დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საპროტესტო მარშები გაიმართება.

მსვლელობები დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

15:00 - "ეს დღე ჩვენია" - საჯარო მოხელეთა პროფკავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი - რესპუბლიკის მოედნიდან;

15:00 - საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან;

16:00 - საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია - კულტურის მარში: თეატრი, კინო, არქიტექტურა, ლიტერატურა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კლუბები, სთენდაფები - ფილარმონიიდან; 

17:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის მარში - "ძლიერი საქართველო" - რუსთაველის ძეგლიდან. 

17:00  სტუდენტური მოძრაობის ორგანიზებული ღია გამოფენა - ქაშვეთსა და პირველ გიმნაზიას შორის. 

18:30 - დოკუმენტური ფილმის ჩვენება "დამოუკიდებლობის გადასარჩენად".

19:00 - უცხოელი მეგობრების ვიდეო მოლოცვები და სალომე ზურაბიშვილის მილოცვა.