ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

Global Finance-მა "საქართველოს ბანკი" ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით

1788874161

აღნიშნული ჯილდო ბანკის მიერ ბიზნესებისთვის საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით შექმნილ შესაძლებლობებსა და ინოვაციურ მიდგომებს უსვამს ხაზს.ვაჭრობის დაფინანსება ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების მართვას, ლიკვიდობის უზრუნველყოფასა და პარტნიორებთან სანდოობის გაძლიერებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციებს ახორციელებენ ან საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობის გაფართოებას გეგმავენ.„ციფრული ბანკინგი ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიტიკის განვითარებასთან ერთად, მომხმარებლების მოლოდინებიც იზრდება - მათ სურთ უფრო სწრაფი, პერსონალიზებული და შეუფერხებელი ციფრული გამოცდილების მიღება. ამასთან, ბანკებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, მდგრადობისა და რეგულაციებთან შესაბამისობის გაძლიერება. Global Finance-ის 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება იმ ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს, რომლებიც ციფრულ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტებს ქმნიან“, - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.„მოხარული ვართ, რომ Global Finance-ისგან ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მივიღეთ. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც პარტნიორ ბიზნესებს საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით ვთავაზობთ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტების განვითარებასა და გაციფრულებას, რათა საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები ბიზნესებისთვის კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და მოქნილი გავხადოთ“ , - განაცხადა საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა ელენე ცხადაიამინფორმაციისთვის, Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება ფინანსურ ინსტიტუტებს ციფრული სტრატეგიის, ინოვაციების, პროდუქტებისა და მომხმარებლებისთვის შექმნილი შესაძლებლობების მიხედვით აფასებს. საქართველოს ბანკმა 2026 წლის დაჯილდოებაზე ჯამში 33 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის როგორც საქართველოში,  ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

"საქართველოს ბანკის" ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

1788871610

კერძოდ, Student Card-ის მფლობელები 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. sCool Card-ის გამოყენებისას კი მგზავრობა სრულიად უფასოა.ვინ შეძლებს ისარგებლოს შეღავათით:ნებისმიერი სტუდენტი თუ მოსწავლე, რომელსაც აქვს საქართველოს ბანკის ბარათი და შესაბამისი აქტიური სტატუსი, სატრანსპორტო შეღავათით სარგებლობას  ავტომატურად შეძლებს; ქუთაისის უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩარიცხული სტუდენტები  შეღავათიანი ტარიფის გამოყენებას სტუდენტური სტატუსის გააქტიურების შემდეგ შეძლებენ;მუნიციპალიტეტისგან შეღავათით მოსარგებლე პირები ასევე ისარგებლებენ შეღავათიანი ტარიფით, რომელიც მათ საქართველოს ბანკის საბანკო ბარათებზე ავტომატურად გაუაქტიურდებათ.საბანკო ბარათის გარდა, მგზავრობის საფასურის გადახდა სამგზავრო ბარათითაც შეგიძლიათ, რომელზეც ასევე შეძლებთ გაიაქტიუროთ სამგზავრო შეღავათი;როგორ შეუკვეთო საქართველოს ბანკის ბარათი?თუ ჯერ არ გაქვთ, საქართველოს ბანკის ბარათის შეკვეთა რამდენიმე წამში, სახლიდან გაუსვლელად მობილბანკით შეგიძლიათ.დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ  ნომერზე: (0 32) 2 444 444 ან გვეწვიოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

1788863913

8 სექტემბრიდან, თიბისის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს, გარდა მოსწავლის და ბიზნეს ბარათებისა, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდისას თანხის 50%, ქეშბექის სახით, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდებათ.ქეშბექ შეთავაზებით მომხმარებლები ულიმიტოდ ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრობის საფასურის 50 % ყოველი გადახდისას დაუბრუნდებათ.შეთავაზება მიზნად ისახავს ქუთაისის ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შექმნას.ქეშბექის დეტალური პირობებისთვის, ეწვიეთ ბმულს.აიღეთ თიბისი ბარათები მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან და ისარგებლეთ მუდმივად თქვენზე მორგებული შეთავაზებებით.

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი - თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

1788854580

კამპანიის განმავლობაში, მომხმარებლებს მობაილბანკში სხვადასხვა მარტივი ქმედების შესრულებით მონეტების დაგროვება და ფულადი პრიზების მოგება შეეძლოთ. მოთამაშეები ოთხ საგვარეულოში იყვნენ გადანაწილებული და ფინალში გადასასვლელად გუნდურად აგროვებდნენ ქულებს. საბოლოოდ, ფინალში ხარჯიანების საგვარეულო გადავიდა, რომლის წევრებმაც საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს.„საგანძურის მარათონის“ მთავარი შედეგები ასეთია:თამაშში 500,000-მდე მომხმარებელი ჩაერთო; 400-მდე მომხმარებელი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა; მონაწილეებს შორის, ჯამში 250,000 ლარის საპრიზო ფონდი განაწილდა. „საგანძურის მარათონის“ იდეა მხოლოდ თამაშში გამარჯვებასა და პრიზების მოგებას არ უკავშირდებოდა. მობაილბანკის გუნდისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო სერვისებთან ერთად, მომხმარებლებს განსხვავებული და საინტერესო ციფრული გამოცდილებებიც შესთავაზოს.სწორედ ამიტომ, მობაილბანკის ყოველდღიურ საბანკო აქტივობებს თამაშის ელემენტები დაემატა - რუტინული მოქმედებები კი, შესაძლებლობად იქცა, რომ მომხმარებლებს მობილბანკით სარგებლობისას ახალი და სახალისო გამოცდილება მიეღოთ.„საგანძურის მარათონმა“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყოველდღიური საბანკო გამოცდილება მხოლოდ ტრანზაქციებსა და სერვისებს არ გულისხმობს. თიბისის მობაილბანკი ამ გამოცდილების გამრავალფეროვნებას მომავალშიც გააგრძელებს -  ახალი შესაძლებლობებით, თამაშის ელემენტებითა და იდეებით, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურობას უფრო მარტივსა და საინტერესოს გახდის.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1788896019

კუროფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და სპონტანურ შენაძენებს მოერიდეთ. ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი გაუგებრობის მოგვარებაში დაგეხმარებათ.ტყუპებიკომუნიკაციისთვის წარმატებული დღეა. შესაძლოა მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებს შეგაცვლევინებთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.კირჩხიბიდღეს მეტი სიმშვიდე და საკუთარ თავთან დარჩენა დაგჭირდებათ. ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას. ოჯახის წევრისგან მხარდაჭერა ან სასიამოვნო სიახლე გელით.ლომიყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. კარგი დროა საკუთარი იდეების წარმოსაჩენად და ახალი კონტაქტების დასამყარებლად. პირად ურთიერთობაში კომპრომისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.ქალწულისამუშაო საკითხები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. ორგანიზებულობა შედეგს მოგიტანთ, თუმცა ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ნუ შეეცდებით. ფინანსურად ზომიერი მიდგომა სჯობს.სასწორიახალი იდეებისა და ცვლილებების დღეა. შესაძლოა საინტერესო ადამიანი გაიცნოთ ან მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ. სიყვარულში სასიამოვნო ემოციებია მოსალოდნელი.მორიელიინტუიციას ენდეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგახართ. ძველი საკითხი შესაძლოა კვლავ გააქტიურდეს და საბოლოო გადაწყვეტა მოითხოვოს.მშვილდოსანიურთიერთობებისა და თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი დღეა. სხვების მოსაზრებების მოსმენა სასარგებლო აღმოჩნდება. საღამოს კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის.თხის რქაპროფესიულ სფეროში დატვირთული, მაგრამ პროდუქტიული დღე გელით. სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები. შესაძლოა თქვენი შრომა ან ინიციატივა სათანადოდ დაფასდეს.მერწყულიშემოქმედებითი ენერგია და ახალი იდეები მოგემატებათ. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, სწავლისთვის ან სამომავლო გეგმების შესადგენად. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი სიურპრიზია შესაძლებელი.თევზებიყურადღება ოჯახსა და პირად საკითხებზე გადაიტანეთ. ემოციური ფონი შეიძლება ცვალებადი იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ. საღამოს დასვენება და ძალების აღდგენა გამოგადგებათ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა

1788850662

"იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ვანში, სოფელ ციხესულორში, ასევე, ვანში ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ, თერჯოლის სოფლებში - კვახჭირი და ქვედა სიმონეთი ფიზიკური პირების ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ.ამავდროულად, ობიექტებზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი, რომელიც შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა.  კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა წყალტუბოში, სოფელ ქვიტირში ფიზიკური პირის საწარმოშიც. ბიზნესოპერატორი რძის პროდუქტებს აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა; დარღვეული იყო ასევე ტექნოლოგიური პროცესი და ეტიკეტირების წესი. ობიექტები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

1788850096

შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ეგვიპტის, თურქეთის, კუბის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, რუსეთის, ნიგერიის, სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, ბურუნდის, ეთიოპიის და პაკისტანის - ჯამში 61  მოქალაქე.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 3000-მდე პირი, რაც წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. 

ეკა ბესელია - ეს შიდა ბრძოლაა და ეს ხდება იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში უდიდესი პრობლემებია

1788809773

მისივე თქმით, ეს შიდა ბრძოლაა და ეს ხდება იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში უდიდესი პრობლემებია."კობახიძის ირგვლივ უკვე იმდენი რამ გროვდება, რომ 3 თვის შემდეგ მკითხეთო, კი უთხრა ჟურნალისტს, მაგრამ ვეჭვობ სამი თვე იყოს საჭირო, შემდეგი კითხვის დასმისთვის. ახლა ჩვენ რასაც თვალს ვადევნებთ, მთლიანობაში, სახელმწიფო მართვის კრიზისია, შიდა კონფლიქტები უკვე გახდა ძალიან ღია, საჯარო და ეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების დონეზე ინსტიტუციურ კონფლიქტს აჩვენებს, რომელიც პიროვნული კონფლიქტიდან მომდინარეობს. ამის სარჩული არის გავლენების შენარჩუნება, ვის ვისზე მეტი ავტორიტეტი აქვს, თუ ვის მეტი მხარდამჭერი ჰყავს, რაღაც კვლევების გამო ბრძოლა და ა.შ. ეს შიდა ბრძოლაა და ეს ხდება იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში უდიდესი პრობლემებია. ეს არის კლანების მორიგი დაპირისპირება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

8 სექტემბრის ანონსი

1788809494

12:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული) 15:00 საათზე - ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების", ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და ბიზნესმენი ნიაზ ხალვაში, „Terminal Batumi"-ის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენციას გამართავენ და საერთო სასამართლოებში წარმოებული ქონების წართმევის საქმეზე განცხადებას გააკეთებენ.თემა: "ვინ მფარველობს „ტრანსკავკასიის კრისტალის" დირექტორ მამუკა სხვიტარიძეს, რატომ არ რეაგირებს სამართალდამცავი უწყებები კანონდარღვევებზე და რა პოზიცია აქვს სასამართლოს ბიზნესმენების დავაზე“.მისამართი: ქ. ბათუმი, ახმეტელის ქუჩა 7ა,საკონტაქტო ნომერი: 599 291202  17:00 საათზე - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის გაზაფხულზე ჭიათურაში, მაღაროელთა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მაღაროელების და მათი თანამებრძოლების სისხლის სამართლის საქმის დასკვნითი სხდომა გაიმართება.

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1788809487

კუროფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე დაგჭირდებათ. კარგი დღეა ხარჯების გადასახედად. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი კონტაქტების დღეა. შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებზე გავლენას მოახდენს.კირჩხიბიემოციური ფონი შეიძლება ცვალებადი იყოს. ნუ მიიღებთ ყველაფერს ზედმეტად პირადად. საღამოს დასვენება და ახლობლებთან დროის გატარება სასარგებლო იქნება.ლომითქვენი ინიციატივა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. სამსახურში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი გაქვთ. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზიც შესაძლებელია.ქალწულიდეტალებზე ყურადღება წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა დაგროვილი საქმეების დასასრულებლად და სამომავლო გეგმების დასალაგებლად.სასწორიმნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. ემოციების ნაცვლად ფაქტებს დაეყრდენით. ურთიერთობებში კომპრომისი საუკეთესო გამოსავალი იქნება.მორიელიინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. შესაძლოა, დაფარული ინფორმაცია გაიგოთ ან რთულ საკითხზე პასუხი იპოვოთ. ფინანსურ რისკებს მოერიდეთ.მშვილდოსანიცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. კარგი დროა ახალი იდეის, სწავლის ან მოგზაურობის დაგეგმვისთვის. სპონტანურ ხარჯებს ყურადღება მიაქციეთ.თხის რქაპროფესიულ სფეროში პასუხისმგებლობა მოიმატებს, თუმცა თქვენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება. დღის მეორე ნახევარი მნიშვნელოვან საუბარს შეიძლება უკავშირდებოდეს.მერწყულიუჩვეულო იდეები და მოულოდნელი შესაძლებლობები გამოჩნდება. ახალი ნაცნობობა ან საინტერესო შეთავაზება შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.თევზებისაკუთარ ინტუიციას მოუსმინეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ ემოციებზე არ ააგოთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და პირადი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.