ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში "თბილისობა" გაიმართება

1793793489

"თბილისობა“, აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის, ქართული კულტურისა და ტრადიციების გაზიარების, თანამემამულეებთან შეხვედრისა და სამშობლოსთან ემოციური კავშირის შენარჩუნების განსაკუთრებული შესაძლებლობაა.  ნიუ-იორკში გამართულ დღესასწაულზე, თიბისი სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილებით და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით, აქტივობით და საჩუქრებით დახვდება. თიბისიმ ემიგრანტებისთვის საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადა. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, დისტანციურად, სწრაფად და უსაფრთხოდ ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისებით - ანგარიშის გახსნა, ციფრული ბარათის აღება, იპოთეკური სესხით სარგებლობა, გზავნილის გაგზავნა და განაღდება, თანხის დაგროვება და სხვა საბანკო პროდუქტები.  თიბისისთვის ემიგრანტებთან კავშირი მხოლოდ საბანკო მომსახურებით არ შემოიფარგლება. ბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მისამართი: Amphitheater at Coney Island, 3052 W 21st St. Brooklyn, NY 11224 United States 

ისწავლე 20-ზე მეტ პროფესიულ აკადემიაში "საქართველოს ბანკის" სტიპენდიით

1793786520

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ მათთვის სასურველ მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით და პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი დაიწყონ.რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი აკადემიები სხვადასხვა სფეროსა და პროფესიულ მიმართულებას აერთიანებს. მათ შორისაა:აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია;Tbilisi School of Communication;Academy of Digital Industry;Smart Academy;IT Academy STEP;Headvice;BDO Academy;ScaleUp;სქილვილი (Skillville);AgileSchool;Smart Fish Academy;Edutech Academy;Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია;ნეომაინდ აკადემია;Sky21;რე ედუქეითი;ელექტრონული აკადემია;დიზაინის ინსტიტუტი;ღვინისა და გასტრონომიის აკადემია.რა მიმართულებების შესწავლაა შესაძლებელი?პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს მოიცავს, მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა;აპლიკაციების პირველადი გადარჩევა;შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე ganatleba.bog.ge

თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა

1793776264

პროგრამის ფარგლებში, თიბისიმ 2025 წელს მომხმარებლისთვის 13 მნიშვნელოვანი საბანკო მომსახურების პროცესი ნულიდან გადააწყო და როგორც საცალო, ისე ბიზნესმომსახურების ძირითად პროცესებს შეეხო.პროექტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი ანგარიშის გახსნის პროცესის გამარტივებაა: თუ ადრე ახალი მომხმარებლის რეგისტრაციას დაახლოებით 40 წუთი და ფილიალში ვიზიტი სჭირდებოდა, დღეს ანგარიშის გახსნა მხოლოდ 45 წამში, სელფის გადაღებით არის შესაძლებელი.პროექტის ფარგლებში გარდაიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორებიცაა მომხმარებლის რეგისტრაცია, ავტორიზაციის მონაცემების აღდგენა, დეპოზიტისა და სესხის მიღება, გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების გადახდა, საინვესტიციო სერვისების გააქტიურება, ბარათის მომსახურება და ბიზნესმომხმარებლისთვის განკუთვნილი სერვისები.ტრანსფორმაციის პროცესში თითოეული ცვლილება წინასწარ გაანალიზებულ მონაცემებსა და მომხმარებლის საჭიროებებს დაეფუძნა, რამაც თიბისის გუნდებს შესაძლებლობა მისცა, მომსახურების პროცესები თანმიმდევრულად და მომხმარებლის რეალურ გამოცდილებაზე ორიენტირებულად გაეუმჯობესებინათ.The Digital Banker-ის ჯილდო თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მიზანს - მუდმივად გააუმჯობესოს საბანკო მომსახურება, დანერგოს ინოვაციური მიდგომები და მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები კიდევ უფრო გაუმარტივოს.

რუსეთის დანაკარგები 4 ნოემბრის მდგომარეობით - უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემები

1793776181

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 597 010 (+2 180) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 04.11.26-მდე: ტანკები – 12 453 (+1), ჯავშანტექნიკა – 25 640 (+7), საარტილერიო სისტემები – 51 879 (+39), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 252 (+0).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 733 (+2), თვითმფრინავები – 452 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 3 072 (+5); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 595 058 (+1 104), ფრთოსანი რაკეტები – 5 192 (+52).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 169 881 (+408), სპეციალური ტექნიკა – 4 861 (+4).

