილობა იგრძნოთ. დასვენება და სიმშვიდე დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში.ლომიშესაძლოა დღის განმავლობაში ლიდერის როლის შესრულება მოგიწიოთ. თქვენი თავდაჯერებულობა სხვებსაც მოტივაციას მისცემს. კარგი დროა საკუთარი მიზნების გასაძლიერებლად.ქალწულიდღე დეტალებზე მუშაობისთვისაა ხელსაყრელი. თუ რამე საქმე გადადებული გაქვთ, სწორედ დღეს შეგიძლიათ წარმატებით დაასრულოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასაც.სასწორიპირად ურთიერთობებში ჰარმონიისკენ სწრაფვა წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა საინტერესო შეხვედრა ან სასიამოვნო საუბარი შედგეს.მორიელიდღე შეიძლება ინტენსიური იყოს. ბევრი საქმე ერთდროულად დაგიგროვდებათ, თუმცა თქვენი გამძლეობა დაგეხმარებათ ყველაფრის მოგვარებაში.მშვილდოსანიდღე ხელსაყრელია ახალი გამოცდილებისა და იდეებისთვის. შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს მოგზაურობის ან ახალი პროექტის შესაძლებლობა.თხის რქასაქმიანი საკითხები ყურადღებას მოითხოვს. თუ მიზანს მკაფიოდ განსაზღვრავთ, დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ.მერწყულიკრეატიული იდეები შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს. კარგი დღეა ახალი გეგმების დასაწყებად და მეგობრებთან აქტიური კომუნიკაციისთვის.თევზებიდღეს ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერად იმუშავებს. მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას. ასევე კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის და შინაგანი ბალანსის პოვნებისთვის.
1773516186
ისრაელის მედიის ცნობით, შესაბამისი თხოვნა კიევში უკვე გადაგზავნილია.გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თხოვნა უკავშირდება უკრაინის დიდ გამოცდილებას ირანული წარმოების დრონების განეიტრალების სფეროში და მიზნად ისახავს ამ მიმართულებით ისრაელსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის განვითარებას.უკრაინის ელჩმა ისრაელში ევგენი კორნიჩუკმა ინფორმაცია დაადასტურა.მისი თქმით, ორი ლიდერის დატვირთული გრაფიკის გამო სატელეფონო საუბარი ჯერ არ შემდგარა, თუმცა სავარაუდოდ, ეს მომავალ კვირის დასაწყისში მოხდება.მანამდე ირანში განაცხადეს, რომ უკრაინა „ლეგიტიმურ სამიზნედ“ იქცა ისრაელისთვის დრონების სფეროში მხარდაჭერის გამო. საპასუხოდ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის რეჟიმი წლების განმავლობაში უკრაინელების მკვლელობას უჭერდა მხარს, რუსეთს დრონებით და ტექნოლოგიებით ეხმარებოდა. ამიტომ, აბსურდულია უკრაინის მიმართ მუქარა თავდაცვის უფლებაზე მითითებით,გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინას სთხოვა გაეზიარებინა გამოცდილება ირანული "შაჰედის" ტიპის დრონების გაუვნებელყოფის საკითხში.
1773513664
"ირანის რეჟიმი წლების განმავლობაში უკრაინელების მკვლელობას უჭერდა მხარს, პირდაპირ ამარაგებდა აგრესორ სახელმწიფოს დრონებით და ტექნოლოგიებით უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის. ამ კონტექსტში, აბსურდულია, როდესაც ამ რეჟიმის წარმომადგენლები ემუქრებიან უკრაინას და გაეროს წესდების 51-ე მუხლით გათვალისწინებული თავდაცვის უფლებაზეც კი მიუთითებენ", - განაცხადა ტიხიმ.საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაგალითად მოიყვანა, რომ ეს იგივეა, რომ სერიულმა მკვლელმა თავისი დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსზე მითითებით გაამართლოს."ირანის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს ირანელი ხალხის და სხვა ქვეყნებისა და ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის“, - აღნიშნა ტიხიმ.14 მარტს, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უკრაინა, ირანისთვის "ლეგიტიმური სამიზნეა" ისრაელისთვის დრონებით დახმარების გამო.
1773500270
"რეზოლუცია ჩვენთვის სამწუხაროა, რადგან საქართველოზე ბოლო კვირის განმავლობაში ორი ისეთი დოკუმენტი დაიწერა, რომელიც არცერთი ხელისუფლების დროს შავ სიზმარშიც კი არ დაგვესიზმრებოდა.ევროკავშირის პერსპექტივა ჩვენ არ გვაქვს, თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი იქნება ამ ქვეყანაში. რა ელენე ხოშტარია არ არის პოლიტპატიმარი? რაღაცა ქაღალდის გულისთვის არის დაპატიმრებული და თვეებია ზის. თუმცა არამხოლოდ ელენე ხოშტარია, ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი 5 წელია ზის, ამ ქვეყნის 9-წლიანი გამოცდილების პრეზიდენტი. რაც არ უნდა იდავოს და ვინც არ უნდა იდავოს, ჯერჯერობით სააკაშვილზე უფრო მნიშვნელოვანი მიღწევები ამ ქვეყანაში არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია. სხვებიც არიან ციხეში, მაგალითად ნიკა მელია, რომელიც გაუგონარი ბრალდებით არის, უფრო სწორად საერთოდ არანაირი ბრალდება არაა.ციხეში კიდევ ასზე მეტი ადამიანია, ვინც პოლიტიკოსი არ არის. ამიტომ პოლიტპატიმრების საკითხი არანაირ გადახედვას, არანაირ ვაჭრობას, არანაირ რაღაცა დამატებით შეფასებებს არ საჭიროებს. მათი რაღაცნაირად ცალკეულ ჯგუფებად დაყოფაც არ არის სწორი. ჩვენ გვყავს ბევრი პოლიტპატიმარი და ჩვენი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ ეს საკითხი. პოლიტპატიმრები არიან პოლიტპატიმრები და კიდევ ერთი, არალეგიტიმურ ხელისუფლებას კვლავ ვეტყვი, რომ ჩვენ პოლიტპატიმრებით ვაჭრობას, მაგიდასთან დასხდომას, რათა მათ თავისუფლება მოვუპოვოთ, არ ვაპირებთ. ეს უფლებაა, რომელიც მათ ისედაც ეკუთვნით და რაც ისედაც ეკუთვნით, ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე, ისედაც უნდა მიიღონ“, – განაცხადა გვარამიამ.
