ბიზნესის დაწყება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იღებს. თუმცა, მეწარმეობის გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმა ბევრს აშინებს. 

ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ ბიზნესის რეგისტრაცია ხანგრძლივ, ბიუროკრატიულ პროცესებს უკავშირდება. თუმცა, ეს ასე აღარაა. საქართველოს ბანკმა პროცედურები მომხმარებლების საჭიროებებსა და კომფორტზე მორგებული გახადა. შედეგად, ბიზნესის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის პროცესი საქართველოს ბანკის ფილიალებშია ხელმისაწვდომი.

თუ ხართ საქართველოს მოქალაქე და გსურთ ინდ. მეწარმის სტატუსის მიღება ან შპს-ს დარეგისტრირება, ამის გაკეთება საქართველოს ბანკის უკვე ხუთ ფილიალშია შესაძლებელი.

ბიზნესის რეგისტრაცია - თქვენთან ახლოს

ბიზნესის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია თბილისში, საქართველოს ბანკის შემდეგ ფილიალებში შეგიძლიათ:
ქეთევან წამებულის გამზ. №50/18;
წერეთლის გამზ. №99;
გლდანი, ვასაძის ქ. №3;
ლეონიძის ქ. №2;
ვაჟა-ფშაველას გამზ. №42-44.
სამუშაო საათებია:
ორშაბათი – პარასკევი: 09:30 – 19:00
შაბათი: 10:00 – 14:00

დაიბრუნე რეგისტრაციის საფასური — 31 დეკემბრამდე

საქართველოს ბანკი ბიზნესის რეგისტრაციის სერვისით სარგებლობისას მომხმარებლებს დამატებით ბენეფიტებსაც სთავაზობს. 31 დეკემბრის ჩათვლით, თუკი ბიზნესს ბანკის ფილიალში დაარეგისტრირებთ, ქეშბექის სახით რეგისტრაციის საფასურსაც მიიღებთ:

ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულებს საკომისიო სრულად დაუბრუნდებათ;

შპს-ს შემთხვევაში კი მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ;

ბიზნესის რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებლები ანგარიშის გახსნას მარტივად, ონლაინ ან ადგილზე შეძლებენ და სასტარტო ბიზნეს ნაკრების ბენეფიტებითაც ისარგებლებენ. ეს მოიცავს:

ბიზნეს ანგარიშს;
ბიზნეს ბარათს;
ტერმინალს — 3 თვე მომსახურების საკომისიოს გარეშე;
ონლაინ გადახდებს — საკომისიოს გარეშე;

ეს არის კომპლექტი, რომელიც ბიზნესის დასაწყებად საჭირო ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტრუმენტებს აერთიანებს.

ბიზნესის რეგისტრაციისთვის წინასწარ ფილიალში ვიზიტის დაჯავშნაც ხელმისაწვდომია. შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია, პროცესი სრულად საკუთარ განრიგს მოარგოს.

გაიგეთ მეტი ბიზნესის ფილიალში რეგისტრაციის შესახებ ამ ბმულიდან.