დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე გარდაიცვალა, - ინფორმაციას ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს.

"თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთელი კოლექტივი შეძრწუნებულია თავზარდამცემი ფაქტის გამო.

გარდაიცვალა თეატრის წამყვანი დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს და მთელს თეატრს", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.