საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგებული მაგთის 5G ქსელი, მობილური ინტერნეტის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

დღევანდელი ციფრული სამყაროს ეპოქაში ვერც ერთი პირადი თუ პროფესიული წამოწყება ინტერნეტკავშირის გარეშე ვერ განხორციელდება. ინტერნეტი დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება - ის ინოვაციის, განათლებისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

სწორედ ამიტომ, თანამედროვე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი გახდა მონაცემთა მყისიერი მიმოცვლა, ონლაინ სერვისებზე წვდომა და გლობალურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირი, რის უზრუნველსაყოფადაც აუცილებელია სწრაფი, სტაბილური და საიმედო ინტერნეტი. კავშირის ხარისხი და სერვისის საიმედოობა კი მუდმივად საჭიროებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს, რაც მაგთიკომის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.

25 ოქტომბერს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მაგთიმ საქართველოში 5G ქსელი აამოქმედა. მაგთიკომი განაგრძობს ქსელის გაფართოებას და ტრადიციულად, ყველაზე ვრცელი დაფარვით გამოირჩევა. მაგთის უახლესი თაობის 5G ქსელი ხელმისაწვდომია თითქმის მთელს საქართველოში.

ტექნოლოგიურმა წინსვლამ არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე შექმნა ახალი შესაძლებლობები, არამედ საქართველოს საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა - 2025 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, მაგთის მობილური ქსელი ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში მე-6 ადგილზე დასახელდა.  https://www.speedtest.net/awards/reports/2025/2025_World_Mobile_Q1Q2.pdf

მაგთის 5G ქსელის აბონენტებს საშუალება აქვთ სრულფასოვნად გამოცადონ ამ ტექნოლოგიის უპირატესობები, მათ შორის:

გაზრდილი სიჩქარე - უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიჩქარეს, დაბალ დაყოვნებას და ქსელურ სტაბილურობას. მაგთის 5G ქსელის პიკური სიჩქარე (2000 მბ/წმ-მდე) იდეალურია დიდი ფაილების ატვირთვა-ჩამოტვირთვისთვის, ვიდეო სტრიმინგის და ინტენსიური ონლაინ აქტივობებისთვის.

უზარმაზარი ტევადობა - 5G ტექნოლოგიას აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად მოემსახუროს 1 მილიონამდე მოწყობილობას 1 კმ²-ზე – ეს 100-ჯერ მეტია,  ვიდრე 4G-ს შეეძლო. შედეგად, ხალხმრავალ ადგილებშიც კი - კონცერტზე, ფესტივალსა თუ ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე, მაგთის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მუდამ იყვნენ ონლაინ.

ყველაზე ფართო დაფარვის არეალი - მაგთიკომი მუდმივად ლიდერობს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ქსელის დაფარვის მხრივ. ეს ტენდენცია 5G ტექნოლოგიის შემთხვევაშიც გაგრძელდა და დღეს, მაგთის 5G ქსელი ხელმისაწვდომია თითქმის მთელს საქართველოში.

ქსელის განვითარება დინამიკური პროცესია. ახალი ურბანული ზონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას კვალდაკვალ მიჰყვება მაგთის 5G ქსელის გაფართოების უწყვეტი პროცესი. 

3 მილიონზე მეტი აბონენტისთვის მაგთიკომი ხარისხთან და საიმედოობასთან ასოცირდება.