კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს, მართლა ირელევანტურ კლოუნად იქცა გიორგი გახარია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

"კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს აქ დარჩენილებს, ვინც მართლა ვიბრძვით და მისგან განსხვავებით არც ციხის გვეშინია.

"შამპანურის „ბაკალით“ ზღვაზე წამოწოლილები“ ვერ დაამარცხებენ ივანიშვილსო. ეს ფრაზა ხშირად გამოიყენა დღევანდელ ეთერში და ეტყობა, ფროიდის ეფექტია. მართლა ირელევანტურ კლოუნად იქცა გიორგი გახარია“, – წერს ბოკუჩავა.