10:30 საათზე - ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია ბრიფინგს გამართავს.

თემა: "ქუთაისის ცნობილი ბულვარის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და გაფლანგული მილიონები“.

მისამართი: ცენტრალური ბულვარის წინ (მერიის მხრიდან)

საკონტაქტო პირი: გიგა შუშანია - 577 58 56 56

11:00 საათზე - ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები "მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოცხადდება ლიტერატურული კონკურსი "ილია თანამედროვე პოეზიაში," რომელიც მიზნად ისახავს ილიას შესახებ ახალი ლიტერატურული/პოეტური ნიმუშების შექმნას და პოპულარიზაციას.

მისამართი: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო ნომერი: 599726565

 

12:00 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს ოფისში, პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში "EPP"-ის და თანამოაზრე ჯგუფის რეზოლუცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ გაუარესებულილ მდგომარეობაზე საქართველოში და საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, სადაც საუბარია მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პილიტიკურ პატიმრობაზე“.

მისამართი: სააკაძის დაღმართი, მეორე გასასვლელი #4

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

 

12:00 საათზე - "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლები სრულმასშტაბიანი უვადო გაფიცვას იწყებენ, რასთან დაკავშირებითაც ისინი "ევოლუშენ ჯორჯიას" A შენობის წინ, მედიისთვის სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ და სრულმასშტაბიანი უვადო გაფიცვის დროსა და თარიღს გამოაცხადებენ.

მისამართი: მექანიზაციის #2

საკონტაქტო პირი: გიორგი დიასამიძე - 592210021

 

14:00 საათზე - ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გენერალური მდივანი ესთერ ლინჩი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ევროპის პროფკავშირების წევრი ხდება. რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის მოლოდინში საქართველოსთვის და ქართველი დასაქმებულებისთვის იმ პროფკავშირების წევრობა, რომლის სოციალური პარტნიორებიც არიან: ევროკავშირი, ევროკომისია, ევროპარლამენტი;

მისამართი: კოსტავას ქ.47/57. მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბი.

საკონტაქტო: 514 000 432; 593 53 45 24;

 

20:00 საათზე - ყოფილი "კოკა-კოლას“ ქარხანაში, ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორუმი - 2024 გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია.

მისამართი: წერეთლის გამზირი #114

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08