საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ერთი ამბავი რომ ჰქონდა ატეხილი ოპო სპიკერებს, არავის უხსენებია, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო (მოლდოვა ამ მიმართვას არ შეუერთდა). ეს ორდერიც ამ გამოძიების შედეგია! ტრადიციულად, რადიკალური ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს“, – წერს ნინო წილოსანი.