ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

1780563432

M25 ქართულ ბაზარზე სრულიად ახალ კონცეფციას ამკვიდრებს. ბიზნესცენტრის მიზანია, შექმნას სამუშაო გარემოს ახალი სტანდარტი, სადაც პროფესიონალებს შეეძლებათ, შენობიდან გასვლის გარეშე ისარგებლონ გამაჯანსაღებელი და გასართობი აქტივობებით. შედეგად, პროექტი აერთიანებს საოფისე და საერთო სამუშაო სივრცეებს, საკონფერენციო ინფრასტრუქტურას, ფიტნესდარბაზს, საუნას, სპა-პროცედურების ოთახსა და იოგას სტუდიას.სულ მალე კომპლექსის ბოლო სართულზე მაღალი კლასის რესტორანი განთავსდება ქალაქის პანორამული ხედებით, რომელიც მოემსახურება როგორც ბიზნესცენტრის მომხმარებლებს, ასევე სტუმრებს და შესაძლებელი იქნება საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების გამართვა. პირველ სართულზე კი მომხმარებლებს “ანტრეს” კაფეტერიების ქსელი მოემსახურება.ბიზნესცენტრში უკვე წარმოდგენილია არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის: “შატო მუხრანი”, Georgian Wines and Spirits, სასტუმრო ibis Tbilisi Airport-ის დეველოპერი და მმართველი კომპანია - Fujin Silk Properties, Ferring Pharmaceuticals-ის წარმომადგენლობა საქართველოში, მონაკოს საკონსულო და სხვა. ამ ეტაპზე სამსართულიან ბიზნესცენტრში მხოლოდ 1 500 კვ.მ ფართობია გასაქირავებელი.თიბისისთან პარტნიორობით, M25 პრემიუმ საოფისე უძრავი ქონების ბაზრის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს ქმნის. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს ბაზარზე თანამედროვე და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სტანდარტების დამკვიდრებას, სადაც ბიზნესის, სერვისისა და ცხოვრების სტილის კომპონენტები ერთ სივრცეში ერთიანდება.

"საქართველოს ბანკსა" და "თეგეტა ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1780558865

დოკუმენტს ხელი საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ და „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ მოაწერეს.თანამშრომლობის მიზანი საქართველოში მდგრადი და ინოვაციური ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაა.RECSOL-ის საბურავების გადამუშავების ქარხანა საქართველოს ბანკისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით შენდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი ნარჩენის - გამოყენებული საბურავების ეფექტიან მართვასა და მათ გარდაქმნას ეკონომიკური ღირებულების მქონე რესურსად. გადამუშავების შედეგად მიღებული მასალები სხვადასხვა ინდუსტრიაში იქნება გამოყენებული.საწარმოს ამოქმედება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი და ის ყოველწლიურად 25-30 ათასი ტონა საბურავის გადამუშავებას შეძლებს.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ეკონომიკურ ღირებულებასთან ერთად გარემოსდაცვით და სოციალურ სარგებელსაც ქმნის. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვისა და გადამუშავების მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს და ინდუსტრიის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. გვჯერა, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ახალი ინდუსტრიული მიმართულების განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს, როგორც ნარჩენების მართვისა და გადამუშავების რეგიონული ჰაბის, პოტენციალის გაძლიერებას.  საქართველოს ბანკი კი აქტიურად აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მდგრად განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან გაძლიერებას ემსახურება“, - საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემRECSOL „ეკო სერვის ჯორჯიასთან“ პარტნიორობით შენდება და საქართველოში ნარჩენების მართვის სრულიად ახალი მოდელის დანერგვას ისახავს მიზნად. საწარმო ევროპული სტანდარტებს სრულად შეესაბამება და CE და ISO მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.„RECSOL ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული პროექტია „თეგეტა ჰოლდინგისთვის“. გამოყენებული საბურავები ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ ნარჩენად მიიჩნევა და სერიოზული გარემოსდაცვითი საფრთხეა. ჩვენი მიზანია, ეს ნარჩენი ეკონომიკურ ღირებულებად გარდავქმნათ და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები თეორიული კონცეფციიდან რეალურ, მოქმედ სისტემად ვაქციოთ.ამ მასშტაბის ინიციატივის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერის გარეშე. ბანკი ჩვენთვის არა მხოლოდ ფინანსური პარტნიორია, არამედ იზიარებს ჩვენს ხედვას მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის შესახებ. სწორედ ასეთი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ სრულიად ახალი ინდუსტრიული მიმართულება, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, ტექნიკურ ექსპერტიზას გააძლიერებს და საქართველოს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ.

