თიბისი და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” წარმოგიდგენთ ინოვაციურ კამპანიას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ყოველდღიური აქტივობა რეალურ ინვესტიციად აქციოთ. კონკურსის ფარგლებში გაქვთ შანსი, გლობალური კომპანიის - The Coca-Cola Company - 1000 დოლარამდე აქციების მფლობელი გახდეთ.

წესები მარტივია: გამარჯვებულია ის, ვინც Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში ყველაზე მეტ ნაბიჯს დააგროვებს და ლიდერბორდის ტოპ ხუთეულში მოხვდება. აქციები საჩუქრის სახით თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე დაირიცხება.

თიბისისა და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” 12-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი პროექტი აქვთ ერთობლივად განხორციელებული. ახალი ინიციატივის მიზანია, გაზარდოს ცნობადობა და ხელმისაწვდომობა ალტერნატიულ საინვესტიციო პროდუქტებზე; ასევე, მეტ ადამიანს მისცეს მოტივაცია, დაიწყოს ინვესტირება აშშ-ის საფონდო ბირჟაზე, 1 დოლარიდან.

ლიდერბორდში მონაწილეობის მისაღებად, თიბისი მობაილბანკის საინვესტიციო ანგარიში და Coca-Cola Rewards Georgia აპლიკაცია დაგჭირდებათ: Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში უნდა შეიყვანოთ კოკა-კოლას თავსახურზე მოთავსებული კოდი; შემდეგ კი, შეძლებთ, გაააქტიუროთ სიარულის რეჟიმი და გაიაროთ, რაც შეიძლება მეტი ნაბიჯი.

გათამაშება 16 თებერვლიდან 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და სულ 20 გამარჯვებულს გამოავლენს. ორ კვირაში ერთხელ, ტოპ 5 კონკურსანტი მიიღებს კოკა-კოლას აქციებს, 200-დან 1000 დოლარამდე.

თიბისის მობაილბანკში საინვესტიციო ანგარიშის გახსნა 1 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. პლატფორმის მეშვეობით, შეგიძლიათ, გახდეთ აშშ-ის ბირჟაზე წამყვანი კომპანიების აქციების მფლობელი და დააგროვოთ ინვესტიცია.

თუ ჯერ არ გაქვთ საინვესტიციო ანგარიში, გახსენით: https://app.tbcbank.ge/YiId/rhkvpcsa

თამაშის წესებს დეტალურად, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.