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვი დაიღუპა

1793787972

შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბოძს შეეჯახა და დაბლობში გადავარდა.შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება  276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რესპუბლიკელებმა ტეხასი, კანზასი და კიდევ ოთხი შტატი დაკარგეს - აშშ-ის სენატს დემოკრატები გააკონტროლებენ

1793775020

არჩევნებამდე სენატში რესპუბლიკელებს 53 ადგილი ჰქონდათ, დემოკრატებს კი 47. უმრავლესობის მოსაპოვებლად დემოკრატებს სუფთა სახით ოთხი მანდატის წართმევა სჭირდებოდათ, თუმცა მათ ექვსი მიიღეს:• კანზასი: პასტორმა ადამ ჰამილტონმა მოქმედი სენატორი როჯერ მარშალი დაამარცხა. ეს 1932 წლის შემდეგ კანზასიდან სენატის არჩევნებში დემოკრატის პირველი გამარჯვებაა.• ტეხასი: ჯეიმს ტალარიკომ შტატის გენერალური პროკურორი კენ პაქსტონი დაამარცხა. ტეხასიდან დემოკრატი სენატში 1988 წლის შემდეგ არ აურჩევიათ. პაქსტონის მხარდასაჭერად ილონ მასკმა 212 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.• სამხრეთ კაროლინა: ენი ენდრიუსმა დარლინ გრემი, გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის და დაამარცხა, რომელსაც დროებით ეკავა ეს ადგილი. დემოკრატებს აქ სენატის არჩევნები 1998 წლის შემდეგ არ მოუგიათ. ენდრიუსი პირველი ქალი გახდება, რომელიც ამ შტატიდან სენატში აირჩიეს.• ჩრდილოეთ კაროლინა: ყოფილმა გუბერნატორმა როი კუპერმა ტრამპის ფავორიტი მაიკლ უოტლი დაამარცხა. ბოლოს დემოკრატმა აქ სენატის არჩევნები 2008 წელს მოიგო.• ოჰაიო: ყოფილმა სენატორმა შეროდ ბრაუნმა რესპუბლიკელი ჯონ ჰასტედი დაამარცხა და ვაშინგტონში მარცხიდან ორი წლის შემდეგ ბრუნდება.• აიოვა: დემოკრატმა ჯოშ ტიურეკმა რესპუბლიკელი ეშლი ჰინსონი დაამარცხა. ხმების 94%-ის დათვლის შემდეგ, მას 50,7% ჰქონდა 46,2%-ის წინააღმდეგ.დემოკრატებმა საკუთარი ადგილები შეინარჩუნეს ჯორჯიაში (სადაც ჯონ ოსოფი ხელახლა აირჩიეს) და ნიუ-ჰემფშირში. ოსოფი გახდა პირველი დემოკრატი სენატორი ჯორჯიიდან 1990 წლის შემდეგ, რომელიც მეორე სრულ ვადით აირჩიეს.სენატში დემოკრატების ლიდერის ჩაკ შუმერის თქმით, ამერიკელებმა ცვლილებებს მისცეს ხმა.დემოკრატებმა რესპუბლიკელებს გუბერნატორის პოსტებიც წაართვეს:• ჯორჯია: კეიშა ლენს ბოტომსი აშშ-ის ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალი გუბერნატორი გახდება და შტატის პირველი დემოკრატი გუბერნატორი 1998 წლის შემდეგ.• ტეხასი: ჯინა ინოხოსამ გრეგ ებოტი დაამარცხა. იგი გახდება პირველი ლათინურამერიკული წარმოშობის ქალი გუბერნატორი შტატში, სადაც რესპუბლიკელებს ეს პოსტი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკავათ.• აიოვა: რობ სენდი შტატის პირველი დემოკრატი გუბერნატორი გახდა ბოლო თითქმის 16 წლის განმავლობაში.• ოჰაიო: გუბერნატორად დემოკრატი ემი ექტონი აირჩიეს.AP-ის მონაცემებით, დემოკრატები ასევე წარმომადგენელთა პალატაში გამარჯვების ზღვარზე არიან. მათ რესპუბლიკელებს ექვსზე მეტი ოლქი წაართვეს.პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდნენ, მისი სახელი საარჩევნო ბიულეტენში რომ ყოფილიყო.მისივე თქმით, დემოკრატებმა არჩევნებში კარგი შედეგი აჩვენეს და მასთან ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, მზად არის, მათთან თანამშრომლობა განაგრძოს, მათ შორის იმიგრაციის საკითხზე.

