საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას ვერ დაუბრუნდება იქამდე, ვიდრე რუსეთი და პუტინი უკრაინაში არ დამარცხდებიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ბერნარდ გეტამ საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

"ვითარებას ობიექტურად უნდა შევხედოთ, საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას ვერ დაუბრუნდება იქამდე, ვიდრე რუსეთი და პუტინი უკრაინაში არ დამარცხდებიან.

დასკვნა მარტივია, იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, ჩვენ უკრაინას უნდა დავეხმაროთ", - განაცხადა ბერნარდ გეტამ.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიში განიხილეს, რომელიც რასა იუკნევიჩიენემ წარადგინა. დოკუმენტი მხარს უჭერს მიზანმიმართულ სანქციებს და მიესალმება ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებასა და დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.