3 ნოემბერს თბილისში საახალწლო განათებები გამოჩნდა - ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
საახალწლო განათება დამონტაჟებულია ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე.
3 ნოემბერს თბილისში საახალწლო განათებები გამოჩნდა - ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
საახალწლო განათება დამონტაჟებულია ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე.
1791104268
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მერცი, სავარაუდოდ, ვიზიტის დროს უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტის გამოცხადებას აპირებს.ეს მოიცავს 1 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას და დამატებით 350 მილიონ ევროს ენერგეტიკის სექტორის აღდგენისთვის. ასევე მოსალოდნელია შეთანხმება სხვადასხვა ტიპის დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ."დღეს კიევში ჩამოვედი, რადგან უკრაინას მომდევნო კვირების განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა მერცმა.გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთი აგრძელებს ქალაქებზე, საცხოვრებელ შენობებსა და თბოელექტროსადგურებზე დარტყმებს. მისივე თქმით, თუ რუსეთი არ შეჩერდება, მისი სამხედრო მანქანა შეიძლება ადრე თუ გვიან სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყოს მიმართული."დღეს მე ვეტყვი პრეზიდენტ ზელენსკის: "თქვენ შეგიძლიათ კვლავაც გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი“, - აღნიშნა მერცმა.გერმანიის დელეგაციაში შედიან ეკონომიკის მინისტრი, ასევე მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის Siemens Energy, Hensoldt, Diehl Defence და Quantum Systems.
1791099248
"განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოდამნაშავეთა ნაწილი, თბილისის სხვადასხვა უბანში, ე.წ. დადების მეთოდით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახდენდა.პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა პვპ“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
1791095418
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში თანასოფლელებს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი გარკვეული ოდენობის თანხის ელექტრონულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა.მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 2 000 ლარამდე შეადგინა.სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1791093774
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 540 700 (+1 750) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 04.10.26-მდე: ტანკები – 12 391 (+0), ჯავშანტექნიკა – 25 483 (+6), საარტილერიო სისტემები – 50 686 (+49), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 179 (+1).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 686 (+3), თვითმფრინავები – 443 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 837 (+13); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 546 240 (+1 742), ფრთოსანი რაკეტები – 5 126 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 157 258 (+527), სპეციალური ტექნიკა – 4 788 (+5).
1791056256
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის დაზვერვას აქვს დოკუმენტები, რომლებიც მოსკოვის ახალ გეგმებს ამხელს - პუტინმა თავის ჯარებს ახალი "სამხედრო დოქტრინის" დაცვა უბრძანა, რაც კიევსა და სხვა დიდ ქალაქებზე დამანგრეველი საჰაერო დარტყმების განხორციელებას ითვალისწინებს.კრემლის მთავარი მიზანია უკრაინელების იძულება, დატოვონ საკუთარი სახლები. რუსეთმა თავისი გეგმის რაც შეიძლება სწრაფად განსახორციელებლად, სულ უფრო მეტ სამოქალაქო სამიზნეზე თავდასხმა დაიწყო.„ჩვენ ვნახეთ დოკუმენტები და ვიცით, რომ ისინი მათ საშუალებას აძლევენ, თავს დაესხნენ ინფრასტრუქტურას, ლოგისტიკას, გზებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, რათა ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე, დატოვონ დედაქალაქი, დატოვონ სხვადასხვა ქალაქი. ეს არის მათი მიზანი. ჩვენ მათ უნდა ვუპასუხოთ ნებისმიერი გზით, რომელიც შეგვიძლია. ჩვენს ენერგეტიკაზე მათი თავდასხმების საპასუხოდ, ჩვენ მათ ენერგეტიკაზე უნდა მივიტანოთ დარტყმები. უპირველეს ყოვლისა, ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე: რაც აძლევს მათ ფულს ამ ომისთვის. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავარტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, რასაც ისინი შვრებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, პუტინს სურს ძლიერი გამოჩნდეს იმ დროს, როდესაც მისი არმია ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვან რეგიონში პოზიციებს კარგავს და კოლოსალურ დანაკარგებს განიცდის.
