"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა
1795009992
კახა კალაძე - გარედან ქვეყნის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა უსიტყვო მორჩილების შედეგია
1795008766
კახა კალაძე - ცრუ განცხადებები, პიარკამპანიები, ტალახის სროლა ცხოველთა თავშესაფარზე, კატეგორიულად მიუღებელია
1795008626
კახა კალაძე - პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამ უსამშობლო აგენტურის მხრიდან, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით
1795007592
კახა კალაძე - გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
1795007387
1795004160
სტიპენდია KIU-ში, TUMO პროგრამა, ონლაინ STEM სკოლა, პროფესიული აკადემიები და იდეათეკა - ეს საქართველოს ბანკის მიერ ქუთაისში შექმნილი განათლების შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია.ყოველი ინიციატივის უკან კი ერთი იდეა დგას: ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომ ისინი განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.ვის შეუძლია ჩაერთოს საქართველოს ბანკის ინიციატივებში ქუთაისში?შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - სტიპენდია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU)საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება 24 პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU).სტიპენდიატების შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობს:მაღალი GPA: სტუდენტების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით მიმდინარეობს;სამოტივაციო წერილი: ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას;გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის - TUMO ქუთაისი: 11 მიმართულება, სრულიად უფასოდსაქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, TUMO ქუთაისი გაიხსნა. ეს არის საერთაშორისო საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ ციფრული და შემოქმედებითი უნარები.აქ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ 11 სასწავლო მიმართულებიდან ერთ-ერთი, მათ შორის: გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, 3D მოდელირება, ფოტოგრაფია, კინოგადაღება, რობოტიკა, თამაშების შექმნა, ანიმაცია, მუსიკა, გენერაციული AI და ხატვა.სწავლის გეგმას მოსწავლეები აპლიკაციით თავად ადგენენ, მენტორები კი მუდმივად მათ გვერდით არიან და ეხმარებიან. სწავლის დასრულების შემდეგ, სერტიფიკატის ნაცვლად ახალგაზრდები იღებენ ციფრულ პორტფოლიოს - საკუთარი ნამუშევრების კრებულს, რომელიც ერთგვარ „ცოცხალ დიპლომად“ იქცევა.TUMO ქუთაისის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის - STEM სკოლა: მეცნიერება ონლაინ, სახლიდანSTEM სკოლა VII–XI კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და მასში ჩართვა ნებისმიერ მოსწავლეს, ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში, გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და 3 საათს გრძელდება.ორი 4-თვიანი მოდულის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობენ ელექტროინჟინერიას, მიკროკონტროლერებს (Arduino), სენსორებს, ფიზიკასა და პროგრამირებას, ბოლოს კი საკუთარ პროექტებს ქმნიან.აღსანიშნავია ისიც, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბანკი ყოველწლიურად 90 სტიპენდიატს ავლენს, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს, 30-ს კი - 50%-ით. 60 მოსწავლე სწავლისთვის საჭირო ყველა მოწყობილობასაც უფასოდ იღებს.STEM სკოლაში მისაღები გამოცდები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ტარდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.პროფესიული აკადემიები - ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთმათთვის კი, ვისაც პროფესიის შეცვლა ან საკუთარი უნარების გაძლიერება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.ინიციატივის ფარგლებში კი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ ახალ მიმართულებას 20-ზე მეტ პარტნიორ აკადემიაში 100%-იანი დაფინანსებით.მოსწავლეებისთვის: 13 კურსი 6 აკადემიაში - პროგრამირება, დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი, მართვა და კომუნიკაცია. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს 20 ნოემბერს დასრულდება.ზრდასრულებისთვის: იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პროფესიის შეცვლა ან პროფესიული უნარების განვითარება სურთ, საქართველოს ბანკი 20-ზე მეტ პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები ან კულინარია სრული დაფინანსებით. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს 24 ნოემბერს დასრულდება.AI სტიპენდია გოგოებისთვის: მათთვის, ვისაც ხელოვნური ინტელექტის სწავლა სურთ, საქართველოს ბანკი, UN Women-თან ერთად და Mastercard-ის მხარდაჭერით სასტიპენდიო პროგრამას - AI სტიპენდია გოგოებისთვის - ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში კი შესაძლებლობას აძლევს გოგოებსა და ქალებს, გაიარონ ხელოვნური ინტელექტის კურსები 6 აკადემიაში, სრული დაფინანსებით. პროექტი შეიქმნა. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს 25 ნოემბერს დასრულდება.პროფესიული აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.იდეათეკა ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში - განათლებისა და აღმოჩენების სივრცე მოსწავლეებისთვისიდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის.დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 30 სკოლაში ფუნქციონირებს. მათ შორის, ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში, სადაც 1700-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობებს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!
