"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძე მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის.

"მეგობრებო, უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის.

უამრავი შეტყობინება მივიღე და ამას ძალიან ვაფასებ. 

საერთოდ არ მიგრძვნია თავი შეურაცხყოფილად. მით უმეტეს დაჩაგრულად. ეს ჩემი სტილი არ არის.  არც არავისი დაცვა მჭირდება, მით უმეტეს ქალობის ნიშნით.

მშვენივრად ვიცავ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ყველას, ვისაც დაცვა სჭირდება.

პოლიტიკაში მოვედი სრულად გაცნობიერებული ფაქტით, რომ მრავალი ალუდა შემხვდებოდა გზად - რომელსაც თავს კი არ დავუხრიდი, უბრალოდ სახეს ავახევდი.

ჩემთვის არა, ყველა იმ ქალისთვის, ვინც პოლიტიკაში მოსვლისგან თავს კოლექტიური ალუდების გამო იკავებს - თორემ მე უკვე ისეთი იმუნიტეტი გამომიმუშავდა, თავად ფარჩაკ ალუდას მანდატურების გარეშე ჩემთან ახლოს ჩავლაც ეშინია.

უარესს წინ უნდა ელოდეს", - წერს ანა წითლიძე.