1791056225
კუროფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და მნიშვნელოვანი საქმის დასასრულებლად. პირად ურთიერთობაში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.ტყუპებიკომუნიკაციის დღეა. შესაძლოა მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებზე გავლენას მოახდენს. ყურადღებით მოუსმინეთ სხვებს.კირჩხიბიემოციური ფონი შეიძლება ცვალებადი იყოს. ნუ მიიღებთ ყველაფერს ზედმეტად პირადად. ოჯახთან და ახლობლებთან გატარებული დრო სიმშვიდეს მოგიტანთ.ლომითქვენი თავდაჯერებულობა ყურადღებას მიიქცევს. ხელსაყრელი დღეა პროფესიული საკითხებისთვის და ახალი იდეების გასაჟღერებლად. სიყვარულში სასიამოვნო ჟესტს ელოდეთ.ქალწულიდეტალებზე ყურადღება დღეს განსაკუთრებით გამოგადგებათ. შესაძლებელია ძველი პრობლემის მარტივად გადაწყვეტა. ნუ გადაიტვირთებით და დრო საკუთარ თავსაც დაუთმეთ.სასწორიმნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ სხვების აზრს ნუ დაეყრდნობით. პირად ცხოვრებაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.მორიელიინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. ენდეთ შინაგან ხმას, მაგრამ კონფლიქტურ სიტუაციაში ემოციები აკონტროლეთ. ფინანსურად მოულოდნელი შესაძლებლობა შეიძლება გამოჩნდეს.მშვილდოსანიახალი იდეები და გეგმები მოტივაციას შეგმატებთ. კარგი დღეა შეხვედრებისთვის, ახალი კონტაქტებისა და სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად.თხის რქაშრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს. შესაძლოა თქვენი ძალისხმევა სხვებმაც შეამჩნიონ. ფინანსურ გადაწყვეტილებებში აჩქარება არ ღირს.მერწყულიცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. დღეს მიღებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გეგმების გადახედვისკენ გიბიძგოთ. საღამო მეგობრებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელია.თევზებიმშვიდი ტემპი შეინარჩუნეთ და საკუთარ ინტუიციას მოუსმინეთ. შემოქმედებითი საქმიანობა განსაკუთრებით წარმატებული იქნება. ურთიერთობაში გულწრფელობა სასურველ შედეგს მოგიტანთ.
1791053439
მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლოსთვის ბევრად უკეთ მზად იქნება პროცესების გასაგრძელებლად, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო."რაც შეეხება ევროკავშირის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს, აქ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა. დღევანდელი მაჩვენებლით, დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული უკვე შესაბამისი ვალდებულებების, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ასეთი მდგომარეობა არ გვქონდა ჩვენ თუნდაც ორი წლის წინ - მაშინ დაახლოებით 65% იყო შესრულების მაჩვენებელი. ეს არის მთავარი რასაც ვაკეთებთ და რაზეც მუშაობა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღეს არ დგას დღის წესრიგში. ჩვენ 2028 წლის ბოლოსთვის ვიქნებით ბევრად უკეთ მზად პროცესების გასაგრძელებლად, ვიდრე ვიყავით, დავუშვათ, ოთხი წლის წინ, 2024 წლის ბოლოს თუნდაც, როდესაც შესაბამისი განცხადება გაკეთდა“, - განაცხადა კობახიძემ.
1791051420
მისივე თქმით, ვინც დგას რუსთაველის გამზირზე და გვარამიას მიჰყვება, მათ მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა ნულია."ვინც დგას რუსთაველის გამზირზე და გვარამიას მიჰყვება, ეს პირობითი გვარამიაა, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს. მაგრამ როდესაც თქვენ პარალელს ავლებთ სააკაშვილის განცხადებასთან, სააკაშვილმა განცხადება გააკეთა ადამიანების მიმართ, მათ შორის დანაშაულის ჩამდენი ადამიანების მიმართ. ეს სრულიად სხვა რამეა. მარტო ეს განცხადებაც არ იქნებოდა პრობლემა, ქუჩაში რომ არ ჩაეცხრილათ ამ განცხადების მერე ადამიანები. როდესაც რაღაცის ციტირება ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს ციტირება, მათ შორის კონტექსტი იყოს სწორად წარმოჩენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
80 000-მდე აბონენტს წყლის მიწოდება 36 საათით შეეზღუდება
1790162531
ძმები ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებული
1790071500
ბელგოროდის ყოფილი მერი უკრაინაში ფრონტზე მოკლეს
1790070740
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს თამაზ შუბითიძე უხელმძღვანელებს
1790071705
ვერაზე საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს
1790012428