1795002935
საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერისთვის, ამ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა გრძელვადიანი პრიორიტეტია. საგანმანათლებლო პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს შეუძლია ისწავლოს, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი და განვითარების ახალი გზა იპოვოს.სწორედ ამ თემებზე საუბრობს სანდრო ასათიანი - AI ტრანსფორმაციის და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აგრუპში. “სწავლის სწავლის უნარი, რომელსაც გავყავართ უწყვეტ განათლებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია”,- ამბობს სანდრო და დასძენს რომ მშობელი არის ის, ვინც შვილს უნდა დაეხმაროს თავის თავში აღმოაჩინოს შესაძლებლობები.”ვრცლად, კიდევ რას ფიქრობს სანდრო განათლების უწყვეტ შესაძლებლობებზე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
1794998159
წელს პარტნიორები მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობენ. 20 ნოემბრის 12:00 საათიდან, მოთხილამურეები, რომლებიც M.T.A.-ს ოფიციალურ ვებგვერდზე - mta.ski - I კალათის სეზონურ მულტისკი აბონემენტს თიბისი კონცეპტ Visa ბარათებით შეიძენენ, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ და პრემიუმ სკიპასის მფლობელები გახდებიან, რაც მათ Fast Track სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.Fast Track სერვისი მოთხილამურეებს საშუალებას მისცემს, შერჩეულ საბაგიროებზე სპეციალურად გამოყოფილი სწრაფი გასასვლელებით ისარგებლონ, რაც კურორტებზე მათ გამოცდილებას უფრო კომფორტულს გახდის.ფასდაკლება გავრცელდება მხოლოდ უფროსის კატეგორიის I კალათის სეზონურ მულტისკ აბონემენტების საფასურის თიბისი კონცეპტის როგორც ახალი, ისე არსებული Visa ბარათებით (TBC Concept Visa Signature, Visa Platinum, Miles&Smiles Visa Signature, Ertguli Visa Signature, Ertguli Visa Platinum, TBC WM Visa Infinite; Miles&Smiles TBC WM Visa Infinite, Ertguli Infinite Ertguli WM, Visa Ertguli Platinum WM) გადახდისას. ერთი საბანკო ბარათით შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ ორი აბონემენტის შეძენა.პრემიუმ სკიპასით სარგებლობა შესაძლებელი იქნება საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე, ხოლო Fast Track სერვისი ხელმისაწვდომი იქნება გუდაურის ოთხ ძირითად საბაგიროსთან: პირველი, სოლიკო, გუდაურა და ახალი გუდაურა. Fast Track დამოუკიდებელი სერვისის სახით არ გაიყიდება და მხოლოდ აღნიშნული ექსკლუზიური პროდუქტის მფლობელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.აბონემენტების რაოდენობა შეზღუდულია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს ამოიწუროს. თუ ვებგვერდზე ფასდაკლებული აბონემენტები აღარ გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ შეთავაზებისთვის გამოყოფილი რაოდენობა ამოწურულია.შეთავაზების დეტალური პირობებისა და აბონემენტების შეძენის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.გახდით თიბისი კონცეპტის მომხმარებელი და ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით.
