"ბანერი სააკაშვილისა და ივანიშვილის გამოსახულებითა და წარწერით "ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა" ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია"
1795979252
"უკრაინა ლიბიის სუვერენიტეტს პატივს სცემს, თუმცა იარაღის გადამტან რუსულ გემებს ყველგან გაანადგურებს"
1795974798
"მაშინ, როცა ყველა დაიჭირეს, დააკავეს, გააქციეს, ტიპი ტროტუარზე დგომისთვისაც კი ერთხელაც არაა დაკავებული და უფრო მეტიც, დაჯარიმებულიც კი"
1795949220
ირინა სარიშვილი - გაატარეთო ვინც გვირჩევთ, ოპოზიციური ალიანსიც გავატაროთ ჩერგოლეიშვილთან ერთად?!
1795942049
სამართალდამცველებმა 6 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს
1795941661
1795859670
30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.
1795786751
საგარეო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში რეიტინგის ზრდას აფერხებდა, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: 2026 წელს საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების მიმართ მდგრადობა აჩვენა.S&P-მა და Fitch-მა 2026 წელს საქართველოს რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნეს, პერსპექტივა კი პოზიტიურით შეცვალეს. ვინაიდან, რეიტინგის გაუმჯობესების პირობები უკვე დიდწილად შესრულებულია, გალტ & თაგარტი მოელის, რომ ორივე სააგენტო საქართველოს რეიტინგს 2027 წელს გააუმჯობესებს.რეიტინგის გაუმჯობესება შეამცირებს დაფინანსების ხარჯებს მთავრობისთვის, ბანკებისა და კომპანიებისთვის და ქართულ ობლიგაციებში მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს. სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო სწრაფად მიაღწიოს.სრული ანგარიშის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826
1795775043
"საქართველოს ბანკის" სტიპენდია, Code IT, ონლაინ STEM სკოლა, პროფესიული აკადემიები და 6 იდეათეკა - ეს საქართველოს ბანკის მიერ გორში შექმნილი განათლების შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია.ყოველი ინიციატივის უკან კი ერთი იდეა დგას: ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ინიციატივები გორშისაქართველოს ბანკის იდეათეკები გორის 6 სკოლაში - განათლებისა და აღმოჩენების სივრცე მოსწავლეებისთვისიდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის.დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 30 სკოლაში ფუნქციონირებს. მათ შორის, გორის 6 სკოლაში: გორის №3 საჯარო სკოლაში, შინდისის, დიცის, ხურვალეთის, ზემო ნიქოზისა და ძლევიჯვრის სკოლებში.შესაბამისად, საქართველოს ბანკის იდეათეკები გორში 4000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის - STEM სკოლა ნებისმიერი ლოკაციიდანSTEM სკოლა VII–XI კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და სასწავლო პროცესში ჩართვა მოსწავლეებს ნებისმიერი ლოკაციიდან შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში, გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას ტარდება და 3 საათს გრძელდება.ორი 4-თვიანი მოდულის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობენ ელექტროინჟინერიას, მიკროკონტროლერებს (Arduino), სენსორებს, ფიზიკასა და პროგრამირებას, ბოლოს კი საკუთარ პროექტებს ქმნიან.აღსანიშნავია ისიც, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბანკი ყოველწლიურად 90 სტიპენდიატს ავლენს, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს, 30-ს კი - 50%-ით. 60 მოსწავლე სწავლისთვის საჭირო ყველა მოწყობილობასაც უფასოდ იღებს.STEM სკოლაში მისაღები გამოცდები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ტარდება, შემდეგი მიღება კი გაზაფხულის სემესტრზე გამოცხადდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.შესაძლებლობა მოზარდებისთვის - Code IT: დაეუფლე პროგრამირების საფუძვლებსCode IT 14-18 წლის მოზარდებისთვის შექმნილი უფასო კურსია, რომელსაც საქართველოს ბანკი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და ICT ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.პროექტი 15 ლოკაციაზე ტარდება, მათ შორის გორში. