"რა სანქციის მეილი უნდა მომსვლოდა? ასეთი ინფორმაცია არ მაქვს - გამოვიდნენ და თქვან, თუ დამასანქცირეს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი, აშშ-ის მიერ სანქცირებული ანრი ოხანაშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობს და ეხმაურება არხის ინფორმაციას, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ერთ-ერთი დეპუტატი სწორედ ოხანაშვილია.

"რა სანქციის მეილი... რა სანქციის მეილი უნდა მომსვლოდა... არა, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს მე. [ჟურნ: მეილი შეამოწმეთ?] რა ვიცი, ვამოწმებ ძალიან ინტენსიურად. ბევრი მეილი მაქვს და ყველა ი-მეილს ვამოწმებ. მართლა? მერე გამოვიდნენ, თქვან, რამე უჭირთ თუ დამასანქცირეს? ყველა ი-მეილს ვამოწმებ რა თქმა უნდა, რაც აქტუალურია ვამოწმებ... მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს... თქვენ ხომ დამნიშნეთ უკვე გენპროკურორად... საკითხი რაც დღის წესრიგში არ დგას, ვერ იქნება განხილული", - აცხადებს ოხანაშვილი.