10:30 საათზე - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ოფისში", მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო პირი: გიორგი დიაკონიძე - 598 154 213

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 საათზე - გენერალურ პროკურატურასთან 2022 წლის, 21 სექტემბერს, საკუთარ მაღაზიაში იარაღით მოკლული აიდინ ჰამზაევის ოჯახი აქციას გამართავს.

საკონტაქტო პირი: მუხრან ღურწკაია - 558 68 56 46

 

11:00 საათზე - საზოგადოებრივი მოძრაობა „სოციალისტური პლატფორმის“ კოორდინატორი ილია ლობჟანიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი. მსვლელობა და მიტინგი. რატომ არ ესაუბრება საქართველო თავის ყველაზე დიდ და ძლევამოსილ მეზობელს?!“

მისამართი: აკაკი წერეთლის გამზ. 116. ჟურნალისტთა ფედერაციის პრესკლუბი.

 

12:00 საათზე - "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: "მეგობარი აქტი"

მისამართი: რუსთაველის ქ. #21 (პარტიის ოფისი)

საკონტაქტო პირი: ანა - 599 22 17 08

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ფარგლებში დაკავებულ ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:00 საათზე - "ფრონტლაინში" მწერლები და გამომცემლები 9 მაისის, ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.

საკონტაქტო პირი: ნატაშა ლომოური - 577 573 232

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ფარგლებში დაკავებულ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ფარგლებში დაკავებულ გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

16:00 საათზე - პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

 

16:30 საათზე - პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

 

17:00 საათზე - პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)