4 ნოემბრის ანონსი

1793735057

11:30 საათზე - გენერალურ პროკურატურასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.მისამართი: ვახტანგ გორგასლის N24საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644 12:00 საათზე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ დოლიძე გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგს გამართავს.თემა: „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული ანტიკონსტიტუციური ქმედებები და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები“ - ენმ-ის მოთხოვნამისამართი: ვახტანგ გორგასლის N24საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08, ანუკა გაბელია 551 633 644 13:00 საათზე - ცხოველთა დამცველი და „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი „კახი კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისა და მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით დაკავების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს“.საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხარტიშვილი - 593 941 942 14:00 საათზე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1793735048

კუროდღეს თქვენი მთავარი უპირატესობა მოთმინება იქნება. შესაძლოა, მიიღოთ სასიამოვნო ინფორმაცია, რომელიც მომავალ გეგმებს უკავშირდება. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას გააძლიერებს. კარგი დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.ტყუპებიმოულოდნელი შეხვედრა ან სატელეფონო ზარი შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილების დასაწყისი გახდეს. პროფესიულ საქმიანობაში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. ყურადღებით მოუსმინეთ ადამიანებს, რომლებიც საინტერესო იდეებს გთავაზობენ.კირჩხიბიდღე ოჯახურ ურთიერთობებსა და პირად ემოციებზე იქნება ორიენტირებული. შესაძლოა, ახლობლისგან სასიხარულო ამბავი გაიგოთ. სამსახურში ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. საღამო დასვენებასა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმეთ.ლომითქვენთვის განსაკუთრებით აქტიური დღეა. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი მოგეცეთ. ფინანსური მიმართულებით დადებითი სიახლეებია მოსალოდნელი. სიყვარულში ინიციატივის გამოჩენა სასურველ შედეგს მოიტანს.ქალწული4 ნოემბერი დაგეგმვისა და მნიშვნელოვანი საქმეების მოწესრიგებისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, იპოვოთ გამოსავალი პრობლემიდან, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. მოერიდეთ გადაღლას და ყურადღება მიაქციეთ საკუთარ საჭიროებებს.სასწორიდღე რომანტიკული განწყობით გამოირჩევა. მარტოხელა სასწორებს საინტერესო ნაცნობობის შესაძლებლობა ექნებათ. პროფესიულ სფეროში თანამშრომლობა წარმატებას მოგიტანთ. ნუ შეგეშინდებათ ახალი იდეების გაზიარების.მორიელიინტუიცია დღეს განსაკუთრებით დაგეხმარებათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ ან მოულოდნელი შესაძლებლობა აღმოაჩინოთ. ფინანსურ საკითხებში სჯობს რისკისგან თავი შეიკავოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ემოციური საუბარი.მშვილდოსანიახალი გამოცდილებისა და ცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. ხელსაყრელი დღეა სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის. შესაძლოა, სასიამოვნო სიურპრიზმა განწყობა აგიმაღლოთ.თხის რქათქვენი შრომა შესაძლოა, სათანადოდ დაფასდეს. პროფესიულ საქმიანობაში პროგრესის შესაძლებლობა გამოჩნდება. ფინანსური გადაწყვეტილებები კარგად გააზრებულად მიიღეთ. საღამოს პირად ურთიერთობებს მეტი დრო დაუთმეთ.მერწყულიდღე საინტერესო იდეებითა და მოულოდნელი მოვლენებით იქნება დატვირთული. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისა და ახალი პროექტების დასაწყებად.თევზები4 ნოემბერი შინაგანი სიმშვიდისა და ემოციური წონასწორობის შენარჩუნებას მოითხოვს. შესაძლოა, წარსულში დაწყებული საკითხი საბოლოოდ მოგვარდეს. სიყვარულში გულწრფელობა დაგეხმარებათ გაუგებრობის თავიდან აცილებაში. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, თუმცა გადაწყვეტილებები ფაქტებზეც დააფუძნეთ.

