ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

მოიგეთ 10,000 ლარი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდისას - "საქართველოს ბანკის" ახალი გათამაშება

1793982417

გათამაშება მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და გამარჯვებულები თითოეულ რეგიონში ცალ-ცალკე გამოვლინდებიან.მასში მონაწილეობა მარტივია - საქართველოს ბანკის ბარათით შესრულებული ყოველი გადახდა ერთ ბილეთს ნიშნავს და მომხმარებელი გათამაშებაში ავტომატურად ერთვება. თითოეულ მომხმარებელს დღეში მაქსიმუმ 10 ბილეთის დაგროვება შეუძლია, რაც მოგების შანსს ზრდის.კამპანია საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და მოიცავს ყველა იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სადაც საქართველოს ბანკის ბარათით გადაიხდი - მეტროს, ავტობუსს, მიკროავტობუსსა და საბაგიროს. გადახდა შესაძლებელია როგორც ფიზიკური და ციფრული ბარათებით, ისე Apple Pay-ითა და Google Pay-ით.კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, 18 წელს ზემოთ ყველა საქართველოს რეზიდენტს, რომლებსაც აქვთ საქართველოს ბანკის ბარათი, მათ შორის იმ მომხმარებლებსაც, რომლებიც შეღავათიანი სატრანსპორტო ტარიფით სარგებლობენ.21 დეკემბრამდე, გამარჯვებულები ყოველკვირეულად გამოვლინდებიან, რომლებიც 100 ლარიან სამგზავრო ბალანსს მიიღებენ. 25 დეკემბერს კი ფინალური გათამაშება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს 1,000 და 10,000 ლარის მოგების შესაძლებლობა ექნებათ. ჯამში, კამპანიის ფარგლებში 539 გამარჯვებული გამოვლინდება.ასე რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას გადაიხადე საქართველოს ბანკის ბარათით და მიიღე შანსი, მოიგო 10,000 ლარი.გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

"საქართველოს ბანკმა" ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა

1793971249

შეხვედრის ფარგლებში დისკუსია გაიმართა კომპანიის ფინანსების გამჭვირვალობისა და გამართული ბუღალტერიის მნიშვნელობაზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ბიზნესს პოტენციური დამფინანსებლებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფინანსური დაგეგმვის, კრიზისული სიტუაციების მართვისა და მოლაპარაკებების პროცესში კომპანიის პოზიციების გაძლიერების შესახებ.ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის ბიზნესმიმართულების პლატფორმაა, რომელიც საგანმანათლებლო ინიციატივებს, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებთან აერთიანებს. პლატფორმის ფარგლებში ბანკი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

1793955033

ამასთან, ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ -  წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია),  წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე.სიახლე ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, მიმდინარე ანგარიშზე არსებული უმოქმედო თანხა შემნახველ ანაბარზე განათავსონ და მიიღონ მეტი სარგებელი.შემნახველი ანაბარი უვადოა და  მასზე სასურველი რაოდენობის თანხის განთავსება ან გამოტანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. დარიცხული სარგებელი ყოველ დღეზე იანგარიშება და თვის ბოლოს ერიცხება - შესაბამისად, ბიზნესი სარგებელს იმ დღეებისთვის მიიღებს, რამდენი დღეც თანხა ანაბარზე იქნება განთავსებული.ინიციატივის მიზანს ბიზნესების წარმომადგენლებში ციფრულ არხებზე გადასვლის წახალისება და მათთვის, თავისუფალი სახსრების ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა წარმოადგენს.დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:  https://tbcbank.ge/ka/business/deposits/savings-deposit

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

1793949778

ჯილდო თიბისის ინოვაციურ მიდგომას აღიარებს, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე და პერსონალიზებული საბანკო გამოცდილების შექმნაა. ეს მიდგომა გულისხმობს არა მხოლოდ ახალი პროდუქტებისა და ციფრული სერვისების განვითარებას, არამედ ისეთი შესაძლებლობების შეთავაზებას, რომლებიც მომხმარებლებს ფინანსების მართვას, ინვესტირებასა და მოგზაურობას უმარტივებს.ამ მიდგომის ერთ-ერთი მაგალითია Turkish Airlines-თან და Visa-სთან პარტნიორობით შექმნილი Miles&Smiles სამოგზაურო ბარათი. ის მომხმარებლებს მილების დაგროვებისა და განსაკუთრებული სამოგზაურო უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მობაილბანკში ინტეგრირებული სპეციალური სივრცე კი მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეთავაზებებსა და სერვისებზე წვდომას ამარტივებს.თიბისი ინოვაციებს საინვესტიციო მიმართულებითაც ავითარებს. განახლებული TBC Capital Trader მომხმარებლებს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებზე წვდომას სთავაზობს, რაც მათ საინვესტიციო შესაძლებლობების უფრო ფართო არჩევანს აძლევს."თიბისი კონცეპტისა და თიბისი Wealth Management-ის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ინოვაციურობა, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ითარგმნება უფრო მარტივ და კომფორტულ საბანკო მომსახურებაში და მათზე მორგებულ პროდუქტებსა თუ შეთავაზებებში" - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მაღალშემოსავლიანი სეგმენტის და დაგროვილი კაპიტალის მართვის დირექტორითიბისი კონცეპტი და თიბისი Wealth Management-ი აგრძელებენ ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ არა მხოლოდ საბანკო მომსახურება, არამედ მათი ცხოვრების სტილსა და ფინანსურ მიზნებზე მორგებული, გამორჩეული გამოცდილება.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი

1794134349

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით ღამის 01:04 საათზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი შიზუოკის პრეფექტურის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით 40 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა. მიწისძვრებზე რეაგირებისა და ვითარების მართვის მიზნით იაპონიის ცენტრალურმა მთავრობამ სპეციალური საკოორდინაციო ოფისი შექმნა.გარდა ამისა, კვირას, დილის 10:53 საათზე 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუმამოტოს პრეფექტურაში.მიწისძვრის ინტენსივობამ კუმამოტოს, უტოსა და უკის ქალაქებში 4 მაგნიტუდის დონეს მიაღწია.

საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური პირველობის ვიცე-ჩემპიონია

1794071520

საქართველო ნაკრები, რომელიც მოქმედი ჩემპიონი იყო, ამჯერად ვერცხლის მედალს დაეუფლა – ევროპის პირველობის ფინალში ჩვენი გუნდი რუსეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდა.აღსანიშნავია, რომ სოფიო სომხიშვილის (+78 კგ) ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებმა ფინალური დაპირისპირება 0:1-დან დაიწყო.

"იყავით ჰუმანურები! ნუ მანიპულირებთ თქვენს მიერვე დადგენილი წესებით - ანახეთ პატარა ბავშვებს მამა!"

1794063055

"რეგულაციები, რომელთა გამოყენებითაც ხდება ირაკლის დასჯა, მოქმედებს განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების მიმართ:* პირები, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (მაგალითად: მკვლელობა, ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი და ა.შ.).* მსჯავრდებულები, რომლებსაც აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.* ისინი, ვისაც აქვთ დანაშაულის რეციდივი (წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირები).* პატიმრები, რომლებიც სხვა (მაგალითად, ნახევრად ღია) ტიპის ციხეში ყოფნისას არღვევდნენ რეჟიმს, ავლენდნენ აგრესიას, იყვნენ კრიმინალური სუბკულტურის მატარებლები ან არსებობდა მათი მხრიდან გაქცევის მაღალი საფრთხე.სასამართლოს არ მიუსჯია ირაკლისთვის დახურული ტიპის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ირაკლი ითვლება დახურული ტიპის დაწესებულების პატიმრად, არის ის, რომ იმყოფება სამარტოო საკანში.შესაბამისად, გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ - წესებს, რომლებიც შემუშავებულია საშიში და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენი პატიმრების დასასჯელად?! კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იყავით ჰუმანურები!  ნუ მანიპულირებთ თქვენს მიერვე  დადგენილი წესებით - ანახეთ პატარა ბავშვებს მამა!" - წერს ლექსო თამაზაშვილი.ლექსო თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ "ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ". 

ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა

1794057804

კრიზისების მართვის სიმულაციური სცენარი დივერსიული აქტების შედეგების ლიკვიდაციას, ხანძრის ქრობას და მოსახლეობის ევაკუაციას ითვალისწინებდა. სწავლების ფარგლებში, ეროვნული გვარდიის მე-10 და მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების რეზერვისტებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კრიზისის რაიონის იზოლირება, დივერსიული აქტის აღკვეთა, ხანძრის ქრობა, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ევაკუაცია განახორციელეს. სწავლებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციაც.თიანეთის მუნიციპალიტეტში გამართულ დასკვნით საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.სწავლების მთავარ მიზანს სხვადასხვა კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწა, ურთიერთთავსებადობის გაზრდა და კრიზისებზე ეფექტური რეაგირება წარმოადგენდა. „პარტნიორი-2026“-ში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობისა და სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.წვრთნებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა, კულტურის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები. 

