ვფიქრობ, მთავარი გმირობები ნიკას წინ აქვს და ჩვენ მის მშობლიურ სოხუმში აუცილებლად აღვნიშნავთ საქართველოს გამთლიანებასა და ძალიან დიდ წარმატებებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შესახებ წერს.

"ნიკა გვარამია ჩემი ახლო მეგობარია, მაგრამ ამასაც თავი რომ გავანებოთ, ის თუ როგორ შექმნა მან უნიკალური გუნდი, თუ როგორ გაუძლო ამ გუნდმა მათი სახლის - "რუსთავი 2"-ის რეიდერულ წართმევას და ურთულეს პირობებში ჩამოაყალიბა ახალი ტელევიზია, თავისთავად არის გმირობა.

მისი ტყვეობა ამ გმირობის კულმინაცია იყო.

ვფიქრობ, მთავარი გმირობები ნიკას წინ აქვს და ჩვენ მის მშობლიურ სოხუმში აუცილებლად აღვნიშნავთ საქართველოს გამთლიანებასა და ძალიან დიდ წარმატებებს.

ყველას ვისაც არ ასვენებს ცდუნება რამე დააბრალოს ამ გაუტეხელ ქართველს, ვურჩევ, კარგად დაუფიქრდეს თავის გეგმებს.

კიდევ ერთხელ ვამბობ - სამიზნე უნდა გასწორდეს რუსულ რეჟიმზე. ძალაც და გამარჯვებების რეცეპტიც ერთობაშია!" - წერს სააკაშვილი.