საქართველო-ესპანეთის მატჩი 1:4 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა დღევანდელი მატჩით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.

ესპანეთი კი მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებს შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

26 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა.