ოქტომბერში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინეს
1794386045
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
1794385425
ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში კვლევები 10 088 მოქალაქეს დაუფინანსდა
1794384471
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე მაგისტრანტების ფინანსური წახალისების მიზნით, განაცხადების მიღება იწყება
1794384373
თბილისში 1389 აბი ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს
1794381417
1794378668
უკვე ათწლეულებია, თიბისი მხარს უჭერს ხელოვნების განვითარებას და საერთაშორისო კულტურული კავშირების გაძლიერებას. იტალიის საელჩოსთან მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივად, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული პროექტი განხორციელდა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა, რადგან ასეთი პროექტები ქვეყნებს შორის კულტურულ კავშირებს აძლიერებს, ქართულ აუდიტორიას ახალ გამოცდილებას სთავაზობს და საქართველოს საერთაშორისო კულტურულ სივრცესთან კიდევ უფრო აახლოებს.ექსპოზიცია დამთვალიერებელს იტალიური მოდისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობისა და კრეატიულობის სამყაროში ამოგზაურებს და სახელგანთქმული დიზაინერების საკულტო ნამუშევრებს აცნობს. გამოფენაზე წარმოდგენილია იტალიური მოდის ყველაზე პრესტიჟული ბრენდების სამოსის ექსკლუზიური კოლექცია, რომლის თითოეული ექსპონატი მოგვითხრობს ოსტატობაზე და გვაჩვენებს იტალიის გავლენას მსოფლიო მოდის განვითარებაზე.ექსპოზიცია მოიცავს 35 უნიკალურ სამოსს, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიქმნა კინოსა და პოპ-მუსიკის ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორიცაა სოფია ლორენი, ოდრი ჰეპბერნი, ინგრიდ ბერგმანი, ანიტა ეკბერგი, ჯულია რობერტსი, მონიკა ბელუჩი, სკარლეტ იოჰანსონი, მადონა, ბიონსე და სხვები.მნახველს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს ლეგენდარული კინოკოსტიუმები, რომლებმაც კინოსა და მოდის ისტორია შექმნეს, გლობალურ ტრენდებად იქცნენ და ხელი შეუწყეს შეუდარებელი იტალიური სტილის დამკვიდრებას მთელ მსოფლიოში.გამოფენის გახსნაზე დამთვალიერებლებისთვის აჟღერდა მუსიკა კინოფილმებიდან, რომელიც იტალიელმა პიანისტმა და დირიჟორმა, სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელმა კომპოზიტორმა და არანჟირების ავტორმა პაოლო ვივალდიმ შეასრულა.გამოფენის იდეის ავტორი და კურატორია “Made in Italy“-ს დესპანი მსოფლიოში სტეფანო დომინელა, ორგანიზებულია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ კომპანია Mariotto-სთან თანამშრომლობით.მისამართი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 27.
1794373380
ულიმიტო წთ (საქართველოში) - 14₾50 000 მბ - 22₾9 000 მბ - 10₾ვადა - 30 დღეჩართვა - *288# okან აპლიკაციით MyMagtiwww.magticom.ge/sakvirveli330თუ გსურს, „საკვირველი დღეებისა“ და მაგთიკომის სხვა შეთავაზებები SMS-ის სახით მიიღო, გადადი ბმულზე და იხილე დეტალური ინსტრუქცია - https://www.magticom.ge/ka/directmarketing
1794319188
პროგრამის შესახებ:რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები.პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის და თანამშრომელთა კმაყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ოქრომჭედლიშვილი.ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-ზე მეტი დეპარტამენტი ჩაერთო.
1794314256
საინფორმაციო შეხვედრები გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:11 ნოემბერი | 16:00–17:00 | რუსთავი - ციფრული განვითარების სივრცე;12 ნოემბერი | 16:00–17:00 | გორი - Gori Inn;16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50;17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1794340402
მისი თქმით, ირანზე ეკონომიკური ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება და ქვეყანას სულ უფრო დიდ ზიანს აყენებს. რუბიოს განცხადებით, ამ შეფასებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებიც იზიარებენ.„ირანზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლა უპრეცედენტოა და მისი შედეგები სულ უფრო მძიმდება. ეს ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება. იმავე მიზანს ეკონომიკური საშუალებებითა და ეკონომიკური ზეწოლით თუ ვაღწევთ, სამხედრო დარტყმების განხორციელება საჭირო არ არის. ეს ჩიხური მდგომარეობა არ არის“, – განაცხადა რუბიომ.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა „საბრძოლო მზადყოფნაშია“, თუმცა დამატებითი დარტყმების განხორციელების საჭიროება „ნაკლებად სავარაუდოა“.
1794339994
10:30 საათზე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.თემა: „2015-2025 წლების ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების შედეგები“.მისამართი: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 11:00 საათზე - პარლამენტის სოფლის მეურნეობის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) 11:30 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N616(C კორპუსი, VI სართული) 11:55 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი 12:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კონსტანტინე კოკაიას და სხვა პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.
