"ქოცებმა, ჩემს ოფიციალურ გვერდზე, სადაც გავაკეთე გამოკითხვა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, კიბერშეტევა განახორციელეს, 1 საათში 12 000 ტაილანდელი და პაკისტანელი მოაბილიზეს. შიში ოხერია”, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"1 საათის წინ, ქოცების მიერ თავდასხმა განხორციელდა ჩემს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, სადაც მილიონობით ადამიანი ეცნობა სიახლეებსა და ინფორმაციას.

1 საათში 12 000 - ტაილანდელი - პაკისტანელის "დაჰაჰავება" მოაბილიზეს, ანუ ფაქტობრივად, კიბერშეტევა განახორციელეს.

ოფიციალურ გვერდზე გავაკეთე გამოკითხვა, სადაც 4 ოქტომბრის აქციის მსურველებს შეეძლოთ დაეფიქსირებინათ პოზიცია.

1 დღეში - 5 000 მეტმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მოდის 4 ოქტომბრის აქციაზე.

შიში ოხერია”, - წერს ლევან ხაბეიშვილი.