ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

24 ნოემბრამდე დარეგისტრირდი "საქართველოს ბანკის" სასტიპენდიო პროგრამაზე და დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით

1795011964

პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 24 ნოემბერს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ 20-ზე მეტ პროფესიულ აკადემიაში, მათთვის სასურველ მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით და პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი დაიწყონ.რა მიმართულებების შესწავლაა შესაძლებელი?პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს მოიცავს, მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა

1795009992

Platform პრემიუმ კლასის სივრცეა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისებს ერთ სივრცეში სთავაზობს: ფიტნესდარბაზს, ღია საცურაო აუზს, საუნას, ჯაკუზისა და ველნეს ზონას, სილამაზისა და ესთეტიკურ სალონს.კომპლექსი გლობალური ბრენდის, Realleader USA-ის პრემიუმ კლასის ტრენაჟორებითაა აღჭურვილი. ამასთან, Platform საქართველოში ამ ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია.თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთად, სივრცე გამოირჩევა ინტერიერის დახვეწილი დიზაინით, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებითა და მშვიდი გარემოთი.Platform მდებარეობს თბილისში, ორთაჭალაში, ნადიკვარის III ქუჩაზე, Monolith Green City-ის ტერიტორიაზე.საქართველოს ბანკისთვის ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბანკი პარტნიორებს ბიზნესის დაწყების, განვითარების, გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების რეალიზების პროცესში მრავალმხრივ მხარდაჭერას უწევს. საქართველოს ბანკი ბიზნესი აერთიანებს ყველაფერს, რაც საქმეს სჭირდება, მათ შორის როგორც ფინანსურ რესურსებს ისე ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო  ინიციატივებსა და პროექტებს. 

"საქართველოს ბანკი" ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში

1795004160

სტიპენდია KIU-ში, TUMO პროგრამა, ონლაინ STEM სკოლა, პროფესიული აკადემიები და იდეათეკა - ეს საქართველოს ბანკის მიერ ქუთაისში შექმნილი განათლების შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია.ყოველი ინიციატივის უკან კი ერთი იდეა დგას: ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომ ისინი განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.ვის შეუძლია ჩაერთოს საქართველოს ბანკის ინიციატივებში ქუთაისში?შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - სტიპენდია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU)საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება 24 პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU).სტიპენდიატების შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობს:მაღალი GPA: სტუდენტების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით მიმდინარეობს;სამოტივაციო წერილი: ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას;გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის - TUMO ქუთაისი: 11 მიმართულება, სრულიად უფასოდსაქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, TUMO ქუთაისი გაიხსნა. ეს არის საერთაშორისო საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ ციფრული და შემოქმედებითი უნარები.აქ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ 11 სასწავლო მიმართულებიდან ერთ-ერთი, მათ შორის: გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, 3D მოდელირება, ფოტოგრაფია, კინოგადაღება, რობოტიკა, თამაშების შექმნა, ანიმაცია, მუსიკა, გენერაციული AI და ხატვა.სწავლის გეგმას მოსწავლეები აპლიკაციით თავად ადგენენ, მენტორები კი მუდმივად მათ გვერდით არიან და ეხმარებიან. სწავლის დასრულების შემდეგ, სერტიფიკატის ნაცვლად ახალგაზრდები იღებენ ციფრულ პორტფოლიოს - საკუთარი ნამუშევრების კრებულს, რომელიც ერთგვარ „ცოცხალ დიპლომად“ იქცევა.TUMO ქუთაისის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის - STEM სკოლა: მეცნიერება ონლაინ, სახლიდანSTEM სკოლა VII–XI კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და მასში ჩართვა ნებისმიერ მოსწავლეს, ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში, გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და 3 საათს გრძელდება.ორი 4-თვიანი მოდულის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობენ ელექტროინჟინერიას, მიკროკონტროლერებს (Arduino), სენსორებს, ფიზიკასა და პროგრამირებას, ბოლოს კი საკუთარ პროექტებს ქმნიან.აღსანიშნავია ისიც, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბანკი ყოველწლიურად 90 სტიპენდიატს ავლენს, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს, 30-ს კი - 50%-ით. 60 მოსწავლე სწავლისთვის საჭირო ყველა მოწყობილობასაც უფასოდ იღებს.STEM სკოლაში მისაღები გამოცდები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ტარდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.პროფესიული აკადემიები - ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთმათთვის კი, ვისაც პროფესიის შეცვლა ან საკუთარი უნარების გაძლიერება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.ინიციატივის ფარგლებში კი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ ახალ მიმართულებას 20-ზე მეტ პარტნიორ აკადემიაში 100%-იანი დაფინანსებით.მოსწავლეებისთვის: 13 კურსი 6 აკადემიაში - პროგრამირება, დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი, მართვა და კომუნიკაცია. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს 20 ნოემბერს დასრულდება.ზრდასრულებისთვის: იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პროფესიის შეცვლა ან პროფესიული უნარების განვითარება სურთ, საქართველოს ბანკი 20-ზე მეტ პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები ან კულინარია სრული დაფინანსებით. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს 24 ნოემბერს დასრულდება.AI სტიპენდია გოგოებისთვის: მათთვის, ვისაც ხელოვნური ინტელექტის სწავლა სურთ, საქართველოს ბანკი, UN Women-თან ერთად და Mastercard-ის მხარდაჭერით სასტიპენდიო პროგრამას - AI სტიპენდია გოგოებისთვის - ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში კი შესაძლებლობას აძლევს გოგოებსა და ქალებს, გაიარონ ხელოვნური ინტელექტის კურსები 6 აკადემიაში, სრული დაფინანსებით. პროექტი შეიქმნა. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს 25 ნოემბერს დასრულდება.პროფესიული აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.იდეათეკა ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში - განათლებისა და აღმოჩენების სივრცე მოსწავლეებისთვისიდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის.დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 30 სკოლაში ფუნქციონირებს. მათ შორის, ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში, სადაც 1700-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობებს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!