1794990302
ფინანსური რესურსი საქართველოში საცალო ვაჭრობის სექტორის განვითარებას მოხმარდება; ადგილობრივ კომპანიებს ვაჭრობის დაფინანსებაზე წვდომას გაუზრდის და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებაში დაეხმარება. კომპანიები შეძლებენ, უფრო მარტივად მართონ ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები და დამატებითი რისკების გარეშე გააფართოონ ბიზნესი.„ვაჭრობის დაფინანსება ბიზნესის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. თიბისის მიზანია, კომპანიებს ამ შესაძლებლობებით სარგებლობა გაუმარტივოს და მათს განვითარებას შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მოზიდული რესურსი აფართოებს ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი დაფინანსების შესაძლებლობებს და გვაძლევს საშუალებას, კერძო სექტორის განსხვავებულ საჭიროებებს უფრო ეფექტიანად ვუპასუხოთ. სწორედ ამ მიდგომების დამსახურებაა, რომ 1000-ზე მეტი კომპანია გვენდობა და 47%-იანი წილით ბაზრის ლიდერობას ვინარჩუნებთ”, – თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ თიბისისთან წარმატებულ პარტნიორობას და ხელს ვუწყობთ ვაჭრობის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას საქართველოში. დამატებითი ფინანსური რესურსით შეგვიძლია, დავეხმაროთ ქართულ ბიზნესებს ვაჭრობის განვითარებაში, ზრდასა და საერთაშორისო ბაზრებთან უფრო ეფექტიანად დაკავშირებაში“, – სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი.„საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესებისთვის პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დაფინანსება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად პროდუქტი. IFC მხარს უჭერს თიბისის, რათა ეს რესურსები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საცალო ვაჭრობის სექტორისთვის საქართველოში. გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის მეშვეობით ხელს ვუწყობთ, რომ აუცილებელი პროდუქტები - საკვები, ფარმაცევტული პროდუქცია და სამედიცინო მოწყობილობები - შეუფერხებლად მიეწოდებოდეს იმ ადამიანებსა და ბიზნესებს, რომლებსაც ისინი სჭირდებათ“, – მაკიკო ტოიოდა, IFC-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მიმართულების გლობალური მენეჯერი.აზიის განვითარების ბანკი წამყვანი საერთაშორისო განვითარების ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ADB იყენებს ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებს, რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება, განავითაროს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას გარემო. ბანკი 1966 წელს დაარსდა და 69 წევრს აერთიანებს, საიდანაც 50 რეგიონის ქვეყანაა.IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა (GTFP) კორპორაციის წამყვანი ინიციატივაა ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში IFC პარტნიორ ბანკებს ნაწილობრივ ან სრულ გარანტიებს სთავაზობს, რომლებიც განვითარებად ბაზრებზე მოქმედი ემიტენტი ბანკების გადახდის რისკებს ფარავს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.ifc.org/trade
1794990556
მისი თქმით, ტერიტორიაზე თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა."სამუშაოები, დაახლოებით, 8 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობისთვის თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო მოედანი, სავარჯიშო სივრცე, განათების ქსელი; დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, სრულად განახლდება საპარკო ავეჯი - დაიდგმება სკამები და ურნები; სრულად განახლდება საფეხბურთო მოედანი და მოეწყობა ამფითეატრი, რომელიც მოსახლეობისთვის დამატებით საზოგადოებრივ სივრცეს შექმნის“, - განაცხადა თბილისის მერმა.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გამწვანებას - ტერიტორიაზე დაირგვება ხე-მცენარეები და კეთილმოეწყობა მწვანე სივრცეები.
1794945176
19 ნოემბერს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. მანამდე ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.პუტინი ასევე მონაწილეობას მიიღებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის (APEC) სამიტის ღონისძიებებში. კერძოდ, ის სიტყვით გამოვა ბიზნესფორუმსა და სამიტის პლენარულ სხდომაზე.რუსული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც გამართოს ორმხრივი შეხვედრა. მედიის ცნობით, ამისთვის მხოლოდ შეხვედრის ფორმატის შეთანხმებაა საჭირო.
1794944565
11:45 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პარტიის მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.მისამართი: ვაჟა-ფშაველა 45ა, „ტვ ფორმულას“ შენობა, სართული -3საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08, ანუკა გაბელია 551 633 644 15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც მოსამართლის შეურაცხყოფას ეხება. 19:00 საათზე - ბაკურიანში გარდაცვლილი გიორგი ტუხაშვილის ოჯახი პრესკონფერენციას გამართავს.თემა: „გიორგი ტუხაშვილი სასტუმრო „კრისტალის“ უკანონოდ მოწყობილ სათხილამურო ტრასაზე უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევის ფაქტს ემსხვერპლა. ოჯახს სურს საზოგადოებასა და მედიას მიეწოდოს ფაქტები იმ სასიკვდილო საფრთხეებზე, რაც აღნიშნულ ტრასაზე არსებობს".მისამართი: აბაშიძის 34 ტერმინალისაკონტაქტო პირი: ნათია ნიშნიანიძე - 555 520 257
1794944252
კურო18 ნოემბერი ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა დამატებითი შემოსავლის წყარო გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა დაგეხმარებათ.ტყუპებიდღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან სასიხარულო შეტყობინება შეიძლება მიიღოთ. კარგი დროა ახალი ნაცნობობისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. მოერიდეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღე გელით. შესაძლოა წარსულიდან ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც თქვენს განწყობაზე გავლენას მოახდენს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.ლომიდღის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ! შესაძლოა მოულოდნელი წარმატება, სასიხარულო ამბავი ან საინტერესო საქმიანი წინადადება მიიღოთ. პირად ცხოვრებაშიც პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი.ქალწული18 ნოემბერი დაგეგმვისა და მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებისთვის კარგი პერიოდია. თქვენი შრომა შესაძლოა სათანადოდ დაფასდეს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და დასვენებას.სასწორიდღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ახალი ნაცნობობა შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვან ურთიერთობად გადაიქცეს. ფინანსურად ზომიერება შეინარჩუნეთ. საღამო რომანტიკული იქნება.მორიელიინტუიცია განსაკუთრებით გაგიმძაფრდებათ. შესაძლოა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს მომავალზე დადებითად აისახება. სიყვარულში მნიშვნელოვანი საუბარი ან მოულოდნელი აღიარებაა მოსალოდნელი.მშვილდოსანიიღბალი თქვენს მხარესაა! კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად, მოგზაურობის დასაგეგმად და ფინანსური შესაძლებლობების გამოსაყენებლად. შესაძლოა სასიხარულო ამბავმაც გაგახაროთ.თხის რქაპროფესიულ საქმიანობაში წინსვლის შესაძლებლობა გამოჩნდება. თქვენი მონდომება შედეგს გამოიღებს. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაქვთ, თუმცა ზედმეტ ხარჯებს მოერიდეთ.მერწყული18 ნოემბერი მოულოდნელი ცვლილებების დღე შეიძლება აღმოჩნდეს. ახალი იდეა ან საინტერესო შეხვედრა მომავალ გეგმებს შეგაცვლევინებთ. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.თევზებიდღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ინტუიციას. შესაძლოა დიდი ხნის სურვილის ასრულების შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ცხოვრებაში ჰარმონია, ხოლო ფინანსურ საკითხებში პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი.
1794936837
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა.დაცვის თანამშრომელმა მათ ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მასზე ფიზიკურად იძალადა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძალადობაში ბრალდებული პირი დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
1794928087
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 15 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ძმას განზრახ მოკვლის მიზნით, მუშტებით და ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის და სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.ბრალდებული სამართალდამცველებმა 2026 წლის 16 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებენ პროკურატურაში.
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
1794250456
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
1793871309
ტერაქტი კრაკოვში - პოლიციამ თავდამსხმელის შესახებ მონაცემები გაასაჯაროვა
1794080896
ზელენსკი - უკრაინამ უკვე განსაზღვრა შემდგომი პასუხები მტრის თავდასხმებზე
1793994199
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
1793971134