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეები 6 თვის განმავლობაში სწავლობენ HTML-ს, CSS-ს, JavaScript-სა და React-ს, მუშაობენ გუნდურად და ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ სერტიფიკატს იღებენ. მათ, ვისაც ლეპტოპი არ აქვთ, შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე არსებული ტექნიკით ისარგებლონ.შემდეგი მიღება გაზაფხულზე გამოცხადდება. Code IT-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - საქართველოს ბანკის სტიპენდია პარტნიორ უნივერსიტეტებშისაქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა ბაკალავრიატის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 24 პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტში.სტიპენდიატების შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობს:მაღალი GPA: სტუდენტების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით ხდება;სამოტივაციო წერილი: ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას;გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.პროფესიული აკადემიები - ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთმათთვის კი, ვისაც პროფესიის შეცვლა ან საკუთარი უნარების გაძლიერება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ ახალ მიმართულებას 100%-იანი დაფინანსებით.მოსწავლეებისთვის: 13 კურსი 6 აკადემიაში, მათ შორის გრაფიკული დიზაინი და AI აგენტები. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 20 ნოემბერს დასრულდება.ზრდასრულებისთვის: იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პროფესიის შეცვლა ან პროფესიული უნარების განვითარება სურთ, საქართველოს ბანკი 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 24 ნოემბერს დასრულდება.AI სტიპენდია გოგოებისა და ქალებისთვის: მათთვის, ვისაც ხელოვნური ინტელექტის სწავლა სურთ, საქართველოს ბანკი UN Women-თან ერთად და Mastercard-ის მხარდაჭერით სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში გოგოებსა და ქალებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ხელოვნური ინტელექტის კურსები 6 აკადემიაში, სრული დაფინანსებით. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 25 ნოემბერს დასრულდება.სამივე პროგრამის შემთხვევაში კანდიდატები ავსებენ განაცხადს და წერენ სამოტივაციო წერილს, შერჩეულ კანდიდატებს კი გასაუბრებაზე იწვევენ. პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!
1795769187
ერთ-ერთი ასეთი პროექტია ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის რობოტიკის კლუბი, რომლის მთავარი მხარდამჭერიც თიბისია. კლუბი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს რობოტების აწყობასა და პროგრამირებას ასწავლის, ტექნოლოგიების სამყაროს აცნობს და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ამზადებს.პრაქტიკული სწავლების პროცესში ბავშვები მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას არ იძენენ. ისინი სწავლობენ გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრას, იდეების რეალურ პროექტებად გარდაქმნას და სირთულეების გადალახვას. ეს გამოცდილება მათ ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და თავდაჯერებულად გადადგან პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიების მიმართულებით.კლუბის 12 წლის წევრის, თეგი ჯღამაძის თქმით, რობოტების აწყობა და პროგრამირება მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. კლუბში მიღებულმა გამოცდილებამ კი სირთულეებისადმი დამოკიდებულებაც შეუცვალა: ახლა, როცა რაღაც არ გამოსდის, თავიდან ცდილობს და მიზნის მიღწევამდე არ ჩერდება.წელს კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიახლე იყო. მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა, თიბისის მხარდაჭერით, პირველად მიიღო მონაწილეობა ფიბონაჩის რობოტიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ეტაპზე, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა. ქუთაისელმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და „ჟიურის რჩეულის“ წოდება მოიპოვეს.თიბისი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის მიღების, ახალი უნარების განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების გზას უხსნის.