1773499974
გვარამია არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი ვინც შეიძლება დაიჭირონ, სპეცრაზმის ყოფილი შეფი ზვიად ხარაზიშვილია (ხარება)."ჩვენ ვხედავთ, რომ "ოცნება" ნელ-ნელა ბარტყების გადმოგდებას იწყებს. მცირე ბარტყებით დაიწყო - დებატებით, რომელიც საბოლოო ჯამში დებატებიც არ არის. ახლა ვიღაცებს დაიჭერენ ამ რეკომენდაციების გამო, მე ასე მგონია. რამდენიმე საქმეს აღძრავენ ამ დარბევებზე, წამებებზე და დაიწყებენ ქვემოდან, მაგრამ ნელ-ნელა ზემოთ ავლენ. თვითონ შეიძლება გვითხრან, რომ გამოიძიეს და მაგალითად "ხარება" წამებაში მონაწილეობდა და დაიჭირონ. ჩვენ კარგად ვიცით, ეს როგორ და სად წყდებოდა. ამ კითხვებზე პასუხები არ გვეჩქარება, ისედაც ვიცით და შემდეგი ხელისუფლება პასუხისმგებლობას დააყენებს. მთავარი, რაც კობახიძემ უნდა გააკეთოს, არალეგიტიმური ხელისუფლება საკუთარი ჩათვლით მოშორდეს ამ ქვეყანას და ჩაინიშნოს დემოკრატიული არჩევნები", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნაში არის რეკომენდაციები, რომელიც გასათვალისწინებელია.
1773492472
მისი თქმით, არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი, რეალურად პროცესი იყო ინიციირებული, მათ შორის პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან და გაირკვა, რომ ექსპერტი თავად ყოფილა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი."ეს იყო პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. ის ფაქტი, რომ ინტერესთა კონფლიქტი დამალა ამ კონკრეტულმა ადამიანმა, ეჭვებს აღრმავებს. ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა. საბოლოო ჯამში, ყველა ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე სიცრუით არის გაჯერებული ეს დასკვნა, რაზეც საზოგადოებას კიდევ უფრო ფართოდ წარვუდგენთ ინფორმაციას. ჩვენ, პირველ რიგში, ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში, ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებაც არის აუცილებელი. ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში. ამაზე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენ ალბათ სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხს გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის ქონა ამ საკითხზე. არის საკითხები, რაზეც ჩვენ გვჭირდება ყურადღების გამახვილება, თუმცა მთლიანობაში ეს დასკვნა არის სიცრუით გაჯერებული.მთლიანად პოლიტიკურია საფუძველი, სარჩული ამ პროცესების უკან. იცით, რომელი ქვეყნები იყვნენ თავში ამ პროცესის ინიციატორები, შემდეგ როგორ გაგრძელდა ეს პროცესები. თავიდან ბოლომდე არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს. საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს ეუთოს მასშტაბით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, საქართველო არის მოწინავე ეუთოს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით."ორმაგი სტანდარტი არის ძალიან თვალსაჩინო და სამარცხვინო. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ უმძიმეს პროცესებს, რომლებიც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში“, - განაცხადა კობახიძემ.
1773489180
მისი თქმით, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული."საქართველოში არ მოქმედებს არცერთი რეპრესიული კანონო იმ გაგებით, რა გაგებითაც საუბრობენ კონკრეტული პირები. არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული. ჩვენ მზად ვართ, სათითაოდ განვიხილოთ ნებისმიერი კანონი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობდნენ. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი ეფუძნება პროპორციულობის პრინციპს.მათ არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, თანაზომიერების პრინციპთან. მათ არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ და ოჯახური ღირებულებების შესახებ. ასეთი კანონმდებლობა არ მოსწონთ.პირდაპირ უწერია ამ ქალბატონს თავის დასკვნაში, რომ თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ბათუმის იუსტიციის სახლში და ჩაეწეროთ კაცად. ეს უწერია ამ ქალბატონს პირდაპირ. ეს ქალბატონი გვაძალებს ერთ რამეს, ვინმეს თუ მოუნდება, თქვენ თუ მოგინდებათ იუსტიციის სახლში მისვლა და გადაწერა კაცად, ჩვენ ამის უფლება უნდა მოგცეთ. ამას გვაძალებს ეს ქალბატონი. არანორმალურია ეს ყველაფერი. ეს ქალბატონი გვაიძულებს, რომ ჩვენ ქალები გადავწეროთ კაცებად და კაცები ქალებად“, - განაცხადა კობახიძემ.
ტაბახმელაში ქალის ცხედარი იპოვეს
1773411801
ტრამპი - 8 მარტის ღამეს ირანი ძალიან სერიოზულ დარტყმას მიიღებს
1772887534
"შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი"
1773311295
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა - დანგრეულია 5 სახლი
1773295251
4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1772566922