10:30 საათზე - საქართველოს პედიატრთა აკადემია კონფერენციას „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ - „პედიატრიის აქტუალური საკითხები“ გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ყველა წამყვანი კლინიკის ხელმძღვანელი, ასევე ფარმაცევტული სააგენტოს ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები.

საკონტაქტო პირი: ეთერ ჭიკაძე - 591 77 74 77.

15:00 საათზე - ფესტივალი KID'S FEST 2025 გაიმართება. ფესტივალი ორგანიზებულია SOS ბავშვთა სოფლის მიერ 500 ბენეფიციარი ბავშვისთვის დაუვიწყარი დღის შესაქმნელად. 17:00 საათიდან მუსიკალური ბენდი „გამოუვალი მდგომარეობა" იქნება წარმოდგენილი.

მისამართი: აღმაშენებლის 44, Radisson RED Tbilisi

 

16:00 საათზე - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თანამედროვე ხელოვნების სივრცე „კუბი კონტექსტში“, რომელიც მზიურის ბავშვთა ქალაქში მდებარეობს, უკვე მესამედ უმასპინძლებს ინკლუზიურ საბავშვო ფლიმარკეტს.

მისამართი: მზიურის პარკი, ყოფილი საბაგიროს შენობის ტერიტორიაზე

საკონტაქტო პირი: ანუკა ლომიძე - 593 219 621