"საქართველოს ბანკი" - განათლების მთავარი მხარდამჭერი უწყვეტი შესაძლებლობებისთვის

1795002935

საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერისთვის, ამ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა გრძელვადიანი პრიორიტეტია. საგანმანათლებლო პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს შეუძლია ისწავლოს, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი და განვითარების ახალი გზა იპოვოს.სწორედ ამ თემებზე საუბრობს სანდრო ასათიანი - AI ტრანსფორმაციის და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აგრუპში. “სწავლის სწავლის უნარი, რომელსაც გავყავართ  უწყვეტ განათლებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია”,- ამბობს სანდრო და დასძენს რომ მშობელი არის ის, ვინც შვილს უნდა დაეხმაროს თავის თავში აღმოაჩინოს შესაძლებლობები.”ვრცლად, კიდევ რას ფიქრობს სანდრო განათლების უწყვეტ შესაძლებლობებზე  შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
მუხიანის IV ბ მიკრორაიონში, 8 500 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია ხორციელდება

1794990556

მისი თქმით, ტერიტორიაზე თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა."სამუშაოები, დაახლოებით, 8 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობისთვის თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო მოედანი, სავარჯიშო სივრცე, განათების ქსელი; დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, სრულად განახლდება საპარკო ავეჯი - დაიდგმება სკამები და ურნები; სრულად განახლდება საფეხბურთო მოედანი და მოეწყობა ამფითეატრი, რომელიც მოსახლეობისთვის დამატებით საზოგადოებრივ სივრცეს შექმნის“, - განაცხადა თბილისის მერმა.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გამწვანებას - ტერიტორიაზე დაირგვება ხე-მცენარეები და კეთილმოეწყობა მწვანე სივრცეები.

სოფელ დიდ ლილოში, წყალარინების სისტემისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ორი პროექტი განხორციელდება

1794987275

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ადგილობრივებს ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე დაპირდნენ."როდესაც ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, საინიციატივო ჯგუფთან, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა, იყო წყალარინების ქსელის არარსებობა. ზოგიერთ ქუჩაზე არსებობს ქსელი, მოსახლეობის ნაწილს კი პრობლემა აქვს. ჩვენ ადგილობრივებს ამ პრობლემის მოგვარებას დავპირდით. მოსახლეობის იმ ნაწილის ცენტრალიზებულ წყალარინების სისტემაზე დასაერთებლად, რომელიც ამჟამად აღნიშნული მომსახურებით ვერ სარგებლობს, კომპანია სამუშაოებს მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, მომდევნო წლის მარტში ასევე დაგეგმილია არსებული წყალარინების ცენტრალური მილსადენის დიამეტრის გაზრდა, რაც ქსელის გამტარუნარიანობას გააძლიერებს."აღნიშნული სამუშაოების შედეგად, სოფელ დიდ ლილოში გაფართოვდება წყალარინების მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

1794984655

პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული. კომპანია განაცხადს თიბისის მობაილბანკში ავსებს. ხელშეკრულების გაფორმება და ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება განაცხადის დაფიქსირებიდან 30 წუთშია შესაძლებელი.თიბისის მობაილბანკიდან ელექტრონული სატენდერო გარანტიის მაქსიმალური მოცულობა 15 000 ლარს შეადგენს. ახალი ფუნქციონალი ბიზნესს, დროსთან ერთად, ფულად რესურსსაც უზოგავს. ციფრულად გარანტიის მიღება კომპანიებს განახევრებული ტარიფით და 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით შეუძლიათ.განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს: ‎https://tbc-business.onelink.me/Ierb/ElGuaranteeProcess-sms 