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება

1780497791

ვორკშოპი დაეთმობა იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც ბიზნესებმა ექსპორტის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინონ. მონაწილეები გაეცნობიან კომპანიის საექსპორტო პოტენციალის შეფასების მიდგომებს, ექსპორტის მზაობის ძირითად კომპონენტებს, სამიზნე ბაზრების შერჩევის მეთოდებსა და ექსპორტის ფინანსურ ლოგიკას.ვორქშოპი პრაქტიკულ ცოდნასა და რეალურ გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული და მონაწილეებს დაეხმარება, უკეთ შეაფასონ საკუთარი ბიზნესის შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად.საქართველოს ბანკი ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი ცოდნის მიღებასა და საქმიანობის გაფართოებაში ეხმარება.ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება

1780496587

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ სპიკერებს ტექნოლოგიების, კრიპტო ეკოსისტემის, კონტენტის, კულინარიის, გეიმინგის და სხვა მრავალი ინდუსტრიიდან. მათ შორის, დავით ღვედაშვილი, საქართველოს ბანკის Digital Cluster Product Owner ბანკის ციფრული განვითარების გამოცდილებაზე ისაუბრებს.ღონისძიება მოიცავს როგორც საჯარო გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს, ასევე პრაქტიკულ სესიებს. საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებული სპეციალური ვორკშოპი ინვესტიციებისა და კრიპტო აქტივების თემატიკას დაეთმობა. სესიის ფარგლებში, გიორგი გურგენიძე, საქართველოს ბანკის Digital Product Owner, მონაწილეებს გააცნობს საინვესტიციო ბაზრის ძირითად პრინციპებს, აქციებისა და კრიპტო აქტივებით ინვესტირების შესაძლებლობებს მობილბანკის საშუალებით. ვორკშოპის მონაწილეები საქართველოს ბანკისგან სიმბოლურ საჩუქარს მიიღებენ.ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ბანკის Visa ბარათის მფლობელებისთვის გათვალისწინებულია 15%-იანი ფასდაკლება.Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკიღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotelგენერალური პარტნიორი: Betssonპლატინის სპონსორები: Visa, Tegetaოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატიპარტნიორები: Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.geღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://spotlight.ge/

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
4 ივნისის ანონსი

1780515989

11:00 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავს.თემა: "ქართული ოცნების კლანის კორუფციული წილი ელექტროენერგიის ტარიფში"მისამართი: ვაჟა ფშაველას 45, "ფორმულას" შენობა სართული - 3საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644 11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 11:30 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მოძრაობის ლიდერი, ანა წითლიძე, მედიასთან კითხვა პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.მისამართი: ვაჟა ფშაველას 45, "ფორმულას" შენობა სართული - 3საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644 12:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. 13:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1780515982

კუროფინანსურ თემებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. მშვიდი და გააზრებული გადაწყვეტილებები საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.ტყუპებიკომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. კარგი დროა შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და ახალი ნაცნობობისთვის.კირჩხიბიემოციური ფონი შედარებით მგრძნობიარეა. ეცადეთ, დრო დაუთმოთ საკუთარ საჭიროებებს და ზედმეტი დატვირთვა აირიდოთ.ლომიშესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. თქვენი იდეები მხარდაჭერას მიიღებს, თუ თავდაჯერებულობას შეინარჩუნებთ.ქალწულიდღე ხელს უწყობს ორგანიზებასა და დაგეგმვას. მცირე დეტალებზე ზრუნვა მომავალში მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ.სასწორიურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნება მარტივი იქნება. კარგი დროა გაუგებრობების მოსაგვარებლად და შეთანხმებების მისაღწევად.მორიელიინტუიცია სწორ მიმართულებას გაჩვენებთ. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას და ფაქტებსაც მიაქციეთ ყურადღება.მშვილდოსანიახალი შესაძლებლობები შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს. გახსნილობა და მოქნილობა წარმატების შანსს გაზრდის.თხის რქასაქმიან საკითხებში პასუხისმგებლობა დაგიფასდებათ. მოთმინება და თანმიმდევრულობა სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ.მერწყულიკრეატიული იდეები განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად ან ძველი გეგმების განახლებისთვის.თევზებისაკუთარ გრძნობებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. მშვიდი გარემო და ახლობლებთან ურთიერთობა დადებით ენერგიას შეგმატებთ.

