"შსს გაუგებარი მიზეზით ვერ დაგვიშლის, განვახორციელოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და მშვიდად და წყნარად შევიკრიბოთ"
1790856093
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა
1790855815
მამუკა ფიფია - ეს დასანქცირება არის ჯილდო ჩემთვის, ძალიან მიხარია
1790853260
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
1790849319
ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
1790848046
1790843277
საერთაშორისო ტრანზაქციის განაწილების პროცედურა მარტივია: ნივთის ან მომსახურების შეძენის შემდეგ, მობაილბანკში, ტრანზაქციების ველში, პოულობთ განხორციელებულ ტრანზაქციას და ირჩევთ - „ტრანზაქციის განაწილება“. შედეგად, თანხა ეროვნულ ვალუტაში ავტომატურად ბრუნდება ანგარიშზე და თქვენთვის სასურველ პერიოდზე, 4-დან 36 თვემდე, ნაწილდება. განაწილების საკომისიო თვეში 1%-ია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი - 23.4%-დან.საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების ფუნქციონალის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გადახდაზე - იქნება ეს ონლაინ შოპინგი, სასტუმროს ჯავშანი, ავიაბილეთის შეძენა თუ სხვა საერთაშორისო სავაჭრო და სამოგზაურო სერვისი. მათ შორის, ისეთ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე, როგორებიცაა: Temu, Amazon, eBay, AliExpress, SHEIN, Wizz Air, Ryanair, Booking.com, Airbnb და სხვა. მთავარია, ტრანზაქცია დოლარში ან ევროში იყოს განხორციელებული.საერთაშორისო ტრანზაქციის განაწილების დეტალური პირობების და პროცედურის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.„განაწილება“ თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც მომხმარებლების სხვადასხვა სურვილისა და საჭიროების დაკმაყოფილების გასამარტივებლად შეიქმნა. საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების ახალი შესაძლებლობა კი, იმ მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებსა და ციფრულ სერვისებს ხშირად იყენებენ.გახადე შენი სურვილები უფრო ხელმისაწვდომი - ისარგებლე თიბისის განაწილებით.
1790835006
ტენდერში მონაწილე კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის.პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული. კომპანია განაცხადს თიბისის მობაილბანკში ავსებს. ხელშეკრულების გაფორმება და ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება, განაცხადის დაფიქსირებიდან 30 წუთშია შესაძლებელი.თიბისის მობაილბანკიდან ელექტრონული სატენდერო გარანტიის მაქსიმალური მოცულობა 15 000 ლარს შეადგენს. ახალი ფუნქციონალი ბიზნესს, დროსთან ერთად, ფულად რესურსსაც უზოგავს. ციფრულად გარანტიის მიღება კომპანიებს განახევრებული ტარიფით და 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით შეუძლიათ.განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს: https://tbc-business.onelink.me/Ierb/ElGuaranteeProcess-sms
1790779834
რატომ STEM სკოლა?საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა საქართველოში STEM განათლების მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ონლაინ პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს VII-XI კლასის მოსწავლეებს, სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.ამასთან, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ყოველწლიურად 90 მოსწავლეს STEM სკოლაში სწავლას უფინანსებს - 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 კი - 50%-იან გრანტს იღებს.ინფორმაციისთვის, უკვე 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა STEM სკოლის კურსი, რომელთაგან 500-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1790771231
საქართველოს ბანკის Agent orchestrator აგენტების სისტემაა, რომელიც პროგრამული დეველოპმენტის გუნდების წევრის როლში მუშაობს. მას შეუძლია დავალების მიღებიდან საბოლოო შედეგამდე თავად მოიპოვოს საჭირო კონტექსტი, დაგეგმოს სამუშაო, დაწეროს და დატესტოს კოდი და წარადგინოს ის განხილვისთვის. ამასთან, ყველა მნიშვნელოვანი ეტაპს თანამშრომელი აკონტროლებს და წარმოებაში კოდის გაშვებამდე საბოლოო გადაწყვეტილებას დეველოპერი იღებს.Agent orchestrator საქართველოს ბანკის IT გუნდმა შექმნა და ის უკვე რეალურ სამუშაო პროცესში გამოიყენება. სისტემა რამდენიმე AI მოდელს აერთიანებს და ბანკის საკუთარი კოდის ბაზაზე შექმნილ ტექნიკურ ცოდნას იყენებს. მისი ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ტრადიციულ AI coding assistant-ებთან შედარებით ისაა, რომ თანამშრომლის მუდმივი მითითებების ნაცვლად, Agent orchestrator იღებს კონკრეტულ დავალებას და მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ შედეგს წარადგენს.„AI-ის გამოყენებისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნოლოგიის შესაძლებლობების დემონსტრირება, არამედ ის, თუ როგორ შეიძლება მან რეალურად შეცვალოს სამუშაო პროცესი. Agent orchestrator სწორედ ასეთი მიდგომის მაგალითია - სისტემას ვაძლევთ ამოცანას, ის თავად გადის სამუშაოს ძირითად ეტაპებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებასა და ხარისხის კონტროლში ადამიანს ცენტრალური როლი რჩება. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, დეველოპერებმა მეტი დრო დაუთმონ იმ ამოცანებს, სადაც გამოცდილება, კრეატიულობა და გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო“, — აცხადებს ვაჟა მანტუა, საქართველოს ბანკის IT დირექტორი.DataIQ Awards მონაცემთა, ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს. 2026 წლის კონკურსში საქართველოს ბანკი ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა: Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis , Schneider Electric, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა DataIQ Awards 2026-ზე ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო. ბანკმა გაიმარჯვა როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით გამორჩეული გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობის მიმართულებებით.
1790847663
მოზარდების ნაწილს მცირე დაზიანებები აღენიშნებათ და კლინიკაში არიან გადაყვანილი.ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის პირველ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ.მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
1790839967
"უხსოვარ დროს, როდესაც სტუდენტი ვიყავი, ლექციაზე ეთერ ბოცვაძემ გვითხრა, დრო მოვა და ძალიან ბევრ სიმსივნეზე აღმოჩნდება, რომ ინფექციები იწვევსო. მაშინ ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენა, თუმცა სადღეისოდ უკვე დადგენილია, რომ სიმსივნის ყოველი 8 შემთხვევიდან 1 ინფექციური წარმოშობისაა (ანუ წელიწადში 2.3 მილიონზე მეტი სიმსივნის დიაგნოზი).ამ ინფექციურ პათოგენებს შორის წამყვანია შემდეგი 5:1. ჰელიკობაქტერია (Helicobacter pylori) - რომელიც იწვევს კუჭის კიბოს და ლიმფომას.2. პაპილომავირუსი (HPV) - სქესობრივი გზით გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის, ანუსის, ვულვის, პენისის და ორიგარინგეალურ (პირ-ხახის) კიბოს.3. B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) - იწვევს ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას, რაც შეიძლება გართულდეს ღვიძლის კიბოთი (ჰეპატოცელულარული კარცინომა)4. C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) - იწვევს ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას, რაც შეიძლება გართულდეს ღვიძლის კიბოთი (ჰეპატოცელულარული კარცინომა)5. ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) - რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ჰოჯკინის ლიმფომა, ბერკიტის ლიმფომა და ცხვირ-ხახის კარცინომა (ეს ფაქტი ზოგჯერ ზედმეტ შფოთვას იწვევს EBV გამოწვეული მონონუკლეოზის დროს. ეს დაავადება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, >90% გადატანილი აქვს, თუმცა სიმსივნის რისკი უკიდურესად დაბალ პროცენტშია).ეს ჩამონათვალი სრული არ არის და რამდენიმე სხვა ინფექციური აგენტის სიმსივნეებთან ასოციაციაც დადგენილია, თუმცა მათი სიხშირე ნაკლებია.ეს მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიცინაში (ანუ ინფექციების და სიმსივნეების ასოციაციების დადგენა), რადგან ინფექციური სიმსივნეები ხშირად შეიძლება მარტივად იქნას თავიდან აცილებული.საკითხის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით მომუშავე მეცნიერებმა არაერთხელ მოიპოვეს დიდი აღიარება. მაგალითად, მარშალმა და უორენმა 2006 წელს (ჰელიკობაქტერ პილორის აღმოჩენისთვის), ხოლო ჰაუზენმა 2008 წელს (პაპილომავირუსის აღმოჩენისთვის) მიიღეს ნობელის პრემია.განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა სიმსივნეების პრევენციის მარტივ შესაძლებლობებს ადამიანები არ იყენებენ. მაგალითად, B ჰეპატიტი და პაპილომავირუსი და მათთან ასოცირებული სიმსივნეები ვაქცინაციით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ.P.S. ახლა, ამ პოსტის ქვეშ, ანტივაქსერების დიდი შეკრება და წყევლა-კრულვაა მოსალოდნელი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და ამას ვერავინ უარყოფს", - წერს ბუწაშვილი.
