"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება
1792768286
მიიღეთ 40%-იანი ფასდაკლება Cellfie-ის Travel eSIM-ის ინტერნეტპაკეტებზე "საქართველოს ბანკის" ბარათებით გადახდისას
1792765515
დათო ტურაშვილი განათლებაზე, წიგნებსა და შვილიშვილთან ურთიერთობაზე
1792758235
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება
1792758031
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
1792746861
1792746695
გამარჯვებულები კვლევის კომპლექსური პროცესის საფუძველზე შეირჩნენ, რომელიც მოიცავდა კომპანიების მიერ წარდგენილი განაცხადების შეფასებას, ბაზრის კვლევას, ბაზრის მონაწილეებთან ინტერვიუებსა და დამოუკიდებელ ანალიზს.გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურება მომხმარებლებს საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ ბაზრებზე არსებულ მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებზე წვდომას სთავაზობს. მომსახურება აერთიანებს გლობალურ ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობას, ადგილობრივ და რეგიონულ ფინანსურ ინსტრუმენტებს, პერსონალიზებულ მომსახურებასა და ინვესტირების მოქნილ გზებს.კომპანიის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 50-ზე მეტ საერთაშორისო ბაზარზე 60 000-ზე მეტ ფინანსურ ინსტრუმენტზე მიიღონ წვდომა და საკუთარი საინვესტიციო მიზნების შესაბამისად დივერსიფიცირებული პორტფელი შექმნან. ამასთან, გალტ & თაგარტი მომხმარებლებს სთავაზობს ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობას, მათ შორის, ადგილობრივ ობლიგაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომას.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ინვესტორებს მივცეთ შესაძლებლობა, ერთი პლატფორმის მეშვეობით ისარგებლონ როგორც საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტებით, ისე ადგილობრივი და რეგიონული ბაზრების შესაძლებლობებით. Euromoney Markets Awards-ის ფარგლებში მიღებული აღიარება ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი საბროკერო მომსახურების შეთავაზების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი ფინანსური მიზნების მიღწევაში დაეხმარება“, განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურების შესახებ გაიგეთ მეტი: https://galtandtaggart.com/ka/brokerage
1792743160
10-ზე მეტ კურსი, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით - საქართველოს ბანკის ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ პროგრამირებას, ხელოვნურ ინტელექტს, დიზაინსა და სხვა თანამედროვე მიმართულებებს, რაც მათ საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და ახალი უნარების განვითარებაში დაეხმარება.პროექტის მიზანია, მოსწავლეებს ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიას, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები მათთვის საინტერესო სფეროში.აირჩიე შენთვის საინტერესო მიმართულებასაქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით მოსწავლეებს შეუძლიათ, სხვადასხვა პროფესიული კურსიდან შეარჩიონ სასურველი მიმართულება, მათ შორის:პროგრამირება და ტექნოლოგიებიპროგრამირების საფუძვლები;ვებპროგრამირება ნულიდან;Front-end Development;Back-end Development;React Native ნულიდან;IT პროექტების მართვა.ხელოვნური ინტელექტიAI აგენტები და ავტომატიზაცია;ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი;კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით;AI და მეწარმეობა.დიზაინი და კრეატიული მიმართულებებიგრაფიკული დიზაინი;UI/UX დიზაინი;კრეატიული კომუნიკაცია.რომელ აკადემიებში არის შესაძლებელი საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღება?პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის განკუთვნილ კურსებს საქართველოს ბანკის პარტნიორი აკადემიები სთავაზობენ, მათ შორის:IT აკადემია STEP;სქილვილი (Skillville);Edutech Academy;Re:educate; დიზაინ ინსტიტუტი;ელექტრონული აკადემია.კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება.როგორ უნდა გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი?სტიპენდიის მისაღებად კანდიდატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება, ხოლო ზოგიერთი აკადემიის შემთხვევაში დამატებითი ტესტირებაც იქნება გათვალისწინებული.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რათა ადამიანებს სხვადასხვა ასაკსა და ეტაპზე ჰქონდეთ ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობა.საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