ნიკა გვარამია - გრიგოლ გეგელიას დამიძახეთ და მასთან ერთად მსგავს პუბლიკას

1780503045

გვარამიას თქმით, გეგელია თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, მასაც გადაუთარგმნონ.“გრიგოლ გეგელიას დამიძახეთ და მასთან ერთად მსგავს პუბლიკას:აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას.ვაშინგტონის ძირითადი მოთხოვნები შეერთებულმა შტატებმა თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას მკაფიოდ დააფიქსირა ურთიერთობების „გადატვირთვის“ პირობები. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამ პროცესს ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებად აფასებს, ვაშინგტონი ოფიციალური თბილისისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს.ვიდეო კომენტარშია, პირველ რიგში, იმათთვის, ვინც ინგლისური იცის ჩემზე უკეთ. გრიგოლმა, როგორც მისი სტატუსიდან ჩანს, იცის და გაერკვევა, იმედია. თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო "ლელო" რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული "ზომიერი" პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია”, - წერს ნიკა გვარამია. 

გიორგი ბუტიკაშვილი - ვითარების ისე დასტაბილურება ვერ მოხდება, როგორც ეს "ქართულ ოცნებას" სურს

1780497087

მისივე თქმით, ასე ვითარების სტაბილურობა ვერ მოხერხდება."ამერიკისთვის წითელი ხაზია მათ შორის პარტიების აკრძალვის დაინიციირება, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების დევნა და ამაზე ღიად საუბრობენ ჩვენს ყველა კომუნიკაციაში."ქართულ ოცნებას" სურს, მიიღონ და აღიარონ ისეთი, როგორიც არის და ამას საუბრობენ ამერიკელებთან საუბრისას ყოველ ჯერზე, თუმცა, ამით სტაბილურობა ვერ მიიღწევა, რადგან ჩვენ არ ვართ არც ბელორუსია და არც აზერბაიჯანი. წინააღმდეგობა გაგრძელდება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდანაც და ვითარების ისე დასტაბილურება ვერ მოხდება, როგორც ეს "ქართულ ოცნებას" სურს", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

"აუცილებელია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მთლიანად მთელი პოლიტიკური სისტემის გადატვირთვას მოიტანს"

1780496755

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" იძულებული გახდება, რომ აშშ-სთან კომპრომისზე წავიდეს."აუცილებელია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მთლიანად მთელი პოლიტიკური სისტემის გადატვირთვას მოიტანს და არ იქნება მხოლოდ მოკლევადიან შედეგზე გათვლილი. ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგად ესმის. ბუნებრივია, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი იმიტომ, რომ შეშინებულია, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, მას სურს დიქტატურის დამყარების საქმე ბოლომდე მიიყვანოს და ამას ვერ ახერხებს, ეს საქართველოში არ გამოუვა. შესაბამისად, მოუწევთ კომპრომისებს და დათმობებზე წასვლა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ამისი კი ეშინიათ იმიტომ, რომ მათი სისტემა დგას დაშინებაზე", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ირაკლი კობახიძე - საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას

1780495926

მან უპასუხა შეკითხვას "ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო სისტემის ხარისხს ეხებოდა."თქვენ გახსოვთ, რამხელა შტურმი იყო სასამართლო სისტემაზე თავის დროზე -  საბჭოური ტიპის აგიტაცია, სასამართლო სისტემის ბრენდირება და მაშინ, ჩვენ ვთხოვდით ოპონენტებს, რომ წარმოედგინათ კონკრეტული საქმეები, რომლებიც მათი აზრით იყო უსამართლოდ გადაწყვეტილი. ვერც ერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგინეს. გარდა ამისა, მათ არაერთგზის მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს სარჩელებით, სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და წააგეს ყველა საქმე. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის არის ცნობილი. საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს. შესაბამისად, სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში არის მაღალი ნდობა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას და ის რეიტინგი, რომელიც გამოქვეყნდა, არის ამ ყველაფრის კიდევ ერთი დადასტურება. საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ იმისათვის, რომ სასამართლო გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი და ეს მიღწევა არის ასახული შესაბამის რეიტინგებშიც“, - განაცხადა კობახიძემ.