დავით ქაცარავას ინფორმაციით, უკრაინაში ოსი სეპარატისტის ყაზბეგ ტიმოვი მოკლეს, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა.

"უკრაინელებმა გაანადგურეს ყაზბეგ ტიმოვი (ოსი სეპარატისტი) - გიორგი ანწუხელიძის უშუალო ჯალათი/მკვლელი.
ჩვენს მაგივრად აიღეს სისხლი ჩვენმა ძმებმა!

დიდება გმირებს!

დიდება უკრაინას!

დიდება უკრაინაში მებრძოლ ქართველ და სხვა ეროვნების მეომრებს!" - წერს ქაცარავა.