1792740738
გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, თიბისი ცენტრალიზებული ინტეგრაციის მოდელიდან დეცენტრალიზებულ API-ეკოსისტემაზე გადავიდა. ცვლილების შედეგად, პროდუქტულ გუნდებს API-ების დამოუკიდებლად მოძიების, გამოყენების, გამოქვეყნებისა და მართვის შესაძლებლობა მიეცათ; ცენტრალური გუნდი კი, პლატფორმის განვითარებაზე, საერთო სტანდარტებსა და სხვა გუნდების მხარდაჭერაზე კონცენტრირდა. ამ ახალმა მიდგომამ ინტეგრაციების შექმნის დრო 80%-ით შეამცირა.განახლებული პლატფორმა თიბისის 150 გუნდს ემსახურება და თვეში 8 მილიარდზე მეტ API-მოთხოვნას ამუშავებს. ეს შედეგები ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების ეფექტიანობას აჩვენებს და ქმნის უფრო მოქნილ, მასშტაბირებად საფუძველს მომავალი ციფრული პროდუქტების განვითარებისთვის.ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციაზე - Kong API + AI Summit 2026 - თიბისის წარმომადგენლებმა - სერგო როსტიაშვილმა (პლატფორმების ლიგის ლიდერი) და ვატო ველიაშვილმა (პროდუქტის მფლობელი/გუნდის კაპიტანი) აუდიტორიას თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტი წარუდგინეს და ბანკის გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციაში Kong-ის ხელმძღვანელებთან ერთად ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Spotify, Dell, Prudential და Ericsson.Kong Innovator Awards 2026-ზე მიღებული აღიარება ადასტურებს თიბისის ტექნოლოგიური გუნდის მიერ განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობას - როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვის, ისე მუშაობის მოდელის გარდაქმნისა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით.
1792739067
კამპანიას – „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ პარალიმპიელი სპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი საქართველოს ბანკისა და შემოქმედებითი სააგენტო Art & Qopy-ს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ბიზნესსექტორს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ პარასპორტსმენების მხარდაჭერაში, რათა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.“პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერა, ჩვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ორგანული ნაწილია. გვჯერა, რომ კერძო სექტორის ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს თანაბარი შესაძლებლობების შექმნასა და პარაოლიმპიური მოძრაობის გაძლიერებაში. ასეთი მასშტაბური ინიციატივების მხარდაჭერით, გვსურს, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიური გარემოს განვითარებასა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. როგორც კომპანიას, ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი გარემოს შექმნაში, რომელშიც მიზნისკენ მშვიდი გონებით სვლა და შეუპოვრობა სათანადოდ არის დაფასებული. გვჯერა, რომ საიმედო პარტნიორობით ნებისმიერი მასშტაბური მიზნის მიღწევა შესაძლებელია,” - ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი;პარალიმპიელი ჩემპიონები მზად არიან, ახლა ბრენდების ჯერიაკამპანიის ვიზუალური კონცეფცია უჩვეულო და სიმბოლურია: პარალიმპიელების ფოტოსესია ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა ფოტოებზე პროდუქტებისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელია. ბრენდების ნაცვლად, კადრში ჩნდება მთავარი შეკითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“.ეს ინიციატივა ერთგვარი მოწვევა და გამოწვევაა ქართული ბიზნესისთვის — შეავსონ ეს ცარიელი ადგილები და დაიწყონ პარტნიორობა პარასპორტსმენებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ და მედლებსაც მოიპოვებენ. კამპანიაში უკვე 20 მდე კომპანიაა ჩართული, თუმცა თავისუფალი სივრცეები კვლავ რჩება. ახლა მთავარი კითხვაა — კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?
1792697699
11:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას შვილის გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართება. 12:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ნანა სანდერის და დანარჩენების სასამართლო პროცესი გაიმართება.