1795863480
1795895245
მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას."ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ის გამოხატავს ჩვენს შეურიგებლობას, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პროტესტი არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში. ამიტომ იყო, რომ “თავისუფლების მოედანმა” ამ წლის დასაწყისში ვთქვით, რომ მთელ ქვეყანას შემოვივლიდით, რომ გაგვეერთიანებინა ამ ბრძოლაში ყველა მოქალაქე, რომელსაც უნდა ცვლილება. ამ პირობას ჩვენ ერთგულად ვასრულებთ.მე მინდა დაგპირდეთ თქვენ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. არა იმიტომ, რომ შურისძიება გამოძრავებს, არამედ იმიტომ, რომ მივიღოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც სჭირდება ამ ქვეყნის მართვას. ჩვენ ვიქნებით ამ ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ ვიქნებით პროტესტშიც, ვიქნებით პოლიტიკურ პროცესშიც, ვიქნებით დიპლომატიაშიც, ვიქნებით კონფერენციებზეც, ვიქნებით მედიებშიც და ვიქნებით ყველგან, სადაც სჭირდება ეს საქართველოს თავისუფლების საქმეს. ეს ხალხი იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას. ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ღირსეულ, მშვიდ ცხოვრებას და სამართლიან წესრიგს, სადაც საქართველოში ქვეყანა და მთავრობა ყოველთვის მოემსახურება ხალხს. გამარჯვება თქვენ! წინ საქართველო! გამარჯვებებისკენ", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.თბილისში, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა.
1795894937
17:00 საათზე - ლაშა ჩხარტიშვილისა და სხვა ცხოველთა დამცველთა ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან „მიუსაფარი ცხოველების მასობრივი ჟლეტის შეწყვეტისა და მათ მკვლელთა დასჯის მოთხოვნით“ საპროტესტო აქცია გაიმართება.საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხარტიშვილი 593941942 20:00 საათზე - კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყება.საკონტაქტო პირი: ნინო კვირიკაშვილი - 599361977
1795894764
ტყუპები - მოულოდნელმა ამბავმა ან მოწვევამ შეიძლება დღის გეგმები შეგიცვალოს. თუ ვინმეს სიტყვები ორაზროვნად მოგეჩვენება, პირდაპირ ჰკითხე, რას გულისხმობდა. ერთი მოკლე საუბარი ბევრ ფიქრს აგარიდებს.კირჩხიბი - ახლობელთან მშვიდი საუბარი დაგეხმარება, თქვა ის, რასაც რამდენიმე დღეა საკუთარ თავში იტოვებ. თუ ოჯახური გეგმები გადაიტვირთა, დღის ნაწილი შენთვის დაიტოვე.ლომი - კარგი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებთანაც თავისუფლად გრძნობ თავს. თუ საუბარში განსხვავებული აზრი გაჩნდება, თანამოსაუბრეს ბოლომდე მოუსმინე. შეიძლება, მის სიტყვებში საინტერესო იდეა აღმოაჩინო.ქალწული - ერთი გადადებული საქმის დასრულებაც საკმარისია, რომ ორშაბათს უფრო მშვიდად შეხვდე. დანარჩენი დრო დაუთმე იმას, რაც დასვენებაში გეხმარება.სასწორი - შესაძლოა, არჩევანის გაკეთება გაგიჭირდეს, რადგან ყველა ადამიანის სურვილს ითვალისწინებ. საკუთარ თავსაც ჰკითხე, როგორ გინდა კვირა დღის გატარება. შენი პასუხი გადაწყვეტილებას გაგიმარტივებს.მორიელი - თუ ბოლო საუბრის შემდეგ რაღაც გაურკვეველი დარჩა, დღეს შეგიძლია ამ თემას დაუბრუნდე. კონკრეტული კითხვა უფრო მეტს გაგაგებინებს, ვიდრე სხვისი განწყობის გამოცნობა.მშვილდოსანი - გარემოს მცირე ცვლილებამ შეიძლება მთელი დღის განწყობა შეგიცვალოს. გაისეირნე შენთვის უცნობ ქუჩაზე ან შეხვდი ადამიანს, რომლის ნახვასაც დიდი ხანია გეგმავ.თხის რქა - მომდევნო კვირის დაგეგმვა დღეს ადვილად გამოგივა. ჩამოწერე ორი საქმე, რომლებითაც ორშაბათს დაიწყებ, შემდეგ კი საღამო დასვენებას დაუთმე.მერწყული - ჩვეულებრივმა საუბარმა შეიძლება ახალი იდეა მოგაწოდოს. ჩაინიშნე, სანამ დეტალები გახსოვს. საღამოს შესაძლოა ისევ მოგინდეს იმ ადამიანთან დაკავშირება, ვისთან ერთადაც ამ იდეის განხორციელებას წარმოიდგენ.თევზები - თუ დილით მარტო ყოფნა მოგინდება, გეგმების შეცვლის უფლება მიეცი საკუთარ თავს. საღამოს მუსიკა, ფილმი ან დრო საყვარელ ადამიანთან კვირის მშვიდად დასრულებაში დაგეხმარება.