1790798357
მისივე თქმით, საქართველოს ადგილი ნამდვილად არის ევროსაბჭოში."ქართული ოცნება" არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ყოველდღიურად ფეხქვეშ თელავს ევროპულ ღირებულებებს, რომელზეც დგას ევროკავშირი, სწორედ ამ დროს, ჩვენ ვიმყოფებით სტრასბურგში.საქართველოს ადგილი ნამდვილად არის ევროსაბჭოში და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ევროპული იდენტობა, როგორც ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. "ქართული ოცნება" ყოველდღიურად გვაშორებს ევროპულ მომავალს, მათი მიზანია, რომ ქართველებმა დავკარგოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ევროპული ფესვები, ის ღირებულებები, რომელზეც დგას არა მარტო თანამედროვე სახელმწიფო და კონსტიტუცია, არამედ წესწყობილება სამართლებრივი და პოლიტიკური.საქართველოში ჯერ კიდევ არის დემოკრატიის კუნძულები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მცდელობისა, რომ ჩაახშოს და ამოძირკვოს, მაინც არსებობს. აქ, ამ დარბაზებში იმ ადამიანების ხმები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსთაველზე დგანან და აპროტესტებენ ამ რეჟიმს, ძალიან კარგად ისმის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
1790797624
11:00 საათზე - რიყის პარკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესო შენგელია, აქციასთან - "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს" - დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს და მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644 11:00 საათზე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, ბრიტანელი და ესპანელი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.მისამართი: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასაკონტაქტო ნომერი: 555451001 12:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. 14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.
1790797467
კუროკარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი გაუგებრობას მოგიხსნით.ტყუპებისაინტერესო ინფორმაცია ან შეთავაზება შეიძლება მიიღოთ. ნუ იჩქარებთ პასუხის გაცემას - დეტალები კარგად გადაამოწმეთ.კირჩხიბიყურადღება ოჯახსა და პირად საქმეებზე გადაიტანეთ. ემოციური ფონი შეიძლება ცვალებადი იყოს, ამიტომ კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდეთ.ლომითქვენი ინიციატივა შედეგს გამოიღებს. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი იდეების გასაზიარებლად. მოსალოდნელია სასიამოვნო ამბავიც.ქალწულიფინანსებთან დაკავშირებული საკითხები დღის მთავარ თემად შეიძლება იქცეს. დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ და პრიორიტეტები სწორად განსაზღვრეთ.სასწორიხელსაყრელი დღეა პირადი გეგმების განსახორციელებლად. შესაძლოა, მიიღოთ მხარდაჭერა ადამიანისგან, რომლის დახმარებასაც არ ელოდით.მორიელიინტუიციას ენდეთ. დღეს ზოგიერთი საკითხი შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც დაგეგმეთ, თუმცა საბოლოოდ ცვლილება თქვენს სასარგებლოდ აღმოჩნდეს.მშვილდოსანისოციალური და აქტიური დღეა. ახალი ნაცნობობა ან საინტერესო შეხვედრა სამომავლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს.თხის რქაპროფესიულ სფეროში მეტი პასუხისმგებლობა გელით. თქვენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება. კარგი დროა გრძელვადიანი გეგმების შესადგენად.მერწყულიახალი იდეებისა და ცვლილებების დღეა. შესაძლოა, გეგმები მოულოდნელად შეიცვალოს. სიახლეების ნუ შეგეშინდებათ - ისინი ახალ შესაძლებლობას გაგიხსნით.თევზებიემოციურად დატვირთული დღეა. ფინანსურ შეთანხმებებსა და დაპირებებს ყურადღებით მოეკიდეთ. საღამო დასვენებასა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმეთ.
1790792932
“აბა, ვინმემ ამიხსნას, რუსეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაში ნახსენებ “მტკივნეული რეგიონები” რას ნიშნავს. "ინფორმაციის თანახმად, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მტკივნეულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და იმ პოტენციურ გზებს, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს ადგილობრივ თემებთან ურთიერთობის აღდგენისა და კავშირების დამყარების შესაძლებლობას მისცემს”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემატურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ბიზნესმენ თემურ უგულავას დაფუძნებული "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილმა იყიდა
1789760302
თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
1789626759
ვერაზე საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს
1790012428
ძმები ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებული
1790071500
ზელენსკი - უკრაინამ როსტოვის სამხედრო აეროდრომზე სამი რუსული თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი გაანადგურა
1789639542