1792697690
კუროფინანსური საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა მოულოდნელი ხარჯი გაჩნდეს, თუმცა სიტუაციის გაკონტროლებას შეძლებთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი გაუგებრობას მოგიხსნით.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმების შეცვლაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.კირჩხიბიემოციურად მგრძნობიარე დღე გელით. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფინანსებს ეხება.ლომიდღის განმავლობაში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. პროფესიულ საქმიანობაში შესაძლოა თქვენი შრომა დააფასონ. სიყვარულში სასიამოვნო მოულოდნელობაა მოსალოდნელი. კარგი დროა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.ქალწულიპრაქტიკული აზროვნება რთული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. სასურველია, ყურადღება გაამახვილოთ დაუმთავრებელ საქმეებზე. პირად ცხოვრებაში ზედმეტი კრიტიკისგან თავი შეიკავეთ.სასწორიდღე ჰარმონიისა და ურთიერთობების მოწესრიგების შესაძლებლობას მოგცემთ. შესაძლოა ძველ მეგობარს შეხვდეთ ან სასიამოვნო შეტყობინება მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.მორიელიახალი ეტაპის დასაწყისის სიმბოლური პერიოდია. შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდეთ. ინტუიცია დაგეხმარებათ პრიორიტეტების განსაზღვრაში. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.მშვილდოსანისაინტერესო შესაძლებლობები შესაძლოა მოულოდნელად გამოჩნდეს. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი იდეებისა და სამომავლო მოგზაურობის დაგეგმვისთვის. მოერიდეთ დაუფიქრებელ დაპირებებს.თხის რქაპროფესიული საკითხები დღის მთავარ თემად იქცევა. თქვენი პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა დადებით შედეგს გამოიღებს. პირად ცხოვრებაში მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.მერწყულიშემოქმედებითი იდეებითა და მოულოდნელი შეხვედრებით დატვირთული დღეა. შესაძლოა საინტერესო თანამშრომლობის პერსპექტივა გამოჩნდეს. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კარგად აწონ-დაწონეთ.თევზებიინტუიცია და ემოციური მგრძნობელობა განსაკუთრებით გამძაფრდება. კარგი დროა პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ფინანსურ საკითხებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, საღამო კი მშვიდ გარემოში გაატარეთ.
1792684947
საელჩოს ინფორმაციით, ზურაბაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგებთან, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალი მსხვერპლი გამოიწვია."მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი მხარდაჭერისთვის.ცალკე აღინიშნა მზადყოფნა ურთიერთსასარგებლო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ორმხრივი ინტერესის მქონე ყველა სფეროში, ასევე კოორდინირებული მოქმედებების გაგრძელებისთვის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, კერძოდ, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის (GUAM) საქმიანობის მსვლელობისას.“ გ. ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა პერსპექტივებს, მათ შორის უკრაინისთვის, საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების, კერძოდ, „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში.დ. ბერეჟნიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო უნივერსალური და რეგიონული ორგანიზაციების საქმიანობის ფარგლებში პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გაწევას", - აღნიშნულია უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებული.
1792670986
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.ასევე, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებული რეჟიმი.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენცია.IPRM-ის მორიგი შეხვედრის თარიღად 15 დეკემბერი განისაზღვრა", - აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1792660137
მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ეს სასამართლო პროცესები არის თამაში.“თუ გინდათ, რომ საინტერესო საყურებელი გახდეს ეს ისტორიული პროცესი, დაივიწყეთ ილუზიები, უსაფუძვლო ოპტიმიზმი და უყურეთ იმას, რაც სინამდვილეში ხდება:ყველამ ყველაფერი წინასწარ იცის. არავინ ელის რაიმე ექსტრაორდინარულს;ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს. მანდატურებიც კი გამოაწყვეს სპეციალურ მუნდირებში. ყველამ იცის, ბოლოს რაც მოხდება და რა როლი აქვს მიმდინარედ, მაგრამ მაინც არის მათ თამაშში განსხვავებული ნიუანსებია) ზოგი ცდილობს, თავი მოაწონოს ბიძინას, საჯაროდ პირველად ახდენს საკუთარი მორჩილების დემონსტრირებას;ბ) ზოგი ასევე ცდილობს, თავი მოაწონოს ბიძინას, ოღონდ უკვე „ფავორშია“ და პოზიციის შენარჩუნება უნდა;გ)ზოგი ცდილობს ჩუმად იყოს, მინიმალური ვალდებულება შეასრულოს, ბოლოს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებაზე და ასე გამოძვრეს, იქნებ საერთოდაც აღარავის გაახსენდეს მომავალში’დ) ზოგი „ნაცი არა ვარ“ მტკიცების რეჟიმშია ისევ, საკუთარი წარსულიდან და ბიძინას გამძაფრებული პარანოიიდან გამომდინარე და განსაკუთრებული „შეუპოვრობით“ გამოირჩევა.ასეთი სპექტაკლია.ბოლოს შეგვიძლია რამე პრიზიც დავაწესოთ როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მეორე დღეა, მიმდინარეობს.
