სვიატოსლავ ვაკარჩუკმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ჯონი ოდიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით ხაჯიშვილი წერს. 

"ძალიან საამაყოა და ამავდროულად ემოციური, როდესაც ჩვენმა მეგობარმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა მთხოვა, პატივი მიგვეგო ჩვენი გმირი ბიჭებისთვის, ვინც უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის თავი გაწირა. ასე აღმოვჩნდით სოფელ ტყვიავში, სადაც, გმირი ჯონი ოდიშვილია დაკრძალული. ემოციური იყო ჯონის მშობლების ნახვა.

ჩვენ, ყველას გვეამაყება ჩვენი გმირი ბიჭები და გოგოები, ვინც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის.

დიდება გმირებს!", - წერს ხაჯიშვილი.