"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

"ძალიან მძიმე ამბავია კესარია აბრამიძის მკვლელობა. ქალთა მიმართ ძალადობა ისედაც წარმოადგენს უდიდეს პრობლემას და კიდევ უფრო მძიმეა ტრანსგენდერი ქალების ცხოვრება ამ ქვეყანაში. არაერთმა ტრანსგენდერმა ქალმა დატოვა საქართველო, სწორედ იმ მიზეზით, რომ ისინი უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ თავს.  

მაშინ, როდესაც სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ქალების, მათ შორის ქვიარ ქალების, უფლებების დაცვაზე, მათი უფლებრივი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. იქნება ეს გენდერული კვოტების გაუქმება, ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი საკანონმდებლო ცვლილებები თუ სხვა. 

არ ვიცი როდის შევძლებთ დავუბრუნდეთ თუნდაც იმ ნიშნულს, საიდანაც ეს უკუსვლა დაიწყო", - წერს დოლიძე.