შოვში, სტიქიის ზონაში, ალინა პოლიკოვსკას ვაჟის გარდაცვალება დადასტურდა. ინფორმაციას ბავშვის მამა სოციალურ ქსელში ავრცელებს. ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს. ის ასევე შოვში დაღუპული ზაზა მესხის ცოლი იყო.

ზაზა მესხი შოვში ოჯახთან ერთად ისვენებდა. ამ დრომდე ეძებენ მისი კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილის ცხედარს.

რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 32 ადამიანი ემსხვერპლა.