"რეპორტიორები საზღვრებს გარეთ" იმ ოლიგარქიული, არაფორმალური ძალების ინსტრუმენტია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს"

1793720351

დედაქალაქის მერის განმარტებით, მსგავსი ორგანიზაციები არაფორმალური ძალების გავლენის ქვეშ მოქმედებენ და მათ საქართველოზე ზეწოლის იარაღად იყენებენ."ოლიგარქიული, არაფორმალური ძალები - ე.წ. დიფ სთეითი, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც საუბრობდა, სერიოზული პრობლემაა დღევანდელი თანამედროვე მსოფლიოსთვის. რაც შეეხება  ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, დღესაც არ განელებულა. მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობს ამ ოჯახის მიმართ მიზანმიმართული შეურაცხყოფა, ცილისწამება, ყველაფერს კადრულობენ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ორგანიზაციას, „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“, ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმ ოლიგარქიული, არაფორმალური ძალების, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის პრობლემაა. ასევე ერთ-ერთი ინსტრუმენტია, გამოიყენონ ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ სუვერენიტეტს იცავს, რის გამოც მმართველი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ ცრუ ბრალდებები ვრცელდება."ჩვენი პოლიტიკით, გადადგმული ნაბიჯებით, ყოველდღიური ქმედებებით ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სუვერენიტეტს, ქვეყნის დამოუკიდებლობას. ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც არ მოსწონთ გარე ძალებს. რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ ხან დემოკრატიის, ხან კი თავისუფლების საბაბით ათას სისულელეს, ბრალდებას, სიცრუეს ავრცელებენ ქართული სახელმწიფოსა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ, თუმცა რეალობა ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენ გვახსოვს წლები ქვეყანაში, როდესაც ერთი ადამიანის ჯიბეში იყო აბსოლუტურად ყველა ტელევიზია. როგორი მედიაგარემო იყო ქვეყანაში 2012 წლამდე, ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი? სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. დღეს, როდესაც აბსოლუტურად თავისუფალი მედიაგარემოა ქვეყანაში, პოლიტიკური თვალსაზრისით, გარე ძალებს არ ვაძლევთ საშუალებას, ჩაერიონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ამიტომ არიან გაგიჟებულები, ამიტომ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილის ოჯახს. მარტო ბატონ ბიძინაზე ხომ არ არის საუბარი, მის შვილებზეც გადავიდნენ უკვე“, - განაცხადა თბილისის მერმა.ამასთან, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გუნდი ერთსულოვანია და სახელმწიფო ინტერესების დაცვას გააგრძელებს."ჩვენი გუნდი არის აბსოლუტურად ერთსულოვანი და ყოველთვის ვიდგებით ქვეყნის სადარაჯოზე; ვიდგებით იქ, სადაც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესი იქნება დაცული, შენარჩუნებული იქნება მშვიდობა და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"საქართველოში რაც ხდებოდა, რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების  მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი საკუთარ ქვეყნებში მიიღეს"

1793718450

დედაქალაქის მერის განმარტებით, ის პროცესები, რომელთა ორგანიზებასაც კონკრეტული ევროპული ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოში ახალისებდნენ, საკუთარ ქვეყნებში მიიღეს."საქართველოში რაც ხდებოდა და რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი მიიღეს საკუთარ ქვეყნებში. არასასიამოვნოა და სამწუხაროა ის, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, მოლოტოვის კოქტეილის სროლა ეს უმძიმესი დანაშაულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საქართველოში მსგავსი ფაქტების ჩამდენ პირებს გარკვეული ჯგუფები გმირებად წარმოაჩენდნენ, რაც ძალადობის პირდაპირი წახალისება იყო."ჩვენ საქართველოშიც გვახსოვს, იყო მცდელობა ცოცხლად დაეწვათ პოლიტიკოსები და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკურ პარტიები, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის კონკრეტული ადამიანი გამოეყვანათ გმირად. ის პრეზიდენტმა შეიწყალა კიდეც. ეს არის, რა თქმა უნდა, წახალისება. ეს იმ კონკრეტული ადამიანის მხრიდან ნასროლი მოლოტოვის კოქტეილი არ იყო, ეს იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და იმ კონკრეტული ორგანიზაციების, ქვეყნების მხრიდან, ვინც ამ ყველაფერს, ამ სიბინძურეს, ამ ექსტრემიზმს აფინანსებდა  და ხელს უწყობდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო ამ ტიპის ფაქტები“, - განაცხადა თბილისის მერმა.