პუტინი ჩინეთის ქალაქ შენჭენში ჩავიდა

1794945176

19 ნოემბერს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. მანამდე ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.პუტინი ასევე მონაწილეობას მიიღებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის (APEC) სამიტის ღონისძიებებში. კერძოდ, ის სიტყვით გამოვა ბიზნესფორუმსა და სამიტის პლენარულ სხდომაზე.რუსული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც გამართოს ორმხრივი შეხვედრა. მედიის ცნობით, ამისთვის მხოლოდ შეხვედრის ფორმატის შეთანხმებაა საჭირო.

პაატა ბურჭულაძე - მზად ვარ ჩამოვიდე ბათუმში და დაწვრილებით მოგიყვეთ იმ ისტორიული დღის შესახებ

1794944934

"მინდა მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პატივცემულ მოსამართლეებს:ვადევნებ თვალს თქვენს პროცესს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა დიდი მოვლენა იყო ოთხი ოქტომბრის საქართველოს ეროვნული კრება. ამ დღეს ჩვენი ქვეყნის ასობით ათასმა მოქალაქემ კენჭი უყარა ოცნების მთავრობის არალეგიტიმურობას. ერთხმად შეუწყვიტა მათ ლეგიტიმაცია. მინდა მოგახსენოთ, რომ ზუსტად ეს არის მშვიდობიანი დამხობა, რის დანაშაულად გამოცხადებასაც თქვენ ცდილობთ და ეს მშვიდობიანი დამხობა 4-ში დავიწყეთ, ოთხშივე დავამთავრეთ. რასაც მყისიერად მოყვა ოცნების არ აღიარება არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე სამართლიანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოზე მოსარჩელემ და მოპასუხეებმა ადგილები რომ გაცვალონ.მინდა შეგახსენოთ, შეიძლება დავიწყებული გაქვთ ან გამოგრჩათ თუ რისი უფლება აქვს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეს. ჰკითხეთ ყველაზე ცნობილ კონსტიტუციონალისტს ბატონ ვახტანგ ხმალაძეს, რომელმაც შექმნა ის კონსტიტუცია, რომელსაც თქვენ უნდა იცავდეთ. ბატონი ვახტანგი გვიხსნის და გვინმარტავს: კონსტიტუციით არაკონსტიტუციურია მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ხოლო მთავრობის დამხობა არის კონსტიტუციური. მით უმეტეს მაშინ, როცა მთავრობა ფეხქვეშ ლახავს ყველაზე ფუნდამენტურ უფლებას - ადამიანის უფლებებს.რაც შეეხება 4 ოქტომბრის ეროვნულ კრებას, მზად ვარ ჩამოვიდე ბათუმში და დაწვრილებით მოგიყვეთ იმ ისტორიული დღის შესახებ. ჩემზე კარგად ამ ინფორმაციას ვერავინ ვერ მოგაწვდით, რადგან ეს იყო არა პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული, არამედ უფლებაშეზღუდული, თავისუფლება წართმეული და ცვლილებების აუცილებლობის მსურველ მოქალაქეთა მიერ პროტესტის დემონსტრირება, რომლის მთავარი ორგანიზატორები ვიყავით ორნი - მე და "ქართული ოცნება". რომ არა "ქართული ოცნება" და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა გარწმუნებთ ამ ეროვნული კრების ჩატარების აუცილებლობა არ იქნებოდა. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ თუ 4 ოქტომბერზე კიდევ გექნებათ შეკითხვები, მოგინდებათ ჩემგან სრული ინფორმაციის მიღება", - წერს ბურჭულაძე.

18 ნოემბრის ანონსი

1794944565

11:45 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პარტიის მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.მისამართი: ვაჟა-ფშაველა 45ა, „ტვ ფორმულას“ შენობა, სართული -3საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08, ანუკა გაბელია 551 633 644 15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც მოსამართლის შეურაცხყოფას ეხება. 19:00 საათზე - ბაკურიანში გარდაცვლილი გიორგი ტუხაშვილის ოჯახი პრესკონფერენციას გამართავს.თემა: „გიორგი ტუხაშვილი სასტუმრო „კრისტალის“ უკანონოდ მოწყობილ სათხილამურო ტრასაზე უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევის ფაქტს ემსხვერპლა. ოჯახს სურს საზოგადოებასა და მედიას მიეწოდოს ფაქტები იმ სასიკვდილო საფრთხეებზე, რაც აღნიშნულ ტრასაზე არსებობს".მისამართი: აბაშიძის 34 ტერმინალისაკონტაქტო პირი: ნათია ნიშნიანიძე - 555 520 257