1794339831
კურო11 ნოემბერი სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნების დღეა. შესაძლოა, მოულოდნელად სასიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა გამოჩნდება. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.ტყუპებიდღეს კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. ახალი ნაცნობობა შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. პროფესიულ საქმიანობაში წარმატების შანსი გაქვთ. მოერიდეთ დაუფიქრებელ დაპირებებს.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღე გელოდებათ. შესაძლოა წარსულიდან ვინმე დაგიკავშირდეთ. ოჯახურ საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. ფინანსურად სარისკო გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ.ლომიდღის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ! თქვენი თავდაჯერებულობა და აქტიურობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე სამსახურში ან პირად ცხოვრებაში. გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდება.ქალწული11 ნოემბერი გეგმების მოწესრიგებისა და მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებისთვის კარგი დღეა. შესაძლოა რთულ საკითხზე გამოსავალი იპოვოთ. ურთიერთობებში ზედმეტ კრიტიკას მოერიდეთ. საღამო დასვენებას დაუთმეთ.სასწორისიყვარულისა და ურთიერთობების თვალსაზრისით საინტერესო დღე გელოდებათ. მარტოხელა სასწორებისთვის ახალი ნაცნობობის შესაძლებლობა გაჩნდება. სამსახურში შესაძლოა თქვენი შრომა დააფასონ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ხარჯებს.მორიელიდღეს ინტუიცია განსაკუთრებით დაგეხმარებათ. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებს შეგაცვლევინებთ. პროფესიულ სფეროში ახალი პერსპექტივები გამოჩნდება. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საუბარია მოსალოდნელი.მშვილდოსანიიღბალი შესაძლოა თქვენს მხარეს აღმოჩნდეს! დღე ხელსაყრელია ახალი პროექტების დასაწყებად, მოგზაურობის დასაგეგმად და საინტერესო ადამიანებთან შესახვედრად. ფინანსურ საკითხებში პოზიტიური ცვლილებების შანსია.თხის რქათქვენი შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს. შესაძლოა დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. ფინანსურ საკითხებში გონივრული ნაბიჯები გადადგით. პირად ურთიერთობებში მეტი სითბო გამოიჩინეთ.მერწყული11 ნოემბერი მოულოდნელი სიახლეების დღე შეიძლება აღმოჩნდეს. ახალი იდეა ან საინტერესო შეთავაზება სამომავლო წარმატების საფუძველი გახდება. სიყვარულში ცვლილებებია მოსალოდნელი. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს.თევზებიდღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებსა და შინაგან სიმშვიდეს. შესაძლოა სასიამოვნო ამბავი ახლობელი ადამიანისგან შეიტყოთ. შემოქმედებითი საქმიანობისთვის კარგი პერიოდია. ფინანსურ გადაწყვეტილებებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.
1794312360
ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.ბრიგადაში არსებულ მემორიალთან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.საარტილერიო ბრიგადამ სამხედროების ოჯახის წევრებსაც უმასპინძლა. სტუმრებს სამხედრო ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების და გასართობ აქტივობებში ჩართვის საშუალებაც ჰქონდათ.ღონისძიების პარალელურად, პროექტის - „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში ბრიგადას რუსთავის მე-10 და მე-17 სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. აღნიშნულ სკოლებში საპილოტე პროგრამით ისწავლება საგანი - „სამხედრო საქმე“ და მოზარდები უსაფრთხოების საკითხებს ეცნობიან. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიურობის გაცნობის საშუალებაც ჰქონდათ. მათ ბაზის ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
1794299016
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ არის საქართველო მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, კახა კალაძის თქმით, ხელისუფლებას არაერთხელ აქვს დაფიქსირებული მზაობა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებაზე, თუმცა ეს ყველაფერი ორმხრივი უნდა იყოს და ადგილი არ უნდა ჰქონდეს ბრძანებების გაცემას."ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა, თანამშრომლობის, ურთიერთობის გაღრმავების, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული და დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოგვიყენონ. ასე არ გამოვა. პარტნიორობა, მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი და არა ზემოდან ყურება, ბრძანებების გაცემა. ევროპა რატომ გვინდა? რა იყო მთავარი ამოცანა და მიზანი? - რა თქმა უნდა, თავისუფლება.ისინი იმავე მეთოდებით აგრძელებენ ურთიერთობას, მათ შორის დავალებების მიცემას. თუ თავიდანვე იცი, რომ რაღაც დამაზიანებელია და პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ და იცავ შენი ქვეყნის ინტერესს და შენი ხალხი გადარდებს, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. მხედველობაში მაქვს, მაგალითად, სანქციებზე მიერთება“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ევროპელი მაღალჩინოსნების დამოკიდებულებას საზოგადოება კარგად ხედავს და სწორი შეფასების გაკეთებაც შეუძლია."ჩვენ ხომ ვიცოდით და ვიცით, რომ სანქციებზე მიერთება დამაზიანებელი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, დამაზიანებელი იქნება უბრალო ადამიანისთვის, ვინც შრომობს, მუშაობს, წვლილი შეაქვს ეკონომიკურ განვითარებაში. რატომ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს შენი ქვეყნის ინტერესებს?გვიკრძალავენ, გვეუბნებიან, გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, რატომ მიიღეთ, შემდეგ თვითონ იგივეს აკეთებენ. მგონი, ძალიან მარტივად შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს შეფასებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მოდის ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან“, - განაცხადა თბილისის მერმა.
1794298914
"ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთის მხრივ, ეს არის ლოგიკური შედეგი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთთან გამართული ოფიციალური შეხვედრებისა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა. ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეგობრული და პარტნიორული გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილი გარე ძალებისგან მიღებული დავალებით იყო განპირობებული."რა შეფასებები უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას. კრიტიკა რომ დაეწყოთ ცუდი იქნებოდა მათთვის, არაფრის მომცემი, უფრო მეტიც - დამაზიანებელი. შესაბამისად, მათ პატრონებმა უბრძანეს, რომ გაჩუმებულიყვნენ, არანაირი მესიჯი არ გაეჟღერებინათ აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს უსამშობლო, წვრილფეხა აგენტურაც დაემორჩილა პატრონების ბრძანებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
1793446802
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
1794250456
ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
1793623062
რუსეთმა ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბა - დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი
1793643327
თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი "მაგდანას ლურჯამ" გახსნა
1793176008








