საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დაკავებული დავით ხომერიკის განაჩენს ეხმაურება.

"ბევრი ვწერე და წავშალე, სიტყვები უძლურია იმ ემოციის გამოსახატავად, რასაც იწვევს ჩემში ეს უსამართლობა…

ვერც საზოგადოებად შევდგებით და მით უმეტეს, ვერც სახელმწიფოდ, სანამ არ გვექნება სამართლიანობა ქვეყანაში. 

ერთი კაცის სურვილებზე და ახირებებზე ჩამოკიდებულ სამართალს მივყავართ ლავროვის და პუტინის საოცნებო СССР-ში მხოლოდ“, - წერს პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

დღეს, მოსამართლე გალუსტაშვილმა სინდისის პატიმარ დავით ხომერიკს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.