12:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ავტოსაგზაო შემთხვევების წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა: ავარიების, დაშავებულობის, ქვეითების გარდაცვალების გაზრდილი მაჩვენებლები. საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, ავტოკატასტროფის შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზები“.

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

13:00 საათზე - "ძლიერი საქართველოს" ცენტრალურ ოფისში დეა მეტრეველის და ქეთი თურაზაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: "საქართველოში სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება! კლებულობს ახალი ქართული ოჯახების რიცხვი! მოქალაქეები ტოვებენ ქვეყანას! სრულდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკა - საქართველო ქართველების გარეშე!"

მისამართი: თბილისის ცენტრალი #2

 

14:00 საათზე - პარლამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზში პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

მისამართი: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის N37

 

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

16:30 საათზე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები და ლექტორები შეიკრიბებიან, რომლებიც დაკავებულ სტუდენტებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ და შემდგომ, გაიმართება მხარდამჭერი მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტამდე, სადაც სტუდენტებისა და პროფესორების 24-საათიანი გაფიცვაა დაანონსებული.