თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 9 წლითა და 8 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა.

ირაკლი პაპიაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. 

გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.

მათ წინააღმდეგ გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

ბიზნესმენებს გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება.