იცოდეთ, მე პოლიტიკაში კიდევ მინიმუმ, მეოთხედი საუკუნე ვაპირებ ყოფნას და მწარედ მოგთხოვთ პასუხს ამ ვერაგობაზე. რაც მთავარია, ხალხი გაგცემთ პასუხს თქვენც და რუს ოლიგარქსაც ოცდაექვსში, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ - ტვ-პირველზე, ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, მთავარ არხზე - ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას, ხოლო ფორმულაზე, სამწუხაროდ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც პატიმრობაშიც კი არ ასვენებს "ლეიბორისტული პარტიის" პრობლემა.

იცოდეთ, მე პოლიტიკაში კიდევ მინიმუმ, მეოთხედი საუკუნე ვაპირებ ყოფნას და მწარედ მოგთხოვთ პასუხს ამ ვერაგობაზე. რაც მთავარია ხალხი გაგცემთ პასუხს თქვენც და რუს ოლიგარქსაც ოცდაექვსში", - წერს შალვა ნათელაშვილი.