1795893906
მისი თქმით, ახლა ერთიანობაა საჭირო."როცა ჩვენ, 2 წლის წინ, გამოგვიცხადეს რუსეთის სურვილი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეჩერებულიყო, ძალიან კარგად მესმის ამ განცხადების მოსმენისას ჩემი და თქვენი სიმძიმე, მაგრამ ამავე დროს, იმ 28 ნოემბერს, ჩვენ, ყველამ ერთად, ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა განვაცხადეთ, რომ ეს გზა არ გაჩერდებოდა, ეს არ შეჩერდებოდა და ამ მომავალს ჩვენ ვერავინ წაგვართმევს, ვისი ნებაც არ უნდა იყოს ეს. უმძიმესი 2 წელი გავიარეთ უპირველეს ყოვლისა, უმძიმესი იყო პოლიტიკური პატიმრებისთვის, მათი ოჯახებისთვის, ძალიან ბევრი ადამიანური ტრაგედია მოხდა, ფინანსური პრობლემები, რეპრესიები, მაგრამ ამ სულისკვეთების გაჩერება არ შეიძლება, ეს არ მოხდება, რადგან ეს არის ძალიან ბევრი თაობის ნატვრა, ძალიან ბევრი მსხვერპლია გაღებული იმისათვის, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყოს. დღევანდელი მმართველები, ის პარტია, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, სათავეშია, ბოლომდე ცდილობს თავისი ხელისუფლება გაიხანგრძლივოს. სიყალბეში, ტყუილში ცხოვრება ხალხს აღარ უნდა. შეიძლება ცოტა ხალხი დიდი ხანი მოატყუო, ბევრი - ცოტა ხანი, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ, ეს ეტაპი არის ახლა, ეს დრო მოვიდა ახლა, ტყუილები აღარ ჭრის. როცა გვეუბნებიან, რომ ჩვენ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ, ბევრი უსამართლობაა, როცა გვეუბნებიან, რომ კორუფცია არ არის, უამრავი სამარცხვინო კორუფციული ამბავია და სწორედ მათი თანამებრძოლები ციხეში არიან. როცა გვეუბნებიან, რომ რუსეთთან მოთმინება, თავის დახრა ტერიტორიულ მთლიანობას ან თავისუფლებას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში, ეს ხომ არ არის სიმართლე, ამას ხომ ყველა ხვდება? ასევე, როცა ევროპას ლანძღავენ და თან გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაციას ასე მივაღწევთ, ეს დიდი ტყუილია და ყველას კარგად გვესმის. ამიტომ, ახლა მხილების დრო კი არ არის, ცვლილების დროა. ამიტომ, ჩვენ ყველა და თქვენ პირველ რიგში, ვისაც სულისკვეთება გაქვთ, არ დაუშვებთ არასდროს იმას, რომ საქართველომ მისი საუკეთესო მომავალი დაკარგოს, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, გვინდა დემოკრატია, როგორიც არის ევროპაში და საქართველო არის ევროპა, საქართველო გაიმარჯვებს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
1795893330
მისი თქმით, აქციაზე მყოფ ხალხს ვერასოდეს აუკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას."ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა, გამოცდა რაოდენობაზე. ეს ვთქვით წინაზე და გვაქვს მეტი რაოდენობა, შემდეგი გამოსვლა იქნება და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი რაოდენობა და ცვლილება არის აქ, ხალხში. როგორც კი ვიქნებით კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია. ჩვენ შეიძლება ჩაგვამწყვდიონ ციხის საკნებში, როგორც ძვირფასი ელენე დევიძეს ძმას, რომელმაც დღეს დაწერა: გთხოვთ, ნუ მიატოვებთ ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახის წევრებსო და მე აქედან მინდა ვუთხრა - არასდროს მივატოვებთ არც ერთს, ვინც ციხეში ხართ! არც ერთს და ვინც აქ არის, გარეთ და თქვენზე ღელავს! თქვენ მთავარი ხალხი ხართ ახლა, ჩვენი სამშობლოს მთავარი ბურჯები და თქვენ აქ დგახართ, ვგრძნობთ თქვენს აქ ყოფნას, თქვენ ხართ უხილავი დამსწრეები და მთავარი ხალხი აქ. ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც „ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, მაგალითად, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის. ამ ხალხს შეხედოს ყველამ და დაიმახსოვროს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი წინაპრების ანდერძის შესრულებისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. საქართველო ევროპაა. საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების დანატოვარი ანდერძის თანახმად, ქრისტიანულ ევროპულ აკვანში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ ამაში წინ ვერ დაგვიდგება. საქართველო ივანიშვილის გარეშე!“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
1795888569
მისი თქმით, ახლა ხელისუფლებაში არსებულ შიდა დაპირისპირებას ხალხის ძალა უნდა დაემატოს, რომ მიზანი საბოლოოდ დადგეს."28 ნოემბერი ეს არის დღე, როდესაც რეჟიმმა რეალურად ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიული კურსი შეცვალა, ყველაფერს გადაუხვია და აღარ აგრძელებს იმ გზას, რომელიც წინაპრებიდან მოყოლებული ჩვენი მისიაა. მას მერე ორი წელია, წინააღმდეგობა გრძელდება. რად გვინდა ევროკავშირი და ამერიკა, რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებსო და ვხედავთ, პუტინმა ქართულ კომპანიებს აუკრძალა ვაჭრობა რუსეთში. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილს სრული ჩაფლავება აქვს, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფრონტზე, საკუთარი ბაზა ჩამოენგრა და ახლა ჩვენ სიმრავლეს აქვს გაცილებით დიდი ძალა. ასე რომ, გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, ერთმანეთს დავანახოთ რამდენი ვართ, დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამდენი ვართ. დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს.ორი წლის წინ ამბობდნენ, ტრამპი მოვა და ტრამპთან გადავშლით ფურცელსო და ტრამპთან გადაშალა ფურცელი კი არა, ვხედავთ რაც ხდება. ევროკავშირში შეხვედრაზე რომ არ უშვებენ, „ევრონიუსში“ ეტენებიან და იქაც ლამის ტყავს აძრობენ", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ქვემო ფონიჭალაში ერთ-ერთ კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - არიან დაშავებულები
1795070082
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
1795119498
"ისეთები მოვისმინე - როგორ განაგებენ პატარა მეფუკები და როგორ "აგულავებენ" საკუთარი სქესისვე წარმომადგენლებს, პარალელურად კი სამშობლოზე და ოჯახურ სიწმინდეზე ღაღადებენ"
1794771214
16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1794771197
"ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ დაიცვა ადამიანმა თავისი მეგობარი, მაგრამ თითქმის ვერ ვხედავ ასეთივე აღფრთოვანებას მაგალითად ნიკა ადუაშვილის მიმართ, რომელმაც გუშინ ფეხი დაკარგა"
1794761433