1792656005
20 ოქტომბერს Los Angeles Lakers-მა NBA-ის რეგულარული სეზონის პირველი მატჩი გამართა და Golden State Warriors 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 127:105 დაამარცხა. ეს თამაში განსაკუთრებული იყო ქართული კალათბურთისთვის - სანდრო მამუკელაშვილი პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ლეგენდარული Los Angeles Lakers-ის მაისურით ითამაშა.ლეიკერსი მეტია, ვიდრე საკალათბურთო კლუბი. წარმატებულ ისტორიასთან ერთად, ის კულტურულ ფენომენს წარმოადგენს, რომელიც მისდამი სხვანაირი ემოციითა და პატივისცემით განგაწყობს.ითამაშო "ლეიკერსში" - ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ და შენკენ უამრავი თვალია ლოს-ანჯელესიდან ტოკიომდე მოპყრობილი. "ლეიკერსის" მაისურის ტარება დიდი გამოწვევაა, მაგრამ სანდროს კარიერაში ძალიან ბევრი რამ აქვს დამტკიცებული, რაც გვაძლევს საბაბს, ვიფიქროთ, რომ ის 100%-ით მზადაა.მამუს “ლეიკერსის” შემადგენლობაში დებიუტი უკვე ჰქონდა. ეს იყო წინასასეზონო შეხვედრა “საკრამენტო კინგსის” წინააღმდეგ. 19 წუთში ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა დააგროვა.ჩვეულებისამებრ, მატჩის შემდეგ სანდრო თავდაჯერებული ჩანდა. ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა: “ჩემთვის მთავარია მოედანზე გავიდე, მონდომებით ვითამაშო, მაქსიმუმი გავაკეთო და დანარჩენი თავისით მოხდებაო”.პირველი ოფიციალური შეხვედრა “ლეიკერსმა” საშინაო არენაზე “გოლდენ სტეიტ უორიორსის” წინააღმდეგ გამართა. წინასასეზონო სამზადისში ეს ორი კლუბი უკვე 2-ჯერ დაუპირისპირდა ერთმანეთს. სანდროს გუნდმა ორივე შეხვედრა სამწუხაროდ დათმო (124:98 და 89:101).თავად სანდრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა: პირველ შეხვედრაში "გოლდენ სტეიტს" 15 ქულა ჩაუგდო (ასევე 2 მოხსნა და 2 ასისტი), მეორე ჯერზე კი 10 ქულას, 7 მოხსნასა და 2 ასისტს მოუყარა თავი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სანდროს საოცარი ჩატენვა ბრუნში, რომელმაც ყველა სოციალური ქსელი მოიცვა. კადრში ჩანს მისი გაოგნებული თანაგუნდელის, NBA-ის "ოლ სტარის" 6-გზის მონაწილის, ლუკა დონჩიჩის სახე. დიახ, სამზადისში სანდრომ უკვე დაუმტკიცა თანაგუნდელებს, რომ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, შემოქმედითობა და გუნდური თამაში თანაბრად ეხერხება.დონჩიჩმა სანდროს მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა: “თამაშს კარგად კითხულობს და შესანიშნავ გადაცემებს აკეთებსო”, - აღნიშნა მან. რამდენადაც დიდია მოლოდინი და სასიამოვნოა ეს პოზიტიური განწყობა, უნდა გვესმოდეს, რომ სანდრო ძალიან რთულ გზას გადის. NBA-ის უზომოდ გადატვირთულ კალენდარში თითოეული ფეხის დაცდენა ძვირად ფასობს. აქ პატიებას არ უნდა ელოდო - შანსს მხოლოდ მაშინ მიიღებ, თუ მას გამოიმუშავებ.ლეიკერსამდე მიმავალი გზასანდრომ იბრძოლა, არ დანებდა და არ გაჩერდა. მიდიოდა იქ, სადაც შესაძლებლობა ელოდა. იღებდა გამოცდილებას და პროგრესის შანსს ხელიდან არ უშვებდა. იყო ცვლილებები, მოქმედება, სიახლისა და სიმაღლის წყურვილი და “ლეიკერსამდე” მიმავალი გრძელი გზა. ქრონოლოგიურად გადავხედოთ:2021 წლის დრაფტზე იგი “ინდიანა პეისერსმა” აირჩია, თუმცა რეალურად კარიერა NBA-ის იმჟამინდელ მოქმედ ჩემპიონში, “მილუოკი ბაქსში” დაიწყო, სადაც ვარსკვლავური შემადგენლობა და უდიდესი კონკურენცია დახვდა. ნდობის მოსაპოვებლად მას G-ლიგაში თამაშიც მოუწია, სადაც ბრწყინვალე ასპარეზობით ყველას დაუმტკიცა, რომ მისი ადგილი მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ასოციაციაში იყო.