10:30 საათზე - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

10:30 საათზე - პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

 

11:00 საათზე - “ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერის ვახტანგ სურგულაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: რა პრობლემებს წარმოქმნის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხოეთში სამკურნალოდ მიდიან.

 

11:00 საათზე - საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

მისამართი: მაჩაბლის ქ.#11

საკონტაქტო ნომერი - 599 58 00 01

 

13:00 საათზე - "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტია ბრიფინგს გამართავს.

თემა: "რას მოიტანს არჩევნებში მონაწილეობა და რა არჩევანი აქვს ოპოზიციას - სრული ბოიკოტი და ბრძოლა, თუ ივანიშვილის რეჟიმთან ირიბი თანამშრომლობა?".

მისამართი: რუსთაველის 21, ედპ-ის ოფისი

 

13:00 საათზე - ადვოკატი „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მისამართი: საქალაქო სასამართლო (კანცელარია)

საკონტაქტო პირი: არჩილ ჭიჭინაძე - 550 05 06 93