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1793994163

კუროდღე ურთიერთობების გადაფასებასა და ემოციურ სიმშვიდეს მოითხოვს. შესაძლოა, ვიღაცისგან სასიამოვნო ყურადღება ან მოულოდნელი სიახლე მიიღოთ. სამსახურში თქვენი მოთმინება და პასუხისმგებლობა დაფასდება. კარგი დროა სამომავლო გეგმების დასალაგებლად.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი შესაძლებლობების დღეა. შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ ან ადამიანთან საუბარმა სრულიად ახალი პერსპექტივა დაგანახოთ. პირად ცხოვრებაში გულწრფელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნუ გასცემთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაშიც დარწმუნებული არ ხართ.კირჩხიბიდღეს ემოციები შესაძლოა ჩვეულებრივზე მძაფრად იგრძნოთ. ეცადეთ, წარსულის ამბებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ძალას შეგმატებთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე დიდ შენაძენს ეხება.ლომითქვენი ყურადღების ცენტრში აღმოჩენის შანსი იზრდება. სამსახურში ან პირად ურთიერთობებში შესაძლოა თქვენი ინიციატივა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის. სიყვარულში კი გულწრფელი საუბარი გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ.ქალწულიდღეს დეტალებზე კონცენტრირება და პრაქტიკული მიდგომა წარმატების საწინდარი იქნება. შესაძლოა, ისეთი საკითხის გადაწყვეტა შეძლოთ, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. პირად ცხოვრებაში ზედმეტმა კრიტიკამ შესაძლოა დაძაბულობა შექმნას. ზოგჯერ ადამიანებს უბრალოდ გაგება სჭირდებათ და არა რჩევა.სასწორიჰარმონიისა და ურთიერთობების მოწესრიგების სურვილი გაგიძლიერდებათ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საუბრისთვის, შერიგებისა და ახალი ნაცნობობისთვის. ფინანსური კუთხით შესაძლოა საინტერესო იდეა გაგიჩნდეთ, თუმცა მის განხორციელებამდე ყველა დეტალი კარგად შეისწავლეთ.მორიელიდღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. შესაძლოა, ადამიანების ნამდვილი განზრახვები უფრო მარტივად ამოიცნოთ. ნუ იჩქარებთ კონფლიქტში ჩართვას - ზოგჯერ დუმილი ყველაზე ძლიერი პასუხია. სიყვარულში მოსალოდნელია გულწრფელი საუბარი ან ურთიერთობის ახალი ეტაპი.მშვილდოსანისიახლეებისა და ცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. შესაძლოა, ახალი მიზანი დაისახოთ ან საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. სამსახურში აქტიურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში კი ეცადეთ, ახლობლებს მეტი დრო დაუთმოთ.თხის რქადღე პასუხისმგებლობებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ფონზე ჩაივლის. შესაძლოა, პროფესიულ საკითხებში წინსვლის შესაძლებლობა გამოჩნდეს. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ. პირად ურთიერთობებში მეტი სითბო და ყურადღება დაგჭირდებათ.მერწყულიარასტანდარტული იდეებისა და მოულოდნელი შესაძლებლობების დღეა. შესაძლოა, ისეთი გამოსავალი იპოვოთ, რომელიც აქამდე არ განგიხილავთ. მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. სიყვარულში მოულოდნელმა შეხვედრამ ან შეტყობინებამ შესაძლოა თქვენი განწყობა შეცვალოს.თევზებიდღეს საკუთარ შინაგან სამყაროს მეტი ყურადღება დაუთმეთ. ინტუიცია სწორი მიმართულების არჩევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ემოციური საკითხი საბოლოოდ გაარკვიოთ. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, თქვენი სიკეთით ისარგებლონ. გახსოვდეთ, საკუთარი სიმშვიდის დაცვაც აუცილებელია.

კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ

1793989944

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, სასამართლოსა და საზოგადოებას წარედგინა მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან."ეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, ჩავერიოთ გადაწყვეტილებაში. ჩვენ სასამართლოს და საზოგადოების ფართო ნაწილს წარვუდგინეთ კონკრეტული არგუმენტები, რომ აღნიშნული პარტიები ეწევიან მტრულ საქმიანობას, შემჩნეული არიან ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში, ბოროტებაში. რა თქმა უნდა, როდესაც გქვია პოლიტიკოსი და წარმოადგენ პოლიტიკურ პარტიას, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე შეფასებით, წარდგენილი მტკიცებულებების საპასუხოდ ოპონენტების მხრიდან კონტრარგუმენტები არ გაჟღერებულა."კარგად ვიცით, თუ საიდან და როგორ იმართებიან ეს პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები. რა აქვთ ჩადენილი დანაშაულის სახით, ეს ყველაფერი არა უბრალოდ ზეპირი საუბრით, არამედ არგუმენტირებულად წარდგენილი იქნა სასამართლოზე, თუმცა კონტრარგუმენტები ვერ მოვისმინეთ. მხოლოდ და მხოლოდ ვხედავდით პოლიტიკურ განცხადებებს“, - განაცხადა კალაძემ.