ამას მოჰყვა გარდამტეხი ეტაპი - ტრანსფერი “სან ანტონიოში” და ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით ასპარეზობა. მის ხელში მამუმ უდიდესი გამოცდილება მიიღო. “სან ანტონიოს” პუბლიკამ სანდრო შეიყვარა, თუმცა მამუს მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა, ამიტომაც მორიგ გაჩერებად “ტორონტო რაპტორსი” აირჩია - საჯაროდაც დაადასტურა, რომ სხვა კლუბებისგან უკეთესი ფინანსური შეთავაზების მიუხედავად, გასული სეზონის სტარტზე არჩევანი “ტორონტოზე” შეაჩერა.ამ ნაბიჯმა დაგვანახა, რომ მამუ პარკეტს მიღმა სწორ ნაბიჯებს დგამდა: გასული სეზონი მის კარიერაში გამორჩეული გამოდგა. კანადურ კლუბში სანდრო პარკეტზე 80 შეხვედრაში ვიხილეთ, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია. მამუმ სეზონი შთამბეჭდავი სტატისტიკით დაასრულა: საშუალოდ 21.9 წუთი, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.9 შედეგიანი გადაცემა. თამაშიდან სროლის სიზუსტის პროცენტული მაჩვენებელი 52.5%-ს შეადგენდა, რაც მთელი NBA-ის მასშტაბით მე-20 საუკეთესო შედეგი გახლდათ.…და ლოს-ანჯელეს ლეიკერსი"ტორონტოსთან" შეთანხმების მიხედვით, მამუკელაშვილს ჰქონდა უფლება, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გამხდარიყო და კარიერა სხვა კლუბში გაეგრძელებინა. ამ შესაძლებლობით კი “ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” ისარგებლა და სანდროს 4-წლიანი, 52 მილიონი დოლარის კონტრაქტი გაუფორმა, რითაც ძალიან ბევრი ქართველი ქომაგის ოცნება ახდა - სანდრო იმ კლუბში ითამაშებს, რომლის მაისურითაც მეჯიკ ჯონსონი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი, კობი ბრაიანტი და შაკილ ო’ნილი ასპარეზობდნენ.სანდრომ ლეიკერსში 54-ნომრიანი მაისური მოირგეო, რაც სიმბოლიზმის მატარებელია. გაგახსენებთ, “ინდიანა პეისერსმა” იგი დრაფტზე 54-ე პიკად აირჩია. შესაბამისად, ეს იყო მისი სტარტი, ესაა მისი ამწყო და ვიყოთ იმედიანები - წარმატებული მომავალი.მეექვსე სეზონი NBA-ში, ამჯერად უკვე “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” რიგებში - ეს ძალიან ხმაურიანი და შთამბეჭდავი ფურცელია ქართული კალათბურთის ისტორიაში. ეს საფეხური სანდროს ძალიან გაზრდის და ჩვენი ნაკრებისთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოაყალიბებს. ცხადია, როდესაც NBA-ის კალენდრის გამო სანდრო სანაკრებო შეკრებებზე გუნდთან ერთად ვერ იმყოფება, ეს დიდი დანაკლისია, თუმცა მნიშვნელოვან მომენტებში, დიდ ტურნირებზე, სანდროს ნაკრებში მხრებით მოაქვს კლასი, გამოცდილება და დამაჯერებლობა - ლიდერული თვისებები მან გასულ ევრობასკეტზეც ნათლად დაგვანახა.ერთი სიტყვით, წინ საინტერესო სეზონი გველოდება. კალიფორნია, “ლეიკერსი”, კობი ბრაიანტი, სანდრო მამუკელაშვილი - ეს უკვე ერთმანეთთან კავშირში მყოფი ასოციაციებია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მამუს ამ ძალიან საინტერესო თავგადასავალში ვუქომაგოთ და უდიდესი წარმატება ვუსურვოთ.საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ზელენსკი - უკრაინა შეწყვეტს რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს, თუ კრემლი ჩვენს ენერგეტიკას არ შეეხება
1791717517
"ვატო ყიფიანის, კაწრო ბილანიშვილის და მანამდე ტყუპი ძმები ფეიქრიშვილების დაკავების უკან გაცილებით დიდი სურათი იკვეთება"
1792148597
რუბიო – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მუქარას თუ არ შეწყვეტს, აშშ მას დაშლის
1791578252
11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1791661769
14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
1791954960








