08:30 საათიდან - ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი: 08:30; 10:30; 12:30 ; 15:30 ; 17:30; 20:30 ; 21:00; 22:00 საათამდე.

10:30 საათზე - რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08 ; ანუკა გაბელია 551 633 644

 

09:30 საათზე - „ქართული ოცნება – დემოკრატიულის საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მივა.

მისამართი: N3 ოლქი; N64 საარჩევნო უბანი; საირმის ქ. (გორა) N15; ვირსალაძის ხელოვნების გიმნაზია.

 

10:00 საათზე - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მივა.

მისამართი: ვ.გორგასლის ქუჩა #2-ში (72-ე საჯარო სკოლა)

 

12:00 საათზე - მიხეილ ყაველაშვილი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივა.

მის: უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან